ნაცხროველობას ყველაზე პიტალო ქოციც ვერ დამწამებს ალბათ, მაგრამ იმნაძე არ არის დიდი ავტორიტეტი ჩემთვის.
გამყრელიძის და ცერცვაძის შესახებ პირველად ამ ვირუსის დროს გავიგე, მაგრამ იმნაძის გამოსვლები მახსოვს არაერთი.
ხან გრიპის ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებდა კატეგორიულად, ხან წითელასი... აუცილებელიაო...
იმიტომ მახსოვს კარგად, რომ ოჯახის წევრებისგან ტვინი მე###ნებოდა ხოლმე, აიცერი, აუცილებელი ყოფილაო...
რა თქმა უნდა არც აცრა გამიკეთებია და არც რამე მომსვლია...
ეხლა კიდე გამოდიან და დარჩით სახლებშიო, ორ მეტრზე ახლოს არ მიუახლოვდეთ ერთმანეთსო, საპონიო, პირბადეო, ხელთათმანიო, დეზინფექციაო...
და თვითონ გამოდიან და ხვდებიან ერთმანეთს, ჟურნალისტებს, მთავრობის წევრებს...
არც პირბადე უკეთიათ, არც დისტანციას იცავენ.
მე არ უნდა ვიმუშაო, ბიზნესი უნდა გავაჩერო, სახლში დავრჩე და გამო###ევდე რო ვირუსი არ გავრცელდეს.
თან მანამუსებენ, შენ ახალგაზრდა ხარ და ჯანმრთელი და მოხუცებს გაუფრთხილდიო.
და მაგათ რო გაავრცელონ, მოსულა?..
იმნაძეს არ შეიძლება ქონდეს ვირუსი ან გახარიას? მასე ახლო მანძილიდან რომ განიხილავენ რაღაც საკითხს?
ინგლისის პრემიერს თუ აქვს, პრინცს და არაერთ ექიმს, ამათ არ შეიძლება ქონდეთ?
ვინც უსაფრთხოებისკენ მოგვიწოდებს და რეკომენდაციებს გასცემს, ის არღვევს პირველი...

დაუნახავიც არ ვარ, ღამეებს ათენებენ, მაგრამ რისთვის...
რაღაცეებისთვის მადლობა, მაგრამ ეს ტრუხა საგანგებო რო გამოაცხადეს და გააჩერეს ქვეყანა, მაგას ვინ გამოასწორებს ან როგორ...
ბიზნესი გააჩერეს, მაგრამ ხალხი თავისუფლად დადის ქუჩებში, მაღაზიებში, ერთმანეთის სახლებში, ეკლესიებში, მოხუცები ბანკომატის რიგში იჭყლიტებიან...
ანუ ბიზნესი გააჩერეს და რა საბავითაც გააჩერეს, იმ მხრივ არაფერი შეცვლილა.