ხათუნა ზახაშვილი - შევდივართ იმ ფაზაში, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემა რეგისტრირდება და გავრცელების შემდეგი ფაზა დგებადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ შევდივართ იმ ფაზაში, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემა რეგისტრირდება და გავრცელების შემდეგი ფაზა დგება.
როგორც ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, დღევანდელი მდგომარეობით, ეპიდკვლევა მიმდინარეობს და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ვარაუდისთვის, რომ ფიქსირდება შიდა გადაცემასთან ასოცირებული შემთხვევები.
„გამოყენებული იქნება გენეტიკური კვლევის მეთოდი, ეპიდემიოლოგიურად თუ ვერ შევძელით პირველწყაროს დადგენა. ეს არის მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რომლის გამოყენება აღარ მოხდება, როდესაც ჩავთვლით, რომ უკვე შიდა გავრცელებაა და ამის შედეგია შემდგომი შემთხვევები. მაშინ მხოლოდ შერჩევითი მეთოდით მოხდება გენეტიკური კვლევები და ეს არ იქცევა სტანდარტულ დიაგნოსტიკის საშუალებად“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.
ზახაშვილის თქმით, ის შემზღუდავი იზოლაციური ღონისძიებები რაც არის ქვეყენაში, ჯერჯერობით პროცესების შეკავებისთვის არის საკმარისი.
„კიდევ უფრო გამკაცრება დღეისთვის არარელევანტურია. სამომავლოდ, ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. ამ შემთხვევაში მთავარი არის არა გამკაცრება პროცესების, არამედ თითოეული ადამიანის მიერ რეკომენდაციების ზუსტი შესრულება და სწორი შეფასება თავისი მდგომარეობის. როდესაც ადამიანებს უკავშირდებიან ეპიდემიოლოგები და აფრთხილებენ, რომ თქვენ ხართ კონტაქტირებული და თქვენ გესაჭიროებათ თვითიზოლაციის ღონისძიების ჩატარება, მატ სწორად უნდა შეაფასონ, შეუძლიათ თუ არა საკუთარ საცხოვრებელ პირობებში თვითიზოლაციის წარმოება და თუ არ შეუძლიათ ასეთი რამ, მაშინ განსაზღვრონ და მიმართონ თხოვნით, რომ გადაყვანილ იქნენ საკარანტინო სივრცეებში. ეს დღეისათვის საკმარისი ქმედებაა იმისთვის, რომ შევაკავოთ პროცესები და შევძლოთ ამ კონტაქტირებულების სწორი მართვა, დროულად გამოვლენა მათში საეჭვო სიმპტომების, შემდგომი გადაყვანა ჰოსპიტალურ მეთვალყურეობაზე და ტესტირება, თუ ამის საჭიროება დადგა კლინიცისტების შეხედულებისამებრ“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
მისივე თქმით, მთავარ რეკომენდაციად მსოფლიოში რჩება მაქსიმალური ფიზიკური დისტანცირება.
„თუ ამ რეკომენდაციას დავიცავთ, თავის თანმხლებ სხვა რეკომენდაციებთან ერთად, როგორიც არის საჭიროების შემთხვევაში თვითიზოლაცია, საჭიროების შემთხვევაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კარანტინში მოთავსება და ასეთი ტიპის იზოლაციის განხორციელება და ჰიგიენის წესების დაცვა, ასევე საავადმყოფოებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელის მზადყოფნა შემთხვევების მიღებისთვის, მე ვფიქრობ ,კიდევ შესაძლებელია პროცესების ნელი განვითარება, რაც დროის მოგებისა და კარგად გამკლავების საშუალებას მოგვცემს მოსალოდნელი შემთხვევების“, – აღნიშნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
მისივე თქმით, საქართველოში პროცესები არ ხდება დაჩქარებულად და პირიქით, პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე მიმდინარეობს იმაზე უფრო ნელა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ხათუნა ზახაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს.
„უპირველეს ყოვლისა, დავიცვათ ის ფიზიკური და სოციალური დისტანცირება, რაც არაერთხელ იყო დაანონსებული ქვეყანაში. ვერიდოთ ახლო კონტაქტებს, ადამიანები ცოტა ხანი დავშორიშორდეთ, ჯობს; დავიცვათ ჰიგიენის წესები, რაც გულისხმობს ხელების ხშირ დაბანას. ავადმყოფი ადამიანები, რომლებსაც გამოუჩნდებათ რესპირაციული სიმპტომები ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურა, უნდა დარჩნენ სახლში და საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ნებისმიერ შემთხვევაში მაშინ, როდესაც საჭირო არის საკვები პროდუქტების ან რაიმე პირველადი დახმარების საგნებისთვის მივმართოთ მაღაზიებს, აფთიაქებს, გახსოვდეთ, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
https://1tv.ge/news/khatuna-zakhashvili-she...egi-faza-dgeba/
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo