#56075743 · 31 Mar 2020, 00:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (vOn3Cic4) | | აი ეს არ მესმის. რატომაა გარდაუვალი? |
სადაც ვირუსმა შეაღწია, ყველგან მოედო. ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ და ეს კანონზომიერება ჩვენზეც გავრცელდება. შემთხვევათა რაოდენობა აუცილებლად მოიმატებს და უმეტესს ჩვენთაგანს ამ ვირუსთან ერთი ერთზე შერკინება აუცილებლად მოუწევს. ახლა ვზრუნავთ და კომენდანტის საათი შემოღებულია იმიტომ, რომ ერთდროულად დაავადებულთა რაოდენობამ არ გადააჭარბოს ჯანდაცვის შესაძლებლობებს. რომ რთულ პაციენტთათვის საავადმყოფოებში ადგილი იყოს და ღვთის ანაბარად არ იყვნენ მიტოვებულნი სიკვდილთან პირისპირ.
| QUOTE (KAMPO) | | ისე ავარიების სტატისტიკა საინტერესოა მგონი ერთეულები იქნება ))) რაღაც პლიუსები მოიტანა კორონამ. დღეს წერეთელზე პარკინგზე მდგომ მანქანას დაეჯახა ვიღაც ))) |
აუ,მეც ვნახე. გამოფენასთან როა პოლიცია, იქ, ტროტუარის სიღრმეში დაპარკინგებულ საპატრულო მანქანას შეასკდა უკნიდან ისე ძლიერად, რომ პატრულის მანქანა წინა კედელს შეეჯახა და ზეთი თუ ანტიფრიზი დაღვარა.
This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 31 Mar 2020, 00:16
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|