Choncxis mzera
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 33610
წევრი No.: 136506
რეგისტრ.: 1-October 11
|
#56072852 · 30 Mar 2020, 17:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქვეყანაში გადაადგილება იკრძალება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის,გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.
„საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21: 00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გახარიამ
70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.
„აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს,“- განაცხადა
გიორგი გახარია - ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს
აქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი პრობლემის სიმძიმეს ვერ აცნობიერებს. როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა, მდგომარეობის სიმძიმეს აბსოლუტურად ყველა უნდა იზიარებდეს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს. ჩვენი ვალდებულება გახლავთ ის, რომ აქ, საქართველოში, სანამ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას, სანამ ჩვენი ყოველდღიური და პრევენციული ნაბიჯები გვაძლევს იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით, ასე თუ ისე, ნორმალურად ვუმკლავდებით გამოწვევებს, მოდუნების საფუძველი არ მოგვცეს. აბსოლუტურად უნდა ვიაზრებდეთ მდგომარეობის იმ სიმძიმეს, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ევროპის ქვეყნებში. ასევ ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც სამწუხაროდ, ეკონომიკურად საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერები არიან, ეს ის ქვეყნებია, რომელთა თუნდაც, ჯანდაცვის სისტემები ბევრად უფრო ძლიერია. ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი ვიყოთ ეფექტურები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში, სწრაფი, თამამი გადაწყვეტილებებია და არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს იმის უფლება, დავიგვიანოთ“, - განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიას განცხადებით, იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფუნქციონირების ხასიათიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფუნქციონირების ხასიათიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ.
გახარიას განმარტებით, საშვების გაცემა ამ ადამიანებზე მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციებს დაიცავენ.
“ყველა ის დაწესებულება, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24-საათის განმავლობაში, მათ ექნებათ სპეციალური საშვები, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მედიის თავისუფლება, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიების მუშაობა და სხვა ბევრი დაწესებულების მუშაობა, ბანკი იქნება ეს თუ სააფთიაქო ქსელი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უპირველესი ღირებულება და როდესაც ჩვენს ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ამ ვირუსის პირობებში არ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენსაზე, ჩვენ უკვე პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანების წინაშე, რომლებთანაც კომუნიკაციაში შევდივართ. იქნება სპეციალური საშვები, რომლის საშუალებითაც მედიასაც ექნება მუშაობის საშუალება, პურის ქარხნებსაც ექნება საშუალება, იმ დისტრიბუციის ქსელებსაც ექნებათ საშუალება, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს”, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.
--------------------
მაქს ებერლი: "არა, დამიჯერეთ, მე რაღაცას ვხედავ ვინსენტ კომპანიში."
|