კომენდანტის საათი ევროპაშიცაა გამოცხადებული, მაგრამ იქ სრული შეზღუდვა არაა, 5 პუნქტია რის გამოც ადამიანს შეუძლია გარეთ გასვლა.
როდესაც მშრალი კომენდანტის საათი ცხადდება, რა დროსაც არავის არ აქვს გრეთ გასვლის უფლება არანაირი მიზეზეთი, ეს ხდება მხოლოდ იმ დროს როდესაც საომარი მოქმედებებია, ან დივერსიული მოქმედებებს აქვს ადგილი ქვეყანაში.
ეს იმას ნიშნავს და იმიტომაც ეკრძალებათ ყველას გარეთ გასვლა,ნებისმიერი მიზეზით, რომ პატრულირებაზე მყოფ სამხედროებს არ გაუჭირდეთ მტრის და მშვიდობიანი მოქალაქის გარჩევა და თამამამ გახსნას ცეცხლი
ვინაიდან მაგ დროს მშვიდობიანი მოქალაქე გარეთ არ უნდა იყოს წესით და თუ ვინმე არის ესეიგი მტერია.
მხოლოდ ამ შემთხვევაშია მიღებული მშრალი კომენდანტის საათი, მაგ დროს პირდაპირ ცეცხლის გახსნის უფლება აქვს სამხედროს.
ხოდა არის ეხლა ამის აუცილებლობა? აბა რა საჭიროა მშრალი კომენდანტის საათი?
უამრავი დანევროზებული ცხოვრობს და ღამით ეზოში რო დაჯდეს და ცოტა გული გადააყოლოს ამის საშუალებასაც არ აძლევენ და რისი გულისთვის? იმიტომ რომ ვიღაცამ კომენდანტის საათობანა წაითამაშა და საქმიანი იერი მისცა ამ ყველაფერს?
თუ ჯერ არ არის გავრცელებული ვირუსი, ეს მხოლოდ იმიტომ რომ ჯერ არ არის მაგის დრო და არა იმიტომ რომ მთავრობამ რამე მაგარი მოქმედებები გააკეთა. აქაც მოხდება აფეთქება, ეს მაინც გარდაუვალია და მერე გამოჩნდება რისი ერთი ადგილი აქვთ, დარწმუნებული ვარ გადარჩევა წავა ვინ მოხდება პალატაში, ვის მიუერთებენ აპარატს და ვის ეზოში ან დერეფანში დააგდებენ გასაწირად, არა ბიჭო შერცხვებათ და ვაჟკცობას გამოიჩენენ, მართლა ღმერთმა არ ქნას და მართლა ღმერთიღაა ჩვენი მფარველი ამ უბედურებისგან.
უამრავი ხალხი გაუშვეს სახლებში ევროპიდან ჩამოსულები და მაგათმა გაავრცელეს ვირუსი და კომენდანტის საათის შემოღებას ეგენი ეკონტროლებინათ თავის დროზე ნორმალურად. თუ სვეცკებთან უძლურები არიან, ნარუშილოვკები აქვს ყველას და უბრალო ხალხთან არიან მაგრები და მშრალ კომენდანტი საათს უცხადებენ?
მაგათ რა უჭირთ, იმხელა სახლები და ვილები აქვთ, თვეები არ გამოვლენ გარეთ და ვინც კორპუსის ბინაშია გამოკეტილი მრავალ შვილიანი, იმას როგორ უცხადებ კომენდანტის საათს? და თან ეუბნები შენ 201 კილოვატი დაგიხარჯია და დახმარება არ გეკუთვნისო
ზევით მიწერია, აგარაკზე ვერ მივდივარ იმის გამო რომ ოთხნი ვცხოვრობთ

და ესენი აკეთებენ რეალურ საქმეს და პრევენციას? პირიქით უფრო მეტ პრობლემებს ქმნიან და უქმნიან იმათ, ვინც ამათი დახმარების გარეშე აპირებს პრევენციული ზომების მიღებას.
ეს ყველაფერი არის პაკაზუხა, მოქმედებები მოქმედებებისთვის და არა საქმისთვის, თუ ამაზე ჭკვიანური ვერაფერი მოიფიქრეს სამოქმედო გეგმად, მაშინ ეგენი ყოფილან იდიოტები ყველანი ერთად.