გამარჯობათ. განუკითხაობაა ტაქსებთან დაკავშირებით და ამაზე თემა ჯერ არ გახსნილა. დავრეკე დღეს მერიაშიც, ერთ-ერთ ტაქსის კომპანიაშიც და დაზუსტებულ პასუხს ვერავინ მეუბნება.
გარკვეული რეკომენდაციები და ბრძანება აქვთ ტაქსის კომპანიებს მიღებული მერიისგან, რომ მანქანას უნდა ჰქონდეს ჩამოწეული შუშები და ისე უნდა მოხდეს მგზავრთა გადაყვანა. ამ ყველაფერში პრობლემა ისაა რომ არც ტაქსის კომპანიაში და არც მერიაში არ იციან რამდენი სანტიმეტრით, რამდენი ან რომელი შუშა უნდა ჰქონდეს ჩამოწეული მანქანას
რო დადიან ნახევრად გახსნილი შუშებით და გადაჰყავთ ეგრე მგზავრები ნუთუ ვერ ხვდებიან რომ 50-60 კილომეტრსაათით მიმავალ მანქანაში ისეთი ქარია რომ გაციება გარანტირებული აქვთ თვითონ მძღოლსაც და მითუმეტეს მგზავრებსაც.
მერიაში ვრეკავ, მეუბნებიან კი ბატონო ბრძანება აქვთ რომ შუშები უნდა ჰქონდეს ჩამოწეულიო. ვეკითხები რამდენ სანტიმეტზე? რამდენი შუშა? რომელი მხარე? ესე კონკრეტულად ვერ გეტყვითო...
ტაქსის მძღოლები დაპანიკებულები არიან და ნახევარზე აქვთ ჩამოწეული ეს შუშები რო ვაიდა 3000-ლარიანი ჯარიმა არ დამიწერონო.
გასაგებია რო როგორც მძღოლის ისე მგზავრთა უსაფრთხოებისთვის სასურველია მანქანაშI ცირკულირებდეს ჰაერი. ჰაერის ცირკულაციისთვის საკმარისია 1-2 სანტიმეტრითაც რომ იყოს ღია თუნდაც ერთი შუშა. არაა აუცილებელი ნახევარზე ჩამოწიო შუშები და გაყინო მგზავრები.
შე დალოცვილო ვიღაცა ხარ, გასცემ მაგ რეკომენდაციებს და ბრძანებებს. მოდი გამოაქვეყნე რა საინფორმაციოებში რო არ იყოს ესეთი განუკითხაობა. დააკონკრეტე კიდე იმ ბრძანებაში ყველაფერი დეტალურად.
ვინმეს გაქვთ ზუსტი ინფორმაცია მაგ კონკრეტული ბრძანების შესახებ?