https://matsne.gov.ge/ka/document/view/4843011?publication=0სგ დაზადვნა არ ტეხავს
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №211
2020 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 მუხლები:
„მუხლი 12.
დამტკიცდეს თანდართული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დანართ №2-ის შესაბამისად.
მუხლი 13.
ეკონომიკური საქმიანობები და ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებიც არ იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში და რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ დადგენილებით დამტკიცებულ №1 და №2 დანართებში, დამტკიცდეს ამ დადგენილების №3 დანართის შესაბამისად.“.
2. დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-7 მუხლში:
ა) პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);“;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:
„ტ) ნავთობის და გაზის მოპოვებისა, გადამუშავებისა;
უ) ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად).“;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა).“.
3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
4. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის №2 და №3 დანართები.
მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია