LIVE-76
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7390
წევრი No.: 131967
რეგისტრ.: 31-May 11
|
#56093532 · 3 Apr 2020, 03:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
FERREBOY
QUOTE | კამათს არ ვაპირებ, არ მსურს რწმენა შევურყიო ვინმეს. ერთ პატარა გამოცანას დავწერ აბა ვინ მიპასუხებს. ღმერთი ხო ყოვლისშემძლეა? შეუძლია ისეთი ქვა შექმნას რო თვითონაც ვერ აწიოს? |
ღმერთი ყოვლისშემძლეა, ის კითხვა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია თუ არა ისეთი ქვის შექმნა რომელსაც თავადვე ვერ ასწევს, ჩემი აზრით ფილოსოფიური კი არა უფრო ბავშვურია. ჩვენ ვიცით რომ ღმერთი უკვდავია, მაგრამ ისიც ვიცით რომ ღმერთი ჩვენი გულისთვის მოკვდა, ამით ის ხო არ მტკიცდება რომ ღმერთი მოკვდავია. ამასთანავე ღმერთი სიკეთე და სიყვარულიცაა და ღმერთს არაფერში არ ჭირდება "ისეთი მძიმე ქვა რომ თვითონაც ვერ აწიოს". ღმერთმა ყველაფერი სიყვარულით და ჩვენდა სასიკეთოდ შექმნა...
იოანე დამასკელი "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა"
თავი მერვე
წმინდა სამების შესახებ
"ამრიგად, გვწამს ერთი ღმერთი, ერთი დასაბამი - დაუსაბამო, შეუქმნელი, უშობელი, წარუწყმედელი, უკვდავი, საუკუნო, უსასრულო, გარეშეუწერელი, შემოუსაზღვრელი, უსასრულოდ ძლიერი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, წარუდინებელი, უვნებო, უცვლელი, გარდაუქმნელი, უხილავი, წყარო სიკეთისა და სამართლიანობისა, გონისმიერი სინათლე, მიუახლებელი, არარა საზომით შეცნობილი ძალა, მარტოდენ საკუთარი სურვილით განზომილი, რადგან ყოველივე, რაც ნებავს, ძალუძს, არის რა ყველა ხილული და უხილავი ქმნილების შემქმნელი, ყოველივეს შემამტკიცებელი და შემნარჩუნებელი, ყოველივეს წინაგანმგებელი, ყოველივეს მპყრობელი, მოთავე და მეუფე, დაუსრულებელი და უკვდავი მეუფებით, არარა საწინააღმდეგოს არ მქონე, ყოველივეს აღმავსებელი, არვისგან გარეშეცვული, უმალ კი თვით ყოველივეს გარეშემცველი, შემამტკიცებელი და წინასწარმქონე, ყველა არსებამდე შეურყვნელად მიწევნილი და ყოვლის მიღმიერი, ყველა არსებისგან გაშორებული, როგორც ზეარსი და ყოველივეზე ზემყოფი,ზე ღმერთი,ზეკეთილი, ზესრული, ყველა უფლებამოსილებისა და წესის განმსაზღვრელი და ყველა უფლებამოსილებაზე და წესზე ზედაფუძნებული, უზემოესი არსებაზე, სიცოცხლეზე, სიტყვაზე და აზრზე, თვითსინათლე, თვითსიკეთე, თვითსიცოცხლე, თვითარსება, როგორც სხვა არაფრისგან, რაც კი არსებობს, არმქონე არსებობისა. თვით არსთა არსებობის წყაროდ მყოფი, ცოცხალთათვის მიზეზი სიცოცხლისა, სიტყვასთან წილმქონეთათვის - სიტყვისა, და ასე, ყოველივესთვის - ყოველივე სიკეთისაჯღღღიის მცოდნე ვიდრე მათ შექმნამდე. ერთი არსება, ერთი დმრთეება, ერთი ძალა, ერთი ნებელობა, ერთი მოქმედება, ერთი დასაბამი, ერთი ხელმწიფება, ერთი უფლება, ერთი მეუფება სამ სრულ გვამოვნებაში (შეურევლად შეერთებულებში და განუცალკევებლად განყოფილებში, რაც არის სწორედ საკვირველი) ცნობილი და თაყვანცემული ერთი თაყვანისცემით, ყველა მოაზროვნე ქმნილებისგან რწმენილი და მსახურებული, მამა, ძე და წმინდა სული, რომელთა მიმართაც ნათელვიღეთ, რადგან ამგვარად ნათლისცემა ამცნო უფალმა მოციქულებს, უთხრა რა: „ნათელსცემდეთ მათ მამის, ძის და წმინდა სულის მიმართ“ (მათე 25,19)."
|