პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ ეს თემა არ გახსნილა ფოტოკონკურსის მიზნით, ან მხოლოდ მაღალპროფესიონალური ფოტოების დადებისთვის. ჩემი აზრით, მთავარია ფორუმელებმა გადმოვცეთ ჩვენი ფოტოებით რაღაც ემოცია, ამბავი, გავუზიაროთ ერთმანეთს თუ რამე საინტერესო და ლამაზი ვნახეთ, თუ რამემ მოგვხიბლა.
დღევანდელი გასეირნება ვაჟა-ფშაველა - ნუცუბიძის პლატოს მარშრუტი.
მეორე პლატოს ეკლესია და ადგილობრივი ფლორა-ფაუნა:


დასასვენებლად ჩამოვჯექი ორიოდ წუთით და რა თქმა უნდა, იქვე აღმოცენდა უსაყვარლესი ფისო, რომელმაც მყისვე დააფიქსირა კატების მიმართ ჩემი სიყვარული და მალე ერთმანეთს სამუდამო მეგობრობა შევფიცეთ

სად იყო და სად არა, კუც გამოჩნდა, რომელსაც დიდად არ ეპიტნავა ჩვენი კომპანია და გზა განაგრძო.

უკანა გზაზე ისევ შევისვენე


ფისო ისევ გამოცხადდა, ცოტა თბილი პური ვაჭამე. მალევე სადღაც გაიქცა. მეგონა უბრალოდ მოვბეზრდი, მაგრამ არც ასე მარტივად იყო საქმე. ვხედავ, ამაყად მოეართება და პირში რაღაც უჭირავს. მადლობის გადახდა ჩემთვის კალიის მონადირებით და მოყვანით გადაწყვიტა. ვეცადე ამეხსნა, რომ ძალიან მადლლობელი კი ვიყავი, მაგრამ ამქვეყნად კალიაზე მეტად არაფრის მეშინია. საბედნიეროდ, სკამზე ამოხტა თუ არა, კალია პირიდან დაუსხლტა და გაუფრინდა

ხო, ეს სცენები ვერ დავაფიქსირე.

ამ ტაძრის მოძღვარი სავარაუდოდ ბაიკერია

ვიფიქრე, დავლოდებოდი და აღსარება ჩამებარებინა.

ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა