დარჩით სახლში, გემუდარებით, დარჩით სახლში!
ქართველი ემიგრანტის ემოციური მონათხრობი, რომელმაც COVID-19 დაამარცხა
დღეს ცოცხალი ვარ და ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ, როგორ შემეყარა ეს ვერაგი ვირუსი და გული შეგტკივათ.
ბებო გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. დედამ მთხოვა, საქართველოში ჩავსულიყავი, მაგრამ მე რისკის ქვეშ ვაყენებდი ჩემს ქვეყანას, ჩემს ოჯახს და დარჩენა ვარჩიე.
იცით, ბებია როდესაც მოკვდება, ორი კვირა გვაქვს დარჩენის უფლება, ორი კვირის შემდეგ კი სამსახური უნდა ვეძიოთ. კარგი დახასიათებით ვსარგებლობ და სამსახურის შოვნა ნამდვილად არ გამჭირვებია.
მოვიდა ოჯახის წარმომადგენელი, წამიყვანეს სანახავად იმ ქალბატონის, რომელიც იზორილებურად იყო, დავიცავი დისტანცია, არც ხელი ჩამომირთმევია, მაგრამ როცა დავცილდი, მხარზე ხელი დავადე და გამოჯანმრთელება ვუსურვე. გამოვბრუნდით სახლში, კონტრაქტზე იყო საუბარი და ეს გაგრძელდა სახლშიდა შეცდომა მაშინ დავუშვი – სტუმარი არ მივატოვე და იმ წუთში არ დავიბანე ხელი. როდესაც წავიდნენ კი დავიბანე ხელი, მაგრამ…
მეოთხე დღეს დამეწყო ხმის ჩახლეჩა, ყელი არ მტკიოდა. შაბათს უნდა წავეყვანე, მაგრამ ამ დროს დარეკეს, რომ შვილი, რომელიც დედასთან მოდიოდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ინტენსიურში მოათავსეს და დაუდასტურდა კორონავირუსი. შაბათ-კვირას დამეწყო ციებ-ცხელება. წამალი მომიტანეს, მაგრამ არ გაჭრა, ორშაბათს უკვე ცუდად ვიყავი.
112-ში რომ დავრეკე, სასაცილოდ არ ეყოთ ჩემი სიმპტომები. გვითხრეს, რომ ოჯახის ექიმს უნდა ემკურნალა, გამომიწერეს წამლები, მაგრამ სიცხეს ვერა და ვერ მოვერიეთ…
ჩემი პირველი სიმპტომი კორონავირიუსზე იყო გემოს დაკარგვა, ხმის ჩახლეჩა და მაღალი სიცხე, აბსოლუტურად დანარჩენი არაფერი ყოფილა…
მოსაყოლად ადვილია ახლა, მაგრამ ძალიან ბევრი ვიბრძოლე. ერთი კვირის განმავლობაში ვღებულობდი ამ წამლებს. კვირა დღე იყო, დავმძიმდი. ვუთხარი ჩემს ქალბატონს, რომ ძალიან ცუდად ვარ და მე დღეს ვერ გავღწევ. გამოიძახეს სასწრაფო… თქვეს, რომ აუცილებლად გადასაყვანია, სახლში ვერ გავაჩერებთ…
ვერ აღვწერ იმ სიტუაციას, როდესაც სასწრაფოს მანქანაში გსვამენ…
მეკითხება ექიმი, საიდან ხართ?
მე ვუთხარი, საქართველოდან.
არ შეეგეშინდეთ, ჩვენ შენთან ვართ. მესმოდა, რაციაში რომ ეუბნებოდა: „მისაღები გაათავისუფლეთ, ახალგაზრდა ქალი მოგვყავს“.
გადამიღეს რენდგენი.
„დაგაგვიანდა, შენ დააგვიანე! … თუ პათოლოგიური დაავადება არ გაქვს და ხელს შეგვიწყობს შენი ორგანიზმი გადაგარჩენთ“.
განყოფილების გამგემ თქვა, მე მიმყავს ჩემს განყოფილებაში, რომ გადავარჩინოო.
„ექიმო, თუ უნდა მოვკვდე, მითხარი, სამშობლო მენატრება, ოჯახი მენატრება, დედა მყავს დიდი ხნის უნახავი…“
„არა, გაძლევ პირობას, რომ არ მოკვდები…“
მესამე დღეს დამეწყო კრიზი….
არავის არ გისურვებთ ამას. არავის, აბსოლუტურად.
ჯერ კიდევ მორჩენილი არ ვარ – ჟანგბადის გარეშე დიდხანს ვერ ვძლებ.
ეს ყველაფერი, ვიცი, ძნელი მოსასმენია, მაგრამ უნდა მოვყვე:
უნდა გეშინოდეთ ამ ვირუსის და რომ გეუბნებიან, დარჩით სახლში – უნდა დარჩეთ სახლში!
ერთი მეტრის დაცილებით ჩემს გვერდით ქალი კვდება და ექიმი შენ არ გეუბნება, რომ გადარჩები.
არავის არ გისურვებთ ამას, მე უკვე სიკვდილს ჩავხედე თვალებში.
შემდეგ, უფლის წყალობით, დამიწია სიცხემ და ერთი კვირის თავზე გამომიშვეს სახლში…
არც მომაცილეს სახლის კარებამდე.
ოჯახის წევრებს სპეციალური ფორმები არ ეცვათ, ხელიც არ მომკიდეს, ისე შევედი სახლში და სავარძელში ჩავეშვი და მერე აღარაფერი მახსოვს….
სასწრაფომ სახლამდე რომ მიმიყვანა, მითხრა – ახლა უნდა წახვიდე შენი ფეხით და ჟანგბადიც თავად იშოვეთ.
არ ხარ იმ ოჯახის წევრი, როცა დამთავრებული გაქვს სამუშაო, როგორია იმ ოჯახში მისვლა… მათაც ძალიან ეშინიათ…
ატყდა აურზაური, ვერ ვიტყვი, ისეთი… იძულებული ვიყავი, ჩვენს საელჩოში დამერეკა.
არ ვიცი, ამ ხალხს მადლობა როგორ გადავუხადო – საელჩოს წარმომადგენელმა მითხრა: არ ინერვიულო, ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ.
საელჩოს წარმომადგენელი დაელაპარაკა საელჩოდან, იმ წუთას მოაგვარეს სიტუაცია.
მე გამიმართლა, რომ ახალგაზრდა ვიყავი.. საავადმყოფოშიც – უკვე ასარჩევად იყო საქმე: „ვინ გადავარჩინოთ?“
ვერ დავადანაშაულებ ექიმებს. ამათაც მედპერსონალი არ ჰყავთ საკმარისი. ძალიან უჭირთ მუშაობა. ენით აუწერელია ეს ყველაფერი.
რა მინდა, რომ ვთქვა ბოლოს: დარჩით სახლში, გემუდარებით, დარჩით სახლში! ხალხო, როგორც იტალიაში მოხდა, ეს თუ საქართველოში განმეორდება, საქართველო არ იარსებებს რუკაზე.
ჩვენ გვყავს უნიკალური მედპერსონალი.
მე დღეს ნუ მიწყენს იტალია, თუ ვიტყვი, რომ უფრო მეტი რწმენა ჩვენი მედპერსონალის მაქვს.
როდესაც ჩამოვალ საქართველოში, აუცლებლად მივალ მათთან.
მერ ჯერ კიდევ ვებრძვი ამ სენს, მაგრამ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე რომ ფორმაში ჩავდგე, ამისთვის რეაბილიტაციაა საჭირო.
ძალიან მიყვარხართ!
https://nostal.ge/2020/04/04/qartveli-emigrantis/ვიდეო ლინკზეა.
This post has been edited by არმეძებო on 4 Apr 2020, 23:17