"პირველ რიგში, მინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ხალხს, ვინც ჩემს გამო ახლა კარანტინში იმყოფება, გულწრფელად ყველას ვუხდი ბოდიშს, ვიცი დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება.
მაგრამ მე ეს შეგნებულად არ გამიკეთებია, მე არანაირი სიმპტომები არ გამაჩნდა, არც სიცხე, არც ხველება, არც ყელის ტკივილი, ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, თავს ვგრძნობდი მშვენივრად", - აცხადებს სპორტსმენი ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
https://www.palitravideo.ge/yvela-video/eqs...-avrcelebs.htmlპირველ წინადადებას სრულიად ანადგურებს მეორე წინადადება. მაგას გვიჩიჩინებენ ზუსტად, რომ უტყუარი ნიშნები არ ახასიათებს , თან აქვს საინკუბაციო პერიოდი და ამიტომ შეიკავეთო თავი მიმოსვლისგან.
ვიდეოში აცხადებს დისტანციას ვიცავდიო, თან ამბობს ერთი ჭიქიდან ვსვადითო წყალს, ერთ ოთახში გვეძინაო და ა.შ. ყველაზე ცუდი რაც არის ბოლოს იძახის არასწორებიხართო ყველას შეიძლება შეგხვდეთ ეგ ვირუსიო, ისე წარმოაჩენს ვითომ იმისთვის კიცხავდნენ რომ დაავადდა და არა მისი უპასუხისმგებლო მოგზაურობებისთვის, მაგრამ სრულიად ჯანმრთელი იყო და თავს მშვენივრად გრძნობდა რას ერჩით.
ამის ადგილას ავდგებოდი და სხვებს მოვუწოდებდი მაინც, შევცდი, ნიშნები რომ არ მქონდა და ამან შემაცდინა, თქვენ მაინც გამოიჩინეთ სიფრთხილეო. არა ეს ნიშნების არქონას იქეთ აბრალებს მგონი თავის საციელს.
არავინ ქოლავს მაგრამ თუ არ შევიგნეთ დაგვემხობა თავზე ეს ქვეყანა და ვიხადოთ მერე ბოდიშები და ვიყოთ.

ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო,
შესაძლოა, სამეგრელო ჩაიკეტოს. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რეგიონი ჩაიკეტება იმ შემთხვევაში
თუ ვირუსით ინფიცირებული სპორტსმენის სამ უშუალო კონტაქტს განმეორებითი კვლევის შედეგად ახალი კორონავირუსი დაუდგიდება და კონტაქტების მოძიება შეუძლებელი გახდება.როგორც ალექსანდრე მოწერელიამ განმარტა, როდის ჩაუტარდება ამ სამ ადამიანს განმეორებითი ტესტირება ამას მედიკოსები გადაწყვეტენ.
„სამეგრელოს სავარაუდოდ ჩაკეტვის შესახებ ვერსია, მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებული იქნება თუ ჩვენ ვირუსის გავრცელების ძალიან ფართო არეალი გვექნება და ამავე დროს, კონტაქტების დადგენის შეუძლებლობა. გუშინ გვყავდა სამი პაციენტი, რომლებსაც (პირველადი ტესტირებით) არ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსის შემთხვევა, მაგრამ ამ სამი პაციენტის ხელმეორედ ტესტირებისას დადასტურების შემთხვევაში, ალბათ, ზომები იქნება მისაღები. მათ კიდევ ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ კვლევა. ეს იყო შემთხვევა, როდესაც
50-ზე მეტი კავშირი იყო დადგენილი და სავარაუდოდ კიდევ 40კავშირი იქნებოდა. ეს უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემას შექმნიდა ჩვენი რეგიონისთვის და მთლიანად ქვეყნისათვის. ეს სამი ადამიანი უკავშირდება სპორტსმეს. ამ სპორტსმენთან კავშირში, უშუალოდ, 23 ადამიანია გამოვლენილი. ამ 23 ადამინს, რა თქმა უნდა, გეომეტრიული პროგრესის სახით გაცილებით მეტი კონტაქტი ექნებოდა. დაახლოებით, 100 ადამიანზე გავდიოდით და შემდეგ უკვე კვალი იკარგებოდა. ამიტომ, ყველა ძალიან შეშფოთებულები ვიყავით“, - განაცხადა მოწერელიამ.
This post has been edited by turatura on 6 Apr 2020, 15:34