#56122651 · 9 Apr 2020, 01:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dato2008 მაგას სიდერაცია ჰქვია.. არც ეგ არის ბოლომდე ბუნებრივი პროცესი... რაც არ მომწონს ბიოლოგიურ მეურნეობაში, სტანდარტიზებული არ არის საკვები ნივთიერებების მიწოდება, გადამწვარი ნაკელის NPK ყოველთვის უცნობია, მიკროელემენტებზე რო არაფერი ვთქვათ. სულ ადვილად შეიძლება ზედმეტი ნიტრატის მიღება... საუკეთესო სადღაც შუაშია... ბიოლოგიური დაცვა ოკ, მავნე მწერებისაგან - ბოვერია ბასიანა, ბაცილის ტურგენესისი, ხოლო სოკოებისაგან ტრიქოდერმა კონინგი ან ტრიქოდერმა ვირიდე - უკვე შაბიამანსაც აღარ ვაძლევ პაპაჩემს ვენახის შესაწამლად... აი რაც შეეხება სასუქის მიცემას - ნიადაგი პლუს პერიოდულად ჰიდროპონიკურ ხსნარით მორწყვა მშვენიერ შედეგს იძლევა... ზრდის სტიმულატორად ბუნებრივი ინდოლის აცეტატი - ტირიფის ახალგაზრდა ტოტები შეიცავს ბევრს, ნაყენს გააკეთებ და ეგაა. ან თუ ტირიფი არ არის, ალაო შეიძლება. სინთეზურებისაგან განსხვავებით მალე იშლება და უფრო ხშირად უნდა მიცემა, მაგრამ მცენარეში არ გროვდება და მავნე არ არის...
--------------------
ვირებში თუ ხარ უნდა შენაც ტლინკები ყარო, ვაქცინისტებო D ვიტამინს არ გაეკაროთ! ზოგადად ფიზიოლოგია გოგოებმა უფრო უკეთ უნდა იცოდნენ, ქალი გაცილებით ფიზიოლოგიური არსებაა ვიდრე მამაკაცი (C) tengo9786
|