შვედი ეპიდემიოლოგი: მალე შვედეთში ათასობით ადამიანი დაიღუპება
access_time2020-04-11 20:00:43
პროფესორი და ინფექციონისტი ბიერნ ულსენი თვლის, რომ შვედეთის ხელისუფლებამ აირჩია არასწორი გზა კორონავისურთან ბრძოლაში და ამ შეცდომას შეეწირება ათასობით ადამიანი.
„პანდემია დაგვარტყამს ჩვენ, როგორც ცუნამი, დაიწყება მასობრივი დაინფიცირება. შვედეთში იქნება უზარმაზარი სიკვდილიანობა, განსაკუთრებით სტოკჰოლმში. უკვე უახლოეს კვირებში ჩვენ დავინახავთ დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას“ - მიიჩნევს ის.
ბიერნ ულსენი არის ქალაქ უფსალას უნივერსიტეტის პროფესორი-ინფექციონისტი და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ამ დარგში.
და ის არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც თვლის, რომ შვედეთის მთავრობის მიერ არჩეული ლიბერალური მიდგომა არის დიდი შეცდომა.
„ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი ადამიანი მოკვდება, შეიძლება 5000, ან სულაც 10 000. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამჟამად შვედეთი დგას დიდი ტრაგედიის ზღვარზე“ - თვლის ის.
სადღეისოდ შვედეთში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 800-მდე ადამიანია, მაშინ როდესაც მეზობელ ნორვეგიაში, რომელმაც აირჩია მკაცრი ზომების სტრატეგია - მხოლოდ 108, მაშინ როდესაც მოსახლეობის რაოდენობით ნორვეგია მხოლოდ 2-ჯერ ჩამორჩება შვედეთს.
ექიმი-ინფექციონისტი დარწმუნებულია, რომ მის ქვეყანაში დაინფიცირდება მილიონობით მოქალაქე.
ულსენის აზრით, შვედეთის ხელისუფლებას დასჭირდა ძალიან დიდი დრო პრობლემის რეალობის გააზრებისთვის, მთავრობამ გამოიჩინა საშიში პასიურობა და უმოქმედობა.
„დღეს უკვე ყველანაირი მკაცრი ზომები დაგვიანებულია - სტოკჰოლმი დასაკეტი იყო ჯერ კიდევ 1 თვის წინ, მაშინ ჩვენ უკეთესად გავუმკლავდებოდით ეპიდემიას. უახლოეს 1-2 წელიწადში კორონავირუსით დაინფიცირება 8 მლნ-მდე შვედი და ეს უკვე გარდაუვალია“ - ამბობს ბიერნ ულსენი.
პროფესორი მკაცრად აკრიტიკებს შვედეთის მთავრობას, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს - ქვეყანაში ვირუსის საწინაამღდეგო ზომებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებდა სწორედ ეს ორგანო. მის მიერ დამტკიცებული პროგრამა გაცილებით უფრო რბილია, ვიდრე მეზობელ ფინეთში, დანიასა და ნორვეგიაში.
მაგალითად, შვედეთში დღემდე მუშაობს ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, აგრძელებენ სტუმრების მიღებას რესტორნები და ბარები, ტარდება სპორტული შეჯიბრებები.
ულსენის აზრით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი არ ითვალისწინებს არანაირ განსხვავებულ აზრს კორონავირუსთან დაკავშირებით.
იმის მიუხედავად, რომ სიკვდილიანობა შვედეთში იზრდება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, დეპარტამენტი ჯიუტად არ ცვლის პოზიციას.
პროფესორის აზრს არ იზიარებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც არ მიიჩნევს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ქვეყანაში საგანგაშოდ, იმის მიუხედავად, რომ შვედეთში სიკვდილიანობა კორონავირუსისგან სწრაფად იზრდება.
შვედეთის სახელმწიფო ეპიდემიოლოგის ანდერს ტენგელის თქმით, არჩეული სტრატეგია არის მუდმივი დისკუსიის საგანი.
„ჩვენ ყოველდღე ვაანალიზებთ სიტუაციას და ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ძნელია ზუსტად თქმა რომელიც სტრატეგიაა სწორი - ლიბერალური თუ მკაცრი. ქვეყნებმა აირჩიეს ამ საკითხისადმი განსხვავებული მიდგომები. ჯერ გაურკვეველია ვინ იყო მართალი, და ვინ დაუშვა შეცდომა“- განაცხადა ტეგნელმა.
ნორვეგიაში გაცილებით უფრო დაბალი სიკვდილიანობა მან ახსნა იმით, რომ შვედეთში დაავადებულთა დიდი ნაწილი ასაკოვანია, ხოლო მეზობელ ქვეყანაში - ინფიცირებულთა შორის ახალგაზრდების რაოდენობა მეტია.
https://www.nrk.no/urix/svensk-pandemiekspe...edie-1.14976893https://commersant.ge/ge/post/shvedi-epidem...1NqwmAvTKo0xQ9Y
„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…“