ხალხ! პირად შეტყობინებაში უცნობი კეთილისმყოფელის სია მომივიდა (ალბათ სხვებსაც), ამ ხალხს არ ენდოთო და ლამის ყველა აქტიური ფორუმელი წერია. ჯერ სიის წაუკითხავად ერთსიტყვიანი მადლობა გადავუხადე, როგორც ზრდილობა მოითხოვს, მაგრამ მერე შემაწუხა ამ ამბავმა. წერილის ავტორი ერთი თვის წინაა აქ დარეგისტრირებული, სიაში კი პოლიტგანყოფილების ლამის მთელი ბირთვია წარმოდგენილი. ამერ- დამერია ფიქრები: თუ უცნობ მზრუნველს დავუჯერებ, ფორუმი უნდა დავტოვო, აბა, თუ არავის არაფერზე ვემსჯელე, აქ რა ვაკეთო. თუ დავრჩები, ჩემს თავთან და ჩემს ვირტუალურ მოკამათეებთან უპატიოსნო გამოვდივარ. სია ღიად რომ დავდო, ამ მოქმედებით იმას ხომ არ შევუწყობ ხელს, რასაც ვეწინაარმდეგები? არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩემს უცნობ კეთილისმყოფელს თავისი აზრით, განზრახვა კეთილის ჰქონდეს.. უბრალოდ, აისბერგის თავი დაინახა, აღმოაჩინა რაღაც კომუნიკაციური ძაფები და გადაწყვიტა, ხალხს დახმარებოდა. მე ძველი ფორუმელი ვარ და ჩემნაირებმა ვიცით, რომ ყველა იუზერი ერთნაირი ვერ იქნება, ზოგი - ხელისუფლების აზრს ახმოვანებს და მხარს უჭერს, ზოგი - ოპოზიციისას, იუზერები - მეგობრებიც შეიძლება იყვნენ, ერთი რომელიმე პოლიტიკური ფლანგის ინტერნეტ - მუშაკებიც, თავად პოლიტიკოსების შემოდიან ზოგჯერ, არც გიჟები გვაკლია, არც მარტო- მგლები და მოცლილები, მოკლედ სრული, ვირტუალური სურათია საქართველოსი... იქნებ ამიტომაც მიყვარს აქაურობა... ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადავწყვიტე, რომ საკუთარ თავთან, მტერთან და მოყვარესთანაც პირ ნათლობა ყველაფერს სჯობს და ასე ვუპასუხე:
მიღებული წერილი - - - -
QUOTE | გაავრცელეთ! ესენი არიან პროვოკატორები, დამსმენები, პროპაგანდისტები და ფორუმის დისკუსიებში მათთვის სასურველი მიმართულების მიმცემები, მოქმედებენ ერთად, გუნდური პრინციპით: IOSKAMAN, dega, XMAN, CurvaFiesole, Raven, ლევონ/სპლიყვი, bockuchava, amsona69, kardinali100, jmm75, Mako Shubladze, Moor |
ჩემი პასუხი: - - ახლა ახლიდან გადავათვალიერე ეს სახელები და მინდა გითხრათ, რომ ესენი აქტიური, ძველი ფორუმელები არიან, პირადად ნამდვილად არცერთს არ ვიცნობ, არც მათი რეალური ვინაობა ვიცი, მაგრამ არაერთ მათგანთან ხშირად მიკამათია, ზოგჯერ მწვავედაც, მაგრამ არ მახსოვს რომელიმეს ჩემთან ურთიერთობის ეთიკა თუნდაც ერთხელ დაარღვიოს, ანდა დაუკაფავში გადასულიყოს. მე უფრო მეტის უფლება მიმიცია საკუთარი თავისთვის და მახსოვს შემთხვევები, როცა სულგრძელად უპატიებიათ. და კიდევ ერთხელ, მადლობა, რომ ჩემთვის შეწუხდით. გთხოვთ, ნუ მიმითითებთ, რომ პირადი მიმოწერა გარეთ არ უნდა გამომეტანა. მაგის პასუხი ვიცი.
|