#56153290 · 15 Apr 2020, 15:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dega
ჭანიეთელი თანამშრომელი მყავს ერთი, ბაქანიძე გვარად, მთავრობაში შეიყვანეთ როგორმე, გაგართობთ. საფინანსო განხრით დაასაქმეთ, სულ ბანკებში და ვალებშია გახლართული. ტიპია ისეთი ვერ მოიწყენ, სულ თავგადასავლებშია, გართობის სამინისტროს თუ მოიგონებთ, იქაც მოსინჯეთ. 6 კოლოფ სიგარეტს ეწევა დღეში და 1 კოლოფს თხოულობს დამატებით სხვებისაგან. თბილისიდან წავყევით, მანქანით იყო ჩამოსული და მე ქარელში ჩამოვედი, ვეღარ გავუძელი სიგარეტის კვამლს, მარშრუტკით წავედი ქობულეთში. ფოთელი თანამშრომელი გრიგოლეთში გახდა თურმე ცუდად-გული აერია. ერთხელ ოზურგეთში გასკვანჩა პატრულმა, მთვრალი საჭესთან, ამან როგორ თუ გამაჩერეო და აგინა. ჩასვეს საკანში 1 თვით. კანონიერი ქურდი მჯდარა მასთან ერთად საკანში და მე-3 დღეს ის ქურდი ითხოვს ზედამხედველს და ეუბნება სიგარეტის კვამლისაგან შეწუხებული: ამას რამდენი აქვსო მისჯილი, 1 თვეო, ხოდა მე დამიმატეთ ეგ 1 თვე ეს მომაშორეთ აქედან, გამბოლაო.
|