მოკლედ რომ ვთქვა პატრიარქის წირვაზე სამებაში მიშას მანქანით მოსული არასდროს მინახავს მეუფე იობი და და თუ რაიონში დადიოდა ჩუმად ეგ არვიცი. )
რაც შეეხება მამა გიორგი ბასილაძეს. მის მიმართ ცოტა კრიტიკულად ვარ განწყობილი. ხოლო ამის მიზეზი მის წიგნებში ბევრი შეცდომები დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებით და ზედმეტად გადაჭარბებული ქება დიდება ქართველობის. ასევე ფარული კრიტიკა პატრიარქის. მამა არჩილ მინდიაშვილი რომ ჩავიდა მამა გიორგის გასაცნობად მამა გიორგიმ ჰკითხა როგორც იგონებს მამა არჩილი საქართველოში 5 დიდი წმინდანია პირველი მე ვარ შენ რომელი ხარო( თუ სალოსურად უთხრა არ ვიცი). მე არცერთიო მამა არჩილმა და ცოტა კრიტიკული განწყობით წამოვიდა მისგან. თუმცა მამა გიორგი განკვეთილი არ იყო პირიქით როცა გარდაიცვალა პატრიარქმა არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა და ისე დაასაფლავეს.
http://reportiori.ge/old/?menuid=74&id=29759საინტერესო ადგილები მეუფე იობის ინტერვიუდან სადაც ჩანს მისი დაპირისპირება მიშასთან.
-შარშან პრივატულ საუბარში ბრძანეთ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სპეცსამსახურების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაგიკავშირდათ, რომელმაც, ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის დანაშაული, რასაც წინა ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ სჩადიოდა - თქვენი ავტოავარია ძალიან გაურკვეველ ვითარებაში 2008 წელს, როცა თქვენს მანქანას მუხრუჭები გადაჭრილი ჰქონდა და სასწაულებრივად გადარჩით. ისიც, როგორ მოგწამლეს და თავადაც გაოცებულნი დარჩნენ, რომ ცოცხალი გადარჩით...
- მე ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით... ვერც იმ ადამიანის ვინაობას გავამხელ, თუმცა, გამიხარდა, რომ მას სინანული გაუჩნდა... ღმერთმა შეუნდოს!..
მეუფეო, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე განმარტება არაერთგზის გაგიკეთებიათ, არ შემიძლია, არ გკითხოთ ჟურნალ „ქვაკუთხედში" (რომელიც თქვენი კურთხევით გამოდის) გამოქვეყნებულ მასალაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ,რომელმაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, განსაკუთრებით კი, სამაჩაბლოელი დევნილების გულისწყრომა გამოიწვია. ავტორის აზრით: „იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ბარიკადებად ამ ინტეგრაციის გზაზე?!" „იქნებ რუსეთის ყუმბარები, როგორც გარყვნილ სოდომ-გომორზე ცეცხლი და წუმწუმა, ისე აწვიმა უფალმა საქართველოში ამ ბოლო დროს გამეფებულ ლიბერალურ-დემოკრატიულ ჯეობარულ სულსა და „ბუჩქების" იდეოლოგიას?!" (№ 8(27), სექტემბერი, 2008).
- პირველ ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ მე ჟურნალ „ქვაკუთხედის" რედაქტორის კურთხევა სასულიერო თემატიკასთან დაკავშირებით მივეცი. ჟურნალში განთავსებული ტექსტების შინაარსს მე არავინ მითანხმებს და ვერც შევძლებ ტექსტების გაცნობას. ასევე მოხდა მაგ გახმაურებულ მასალასთან დაკავშირებითაც. ესაა, მისი როგორც რედაქტორის, პირადი მოსაზრება და პოზიცია. მას აქვს ე.წ. „რედაქტორის გვერდი", სადაც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავის პირად დამოკიდებულებას გამოთქვამს. კიდევ ერთხელ გიცხადებთ, რომ ეს ჩემი სიტყვები არ არის და მსგავსი რამ არ მითქვამს! რაც შეეხება 2008 წლის ავადსახსენებელი ომის მიმართ ჩემ დამოკიდებულებას - მე სავსებით სხვაგვარად ვფიქრობდი. ვხედავდი, როგორ ეკიდა ცეცხლი ქართულ სოფლებს, როგორ იღუპებოდნენ ჩვენი შვილები, დები, ძმები... იმდენად აღშფოთებული, გულნატკენი ვიყავი, რომ მის უწმინდესობასაც კი ვუთხარი - იმდენად შემზარავია ჩემთვის ჩემი გამწარებული თანამოქალაქეების ყურება, რომ შეიძლება პუტინი და მედვედევი ანათემასაც კი გადავცე იმის გამო, რასაც ისინი ჩვენი, მართლმადიდებელი ერის მიმართ სჩადიან-მეთქი.
...ისტორიასაც თუ გადავხედავთ (და ამას ყოველთვის ვამბობ), რუსეთი საქართველოს სულ ჩაგრავდა, გვავიწროვებდა, გადაღება ჩვენი უნიკალური ფრესკები... გაგვიძარცვეს ძვირფასი ხატები და საეკლესიო ინვენტარი ქვეყნიდან გაიტანეს და რაც ყველაზე გულსატკენია, ენა წაგვართვეს და ქართულ ენაზე ღვთისმსახურება აგვიკრძალეს! ამ ყველაფრის მერე, როგორ შეიძლება კარგი დამოკიდებულება მქონდეს რუსეთის მიმართ? ან როგორ შემიძლია, ეს ყველაფერი დავივიწყო?
ვიცი, რომ რამდენიმე ხნის წინათ ყოფილ პრემიერმინისტრს, ივანე მერაბიშვილს შეხვდით ციხეში... რატომ? მას ხომ თქვენ სძულხართ და თქვენი დაუძინებელი მტერი იყო?
- დიახ, მე მას შევხვდი, ციხეში... მე ბავშვობიდან ასეთი ბუნება მაქვს - როცა ჩემს მტერს წაქცეულს დავინახავ, სიბრალულის გრძნობა მიპყრობს და ყოველთვის მიჩნდება სურვილი, მივიდე და ხელი გავუწოდო... სწორედ ასე გავუწოდე ხელი ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას... ციხეში მივედი, შიგნიდან საუბარი მესმოდა: მერაბიშვილს ეუბნებოდნენ - მამაოები არიან გარეთ და თქვენი ნახვა უნდათო. მე მამაოებთან არ გამოვალო - უპასუხა. მერე უთხრეს, ეპისკოპოსიაო, თუმცა, არ უთქვამთ, რომელი ეპისკოპოსი. რომ შემოვიდა, შემომხედა და გაოცებულმა მკითხა - თქვენ რატომ მობრძანდით ჩემთან? თქვენ სხვა ხართ და მე სხვა ვარ. თქვენ კონსერვატიზმს ქადაგებთ და მე კი ლიბერალი ვარო... მე ვკითხე - რას გულისხმობთ ლიბერალიზმში - ამ ლგბტ საზოგადოებას რომ უჭერთ მხარს და უზნეობის დაკანონებას ცდილობთ, ტრადიციების უარყოფისა და იგნრირების ხარჯზე, ესაა თქვენი ლირებალიზმი-მეთქი? მერე მითხრა, შენ ვის დაუდექი გვერდში - ივანიშვილსო? მე ვუპასუხე, რომ ივანიშვილს დავუდექი გვერდში იმიტომ, რომ ქვეყანაში ცვლილებები მინდოდა. მერე თქვა, რომ ივანიშვილმა რამდენიმე მღვდელმთავარს ფული გადაუხადა, მოისყიდა, თუმცა, თქვენ არ გგულისხმობთ, თქვენ შეგპირდათ, მაგრამ არაფერს შეგისრულებთ, აი ნახავთო... ჩვენი შეხვედრის და საუბრის შესახებ რომ უწმინდესს მოვუყევი, მითხრა - ეს აუცილებლად დაწერე, ისტორიული ფაქტიაო.
- თქვენ დაუძინებელი მტერი რომ იყო, ის თუ აღიარა მერაბიშვილმა?
- მე ვუთხარი, გავიგე, რომ სადღაც დამიცავით და რატომ-მეთქი? არა, ეგ არასოდეს არ მოხდებოდა და თქვენს მხარეზე არასოდეს დავდგებოდიო. მაშინ ჩემამდე ტყუილი ინფორმაცია მოვიდა და ისიც, ალბათ, თქვენი მომხრეების მხრიდან-მეთქი... თვალს ვერ მისწორებდა, აქეთ-იქით იხედებოდა... ბოლოს წამოვარდა, ერთი კი მითხრა, გმადლობთ, რომ მობრძანდითო და წავიდა... გასვლისას კი ვუთხარი, რომ თავის ასეთ დამოკიდებულებას ოდესმე აუცილებლად ინანებდა...
- ბაჩო ახალია როგორ შეგხვდათ?
- ახალაია, მერაბიშვილისგან განსხვავებით, საღად აზროვნებს. მითხრა, რომ ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაულები და გვქონდა შეცდომებიო...
... ციხეში წავიღე ორი სამაჯური, რომელზედაც ეწერა „ესეცა წარვალს" ...მერაბიშვილმა არ გამომართვა... ისიც მითხრა, ID ბარათებთან დაკავშირებით ხალხს რატომ ატყუებთო? მე კი ვუთხარი, რომ ეს ჩვენი რწმენის საკითხია და ამაზე იოანე ღვთისმეტყველიც ბრძანებს,რომ ვისაც ანტიქრისტეს ბეჭედი არ ექნება, ის ვერც იყიდის და ვერც გეს გწამთ, მაშინ მე პატივს ვცემ თქვენს სარწმუნოებასო... მერე მკითხა, ვინაა იოანე ღვთისმეტყველიო? არ იცით, ვინაა-მეთქი? არა, არ ვიცი, ვინ არის და რას წარმოადგენსო. ვუთხარი, იგი ქრისტეს ყველაზე საყვარელი მოწაფეა-მეთქი. არც გამიგიაო... მართლმადიდებელი ხართ-მეთქი? ჩემი რწმენა ეს ისეთი საკითხია, რომ ამაზე საჯაროდ ვერ ვილაპარაკებო... წამოვარდა და გაიქცა...
...ახალაიამ კი ეს სამაჯური გამომართვა...