პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარმი"მოამბესთან" ეთერში ჩართვისას სახლხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა:
"ჩვენ შეგვეძლო წავსულიყავით ძალიან მკაცრი აკრძალვის გზით, მაგრამ წავედით მოლაპარაკებების გზით. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან სწორი გზა და ამ მოლაპარაკებებმა მოგვცა ის შედეგი, რომ დღეს საქართველოს ეკლესიებში, უმრავლესობაში დაცულია დისტანცია, ვხედავთ დარღვევებსაც. ასეთ დროსაც
ხელისუფლება მოქმედებს და ვფიქრობ, გადაწყვეტილება არის ძალიან სწორი. რაც შეეხება სახალხლო დამცველს, ზოგჯერ მის განცხადებებს ვერ ვიგებ. თუმცა, როცა ის აკეთებს განცხადებას, რომ იესო ქრისტე
ასფიქსიით გარდაიცვალა, კარგი იქნებოდა ერთხელ მაინც წაეკითხა სახარება. ასფიქსიით გარდაიცვალა სხვა ადამიანი, ის ვინც იესო ქრისტე გასცა 30 ვერცხლად. მაცხოვარი სხვა სიკვდილით აღესრულა... მესმის რომ შეიძლება მას ეს არ სწამდეს, არ სჯეროდეს, მაგრამ სახალხო დამცველი იმიტომ არის სახალხო დამცველი, რომ არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა მორწმუნეთა გრძნობებს, რომელ სარწმუნოებასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს ადამიანები", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ინფორმაციისთვის, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელ ში დაწერა, რომ სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება.