ატეხილი იყო. . . .
აღარ იყო ამ ქვეყნისა, გმირების სენი სჭირდა. . . .
ფორმალურად კუჭატნელი მაგ დავაში მართალი იყო. . . .
ჯერ ერთი არსენამ წითელ პარასკევს ქეიფი გამართა და ყველანაირი რელიგიური წესი დაარღვია (არ არის ეგ ფორმალური ქრისტიანობა, ცოტა სხვა რაღაცაა), გლოვა რომ მართებდა მაშინ იქეიფა. . . .
მერე თავისთვის გზაზე მიმავალ კაცს გადაუხტა და "გინდა თუ არა ღვინო დამილიეო" აუხირდა. . . .
მიხეილ ჯავახიშვილმა იკვლია ეგ თემა და დაადასტურა რომ მანამდე მართლა ჰქონდათ მტრობა კუჭატნელს და არსენას (ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელში" ჭიდაობის ეპიზოდიც ისტორიული სიმართლეა). . . .
მაგრამ მტრობა მტრობად და მიტევების კვირაში არსენამ თან თითქოს მიუტევა და თან წითელ პარასკევს ღვინოს აძალებდა. . . .
არსენამ იცოდა რომ ამ ქვეყნისა აღარ იყო (სისხლში ვიღებამდი წვერსა) და შეხვდა კიდეც თავის ჭკვისას.

მაშინ ი ჩვენი არსენა
ზემო ქართლისკენ გასწევსა.
დიღმის სწორად რომ მოვიდა,
მიკიტნებმა დაათვრესა,
იქ ბევრი დაალევინეს,
ტიკშიც ბევრი ჩაუსხესა.
მცხეთის პირდაპირ მოვიდა,
მუხათგვერდში ქეიფს სწევსა.
ის რომ პურის ჭამათ დაჯდა,
ცხენს ბალახში გაუშვებსა,
იმ გიორგი კუჭანტელსა,
გამჩენელი გაუწყრესა,
წამოსული კახეთიდგან,
იმერეთში გამოსწევსა,
ამოუარა არსენას,
გამარჯვებას ეტყვის ერთსა:
- „გამარჯობა“, - „გაგიმარჯოს“,
სალმად მარტო ეს იყვესა.
- გიორგი, ღვინო მიირთვი,
იმ შენი დედ-მამის მზესა!
გიორგი შემოაგინებს
დედისა და მამის ყელსა,
- ვა, შე საწყალო არსენა,
რათა ხარ ჭკუა თხელია?
მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ,
წითელი პარასკევია.
თუ ეგრე ღვინო მინდოდეს,
ჯიბეში ფული ბევრია.
ეს რომ არსენამ შეიტყო,
მუხლზე დაიკრა ხელია:
- კაცად როდიღა ჩამაგდო,
რაღა ბიჭობა ჩემია,
ბიჭი არსენა მოგიკვდეს,
ვერ შეგიცვალო ფერია! -
გაჯავრებული არსენა
პირიდანა ყრიდა ცეცხლსა.
წამოვიდა ის არსენა,
იმ გიორგის დაუხვდესა.
- გიორგი, საით მიდიხარ,
არსენა ვერ გაგიშვებსა?
ან უნდა მამცე ფულები,
ან შენი ცხენი დამრჩესა!
აჰა, აგერ. . . .
ნაგლად აყაჩაღებდა. . . .