ძალიან კარგი. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს
მისნაირი სულით და ხორცით პროსტიტუტების დამსახურებაა რომ ქვეყანა ამ ჭაობშია. ამისთანა პროსტიტუტები იყვნენ ყოველთვის ქვეყნის დაქცევის წინა ხაზებზე.
რეზო ესაძე: ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყნიდან არ წავედი მანამ, ვიდრე არ გამოჩნდა ის კაცი
ცნობილი ქართველი რეჟისორი - რეზო ესაძე ცოტა ხნის წინ ავლაბრის რეზიდენციასთან მიტინგზე გამოჩნდა... მას აღარ სურს მიხეილ სააკაშვილს ისევ ქვეყნის სათავეში ხედავდეს და ახლა მას ისევე მწვავედ უპირისპირდება, როგორი ძალისხმევითაც ”ვარდების რევოლუციის” დროს ახალი ხელისუფლების მოსაყვანად იბრძოდა.
- ბატონო რეზო თქვენ ვარდების რევოლუციის დროს ძალიან აქტიურად იბრძოდით. როგორ შეაფასებდით მის მემკვიდრეობას?
- დიახ, ”ვარდების რევოლუციას” წინ მოვუძღოდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი და მეგონა ბოლოსდაბოლოს საქართველო მოვიდა-მეთქი. ის საქართველო, რომელიც ყოველთვის სადღაც გარბოდა. თუმცა შემდეგ ისევ მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა - ჩვენ უზრდელი პრეზიდენტი გვყავს!!! სხვა თუ არაფერი, ეს მაინც დაამახსოვრდება ისტორიას... ეს დიდი ასოებით იყო დაწერილი, როდესაც მან ჩარეცხილები უწოდა ნახევარ ერს. მიხეილ სააკაშვილმა ამ სიტყვებით უარი თქვა ქვეყნის პრეზიდენტობაზე, რადგან პრეზიდენტს უფლება არ აქვს თუნდაც ერთი კაცი გარიყოს... ქართველი ხალხმა სააკაშვილს, როგორც ახალგაზრდას ეს სიტყვები აპატია, ოღონდაც ქვეყანას საშველი დადგომოდა. პრეზიდენტმა კი ხალხიც, ერიცა და ქვეყანაც ფეხზე დაიკიდა და რაც გააკეთა, ისიც სხვების დაკვეთით.
- ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ რომ ბევრი რამე გააკეთეს და არსებობენ უმადური ადამიანები, რომლებსაც ამის დანახვა არ სურთ...
-
ეს იყო ვითომ მოჩვენებით საქმის კეთება, მაგრამ თუ დაუკვირდებით, ქართული გენის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო იყო. თბილისი ღია ქალაქია და მთელი დღის დანაგროვი ჭუჭყი ქარს გააქვს...
ჩვენი პრეზიდენტი კი ყველაფერს ისე აშენებს რომ გადაფაროს ძველი თბილისი, მთაწმინდა და ადამიანი უფრო ვიწრო ჩარჩოებში მოაქციოს, ვიდრე ქართველი კაცის ხასიათი მოითხოვს... ანაკლია და ლაზიკა ისე სურდა გაეკეთებინა, რომ ფსევდოქართული სივრცე შეექმნა. ქართულ ხასიათს, მომავალს და სიბრძნეს ყალიბში ათავსებდა და სულისმოთქმის საშუალებას უკარგავდა.
- ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერთ?
- ზუსტად ახლა უნდა მეთქვა, რომ ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ... ჩემი წარსული, ჩემი აქამდე ნამუშევარი გამართლებულია, იმიტომ რომ
ამ ქვეყნიდან არ წავედი მანამ, ვიდრე არ გამოჩნდა ის კაცი და ის ხალხი, რომლებიც ჩემ ნატვრას - სივრცისას, სინათლისას, თავისუფლებისას, ქართული გენის დღესასწაულისას ამოუდგნენ გვერდში როგორც მშველელი და პატრონი... ქართული მიწა, ისტორია, კულტურა, ქართული სული თუ აღარ იქნა, მაშინ რაღად გვინდა ეს ქვეყანა?!.. ორჯერ მოითმინა ერმა უბედურებაში ჩავარდნა და პრეზიდენტობა შეუნარჩუნა მიხეილ სააკაშვილს, მესამედ რაღა საჭიროა?.. კონსტიტუციით (რომელიც ყველაფერზე უფრო მაღლა დგას, ჩემზეც, თქვენზეც, დანარჩენზეც და კაცობრიობის მიერ შეჯერებული სიბრძნეა) უკვე ვადა ამოეწურა და კიდევ ქვეყნის სათავეში მისი დარჩენა საბოლოოდ დაღუპავს ქვეყანას... ყოველი მისი ნაბიჯი ანტიქართულია... აღვირახსნილობა, კრიმინალი, რაც ხდებოდა ციხეებში.. ისეთ რამეებს ჩადის, რაც მას უბიძგებს არაეკლესიურობისკენ. მართლმადიდებლურ ეკლესიას პრეზიდენტი დიდ ჩრდილს აყენებს... ისტორიის და ქართული ხასიათის გადარჩენაა ახლა უმთავრესი.
https://www.kvirispalitra.ge/public/15503-r...ra.Ge)&start=15 This post has been edited by DuckDuckGo on 18 Apr 2020, 13:50