Gaius Marius Oboba
49 წთ. · 
და აი დადგა ის უიშვიატესი შემთხვევა, როცა ვრცლად უნდა დავწერო 

ოცნებას ექიმები აფარებული ყავს ფარად, ჭირდება პოლიტიკური კონტექსტითვის, პოსტკორონა ეპოქისთვისაც, რომ კორონაზე გამარჯვებულმა ექიმებმა აქონ ხელისუფლება, რომ არა მათი მხარდაჭერა და ბლა ბლა ბლა.
ამ 5ეულის გამოჩენს აქვს თავისი ალგორიმთმი, ახდენენ როტაციას.
მოუპოვეს ხალხში დიდი გავლენა, აქციეს ხატებად.
მათზე კრიტიკას დამთრგუნველი რეაქცია მოყვება, ესეც შეძლეს.
ველი გაასუფთავეს. ასევე მათ ეხმარებათ 409 ინფიცირებული და 4 გარდაცვლილი (ამ ეტაპზე), ეს რიცხვებიც მათ ხელშია და მძლავრი იარაღია.
მაგრამ წარმოიშვა პრობლემა, საზღვარგარეთ პრაქტიკის მქონე ექიმების სახით, რომელსაც არ ეშინიათ კრიტიკის და აქედან გამომდინარე არც სამსახურის დაკარგვის, არც ხელისუფლების წკეპლის. რომლებიც არიან ექიმები, პრაქტიკის მქონე და უმეტეს შემთხვევაში ეპიცენტრშიც კი.
ეს ექიმები მათ მიერ კონტროლის მიღმა არიან.
რჩებათ 1 გზა, პროპაგანდით დემონიზირება, ნაცადი ხერხი, როგორც ადრე გაუკეთებიათ, ან ენჯიოებზე, ან ოპოზიციაზე და სხვა ოპონენტ ჯგუფებზე.
გუშინ ცერცვაძის პოლიტიკური სარჩულის მქონე განცხადებაც ამის მკვეთრი მაგალითი იყო. დღეს რატიანიც გამოაგორეს, რომელსაც უნდა მოეწმინდა გვარამიასთან ნათქვამი და შეესრულებინა მთავრობის დავალება კრიტიკოსების მიმართ.
ცერცვაძე იმიტომ, რომ როგორც ექიმს ყველაზე მეტი ავტორიტეტი აქვს ხუთეულში, რატიანი იმიტომ, ყველაზე მეტი გულიკები აქვს ხალხისგან (ქარენთ თაიმში).
მიზანი ორია:
ფლენ ეი - მოხდეს არაკონტროლირებადი ექიმების დაკომპლექსება, გაჩუმება, მინიმუმ რიტორიკის შერბილება ან შეცვლა.
ფლენ ბი - გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში და მარგინალიზაცია მოხოდონ, რომ გააქრონ პროფესიული ფაქტორი, დატოვონ მხოლოდ პოლიტიკური და მიყვნენ ნაცად ხერს, ამიტომაც იყო ე.წ. ცერცვაძის განცხადებაში, ამ დოზით პოლიტიკური სარჩული, ანკესია ერთგვარი.
რადგან მათ არ სურთ წმინდა სამედიცო არგუმეტაციასთან პირისპირ ყოფნა.
ასევე ამოძირკვონ ახალი "დაუმორჩილებელი" ექიმების თავის წამოყოფა.
ახლა დაკომპლექსებულ აუდიტორიას გეტყვით, კითხვების დასმა არ ტეხავს, არც კრიტიკა, ყველაზე წარმატებულ კორონამებრძოლ ქვეყნებშიც კი აზრთა სხვადასხვაობა, პოლემიკა და მძაფრი.
აქ კიდევ არაფერი ვიცით, არ ვიცით ზუსტად ამათი მიშაობის ალგორითმი, არც თანმიმდევრულობა, არც ის ვიცით სტაციონარში ხალხი რა ლოგიკით არის, რა ლოგიკით მიყვათ ან გამოყავთ, რატომაა მძიმე ავადმყოფები ერთიან სივრცეში მჭიდროდ, არ ვიცით ბევრი რამ, მაგრამ არ ცოდნაზეც არაა ეს სტატუსი, კრიტიკის და კითხვების მიუღებლობაზეა.
იმაზე, რომ ყველგან წმინდანებს და ხატებს გვატენიან.
და ეს გაჩუმებული ხალხი, მაგონებთ იმ პოლიციელს, ქრისტე აღსდგაო რომ იღრიალა და ისროლა სადღაც, ისიც ასე იყო, შემოთავაზებული მენტალობის მსხვერპლი, ანუ - თუნგი.
გახსოვდეთ, რომ კორონას მერე ცხოვრება გრძელდება და გაგრძელდება ორჯერ მეტი სიმახინჯით, ვიდრე მანამდე, ამაზე პასუხისმგებელი იქნება ყველა, ვინც გაჩუმებას, ერთ გემს და სხვა ათასგვარ მსგავს მავნებლობას ქადაგებს.