არამგონია საგანგებო მოიხსნეს 22 მაისს.
პიკი არ დადგება მანამდე, სახლში ვართ გამოკეტილები და როგორ უნდა დადგეს? ან თუნდაც იყოს ეს პიკი. 1 თვეა გამოკეტილები ვართ და მაინც დადგა ეს პიკი, კაი.
სახლიდან რომ გავალთ 22 მაისს მერე ამ პიკზე უფრო პიკი არ იქნება?
ვირუსი გაქრება? თუ გაქრა მაშინ საზღვარი ჩაკეტილი გვექნება, რომ გარედან არ შემმოახწიოს?
იმუნიტეტიც არ გვაქვს სახლში ჯდომით.
ვაქცინაც არ იქნება.
მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ გავურბივართ ამ პიკს და როდესაც არ უნდა დადგეს მაინც მზად არ ვიქნებით. სამზადისოს არაფერს აკეთებენ. სიცხის გაზომვის და გზის ჩაკეტვის გარდა არაფერს აკეთებენ.
მოკლედ რისი თქმა მინდა. რეალობაა ის არის, რომ ახლავე უნდა გაუქმდეს ეს საგანგებო, ან გაგრძელდეს ვაქცინის შემოღებამდე. სხვანაირად საქართველოს არანაირი პასუხი არ აქვს. მსოფლიოში ყველაზე მაგრები ვართო და ყველაზე სუსტები კი გამოვდექით.
რაღაცა არ მესმის, ამიხსენით.
P.S. სახელმწიფო როგორ არიგებდა სურსათს მარნეულში ნახეთ? თუმცა ამაზე 15 ათასი ლარით ნამდვილად არავის დააჯარიმებენ, ნაცები ხომ არ არიან.
This post has been edited by Asuka on 23 Apr 2020, 15:02