წყაროწარმოიდგინეთ, რომ თქვენი დიდი ოჯახი ( დედ-მამა, ბებია-ბაბუები, მეუღლე, შვილები, და-ძმა ოჯახებით, სიძე-რძლები, შვილიშილები და კიდევ ნათესავები და ახლო მეგობრები ) ცხოვრობთ მოზრდილ სახლში მოზრდილი ეზოთი. ძირითადად საკუთარი შრომით მოწეულ პროდუქტს მოიხმართ. რაც არაა საკმარისი -ცვლით მეზობლებთან, ან ყიდით და ყიდულობთ
უფროსებს ყველას თავისი საქმე გაქვთ, ხანდაზმულები დამსახურებულად ისვენებენ, ბავშვები სწავლობენ უფროსებისგან. ყველა ჩართულია ოჯახის საქმე-განვითარებაში, მაგრამ ერთი პრობლემაა - მენეჯერი არ გყავთ. კი, ენდობით ერთმანეთს, სამართლიანად ინაწილებთ რასაც მოიწევთ და ქმნით, მაგრამ ხან მოსავალი ფუჭდება სიჭარბისგან, ხან მარილი თავდება ადრე, ხანაც რომელიმე ზარმაცი ახალგაზრდა იგონებს, რომ სიცხე აქვს და მოტყუებით რჩება სახლში.
მოკლედ გჭირდებათ მენეჯერი, რომელიც ყველა ამ და სხვა საკითხზე იფიქრებს და მოაგვარებს. მენეჯერი კი ბევრია, უამრავი ირწმუნება, რომ ისაა საუკეთესო, რომ მას სხვა არაფერი უნდა, გარდა თქვენი ოჯახის კეთილდღეობისა და ა.შ. მაგრამ იგრძნობა მათი არაგულწრფელობა. გაგიგიათ და გინახავთ, რომ უმრავლესობა უბრალოდ უქნარაა, რომ მიზნად სხვისი ( თქვენი ) კეთილდღეობა კი არ ესახებათ, არამედ მხოლოდ თავისი. მოკლედ ძნელია კარგი მენეჯერის არჩევა, არადა აშკარად საჭიროა.
დიდი ძებნის შემდეგ, ოჯახის სრულწლოვანი წევრები კენჭს უყრით მსურველებს ( როგორც კი გამოაცხადეთ კონკურსი მენეჯერის თანამდებობაზე, დიიდი რიგი დადგა ) და ხმათა უმრავლესობით, გარკვეული თვისებების გამო აირჩიეთ ერთ-ერთი, სახელად პირობითად ბილი.
ბილიმ თავისი დაპირებებით მოგხიბლათ, ასევე მასზე ამბობდნენ, რომ ის საუკეთესო მენეჯერია.
ბილი გადმოსახლდა თქვენს მამულში, ეზოშივე მდებარე პატარა სახლში, დაენიშნა ხელფასი და მიეცა გარკვეული ვადა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
ბილიმ მეორე დღიდანვე დაიწყო რეფორმების გატარება. მაშინვე გამოჩნდა, რომ მისი საქმიანობა შორს დგას მისივე დაპირებებისგან, თუმცა ის გარწმუნებთ, რომ ასეა საჭირო და ყველაფერი კარგად იქნება.
ბილიმ მოითხოვა მეტი ფული, რადგან არ ყოფნის ოჯახის საერთო ფინანსები, რაც ისედაც მის ხელშია
ბილიმ ძვირად იყიდა მეზობლისგან ბევრი ხორბალი, როცა თქვენ მიწა გიცდებათ, სადაც უკეთესი მოსავლის მიღება შეიძლებოდა.
ბილიმ გამოსცა კანონი, რომელიც ოჯახის წევრებს უზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.
ბილიმ დააწესა ოჯახის წევრებთან შეხვედრის საათები, თანაც არც ამ დროს ხვდება მათ.
ბილიმ დაიწყო სახლის შენება გაღმა, თუმცა აშკარაა რომ თქვენს მიერ მიცემული ანაზღაურება არაა საკმარისი ამ მშენებლობისთვის.
ბილიმ აგიკრძალათ თქვენს ეზოში საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება იმ მიზეზით, რომ ბნელა და საშიშია.
ბილიმ იქირავა დაცვა, რომელიც თქვენგან იცავს მას.
ბილიმ ბრძანა, რომ ბავშვები ბევრს სწავლობენ, ამიტომ უნდა მეტი დრო მივცეთ გასართობად.
ბილიმ ბრძანა, რომ ხანდაზმულებმა კიდევ უნდა იმუშაონ, ისე ვერ ჭამენ, ხოლო ვისაც არ შეუძლია, მათ უნდა შეეზღუდოთ საკვები და წამალი, რადგან სხვაგან უფრო საჭიროა სახსრები ( მისი სახლის პროექტი გადაკეთდა )
ბილიმ დაგაჯარიმათ უკმაყოფილო გამონათქვამის გამო
ბილიმ ეზოში შემოუშვა მოთამაშეები, რომლებიც თქვენს ოჯახის წევრებთან თამაშობენ და აღარიბებენ ოჯახს
ბილიმ თქვენი მიწა ჩამოგართვათ, რომ ისევ თქვენ მოგყიდოთ
ბილიმ რაგატკით თვალები დაგთხარათ, როცა გააპროტესტეთ მისი არასწორი ქმედება
ბილის დაცვამ თქვენს ეზოშივე აშენებულ კედლებში გამოგამწყვდიათ და მხოლოდ ბილი გადაწყვეტს, რამდენი ხნით გამოგამწყვდიათ იქ. თუ შეწყალებას ითხოვთ ( აი იმ ბილისგან, თქვენ რომ აირჩიეთ, სწორედ იმისგან ) შეიძლება შეგიწყალოთ.
ბილიმ თქვენი შვილების გადაბირება დაიწყო, სთავაზობს მათ უზრუნველ სამსახურებს მისი ერთგულების სანაცვლოდ
ბილი ზრდის მისი და მის მიერ შქმნილი სტრუქტურის შენახვის ხარჯებს, რადგან ,, უფრო ეფექტურად შეძლოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ''
ბილი ქმნის სპეცსამსახურებს, რომ იცოდეს ოჯახში შექმნილი განწყობები ბილის მიერ ჩამოყალიბებული სისტემის მიმართ
ბილი მხოლოდ თავის ოჯახის წევრებს ენდობა, ისინი განაწესა თქვენი ოჯახის ფინანსების და თქვენი კონტროლისთვის
ბილი გილოცავთ ახალ წელს და აღდგომას
ბილი იღებს სესხს მეზობლებისგან, გირაოდ კი თქვენი ოჯახის ქონება დებს
ბილიმ ეზოში შემოუშვა მევახშეები და ნარკობარიგები, რომლებმაც ოჯახის თითქმის ყველა წევრი ნემსზე და ვალზე დასვეს
ბილიმ დაგიწესათ კარანტინი, რომ ,, ჯანმრთელი '' იყოთ, ოღონდ თუ შიმშილმა არ მოგკლათ
ბილი პერიოდულად თავს იქებს, თუ როგორ მოწონთ მისი რეფორმები მეზობლებს
ბილი გარწმუნებთ, რომ მასზე უკეთესი არავინაა
ბილიმ მის სახლთან, გაღმა გადარგო საუკეთესო ხეები, საუკუნეების განმავლობაში რომ ზრდიდნენ თქვენი წინაპრები
ბილიმ გაგაღარიბათ, როცა საპირისპიროს გპირდებოდათ
ეზოს ბოლოს, ნაგვის ბუნკერებთან ბევრი ოჯახის წევრი გადაცხოვრდა და ნაგვის ნარჩენებით იკვებება
ბილის პოლიტიკის გამო ოჯახის წევრების ნაწილი საზღვარგარეთ გაიქცა
ბილი განუწყვეტლივ გპირდებათ, რომ ოჯახი მომდევნო წელს ამოისუნთქებს, რაც უკუღმა უხდება ოჯახს
ბილი რაც დრო გადის, უფრო და უფრო თამამად აპატიმრებს ოჯახის იმ წევრებს, მისით უკმაყოფილებას რომ გამოთქვამს, ოჯახი კი დუმს
ოჯახი დიდი ხანია გაიხლიჩა , მისი ერთი ნაწილი ბილის მესიას უწოდებს ( რადგან ბილიმ მათ გობი დაუდგა, სადაც თავისი ოჯახის მონარჩენს უყრის ხოლმე ), მეორე ნაწილი შურით უყურებს პირველს, მესამეს კი სინდისი აწუხებს, თორემ მასაც შია ( ადრე ბრაზი აწუხებდა )
ბილი გირჩევთ ოჯახის დარჩენილ წევრებს, რომ თუ გშიათ, არ გყოფნით ფული და ვერ საქმდებით - გადახვიდეთ გვერდით მეზობლებთან და იქ იმუშაოთ
ბილი გაჯარიმებთ ყველაფერზე - მის მიერ დაწესებული აკრძალვების, ვადების დარღვევის, ხმის ამოღების, განსხვავებული აზრის გამო
თქვენი ოჯახის დიდი ნაწილი უდრტვინველად ირგებს ბილის და მის მოქმედებას, რადგან ,, შეჩვეული ჭირი ურჩევნია ''
ბილიმ თქვენი ოჯახის უხუცესი ავტორიტეტიც იყიდა - დიდი ლამაზი შენობა აუშენა ეზოს ბოლოს
ბილი უკეთურ მეზობლებს თქვენს მიწას აძლევს
ბილიმ ახალგაზრდების ნაწილი გადაიბირა, ნაწილი საზღვარგარეთ გააქცია, ნაწილი კი ნარკომანებად და მოთამაშეებად აქცია - ასე უფრო მშვიდადაა
ბილი ამ ყველაფერთან ერთად თავიდანვე ემზადებოდა მომავალი არჩევნებისთვის, სადაც ოჯახის წევრების ხმები ან იაფად გაიყიდება, ვისიც არ გაიყიდება, მათ ხმებს ფასი სულ არ ექნება
ოჯახი დაიღალა, დაძაბუნდა. ოჯახი არ დრტვინავს, ჩუმად წუწუნებს და ისევ ( ხელებდაბანილად ) ახალგაზრდა თაობის იმედი აქვს, ამ თაობას კი ბილის სპეცსამსახურები ფხიზლად აკონტროლებენ და აუვნებელყოფებენ
ბილი იღებს, რაც მისცა ოჯახმა
ოჯახი იღებს, რაც დაიმსახურა
ოჯახში ვერ უტყდებიან ერთმანეთს, რომ შეცდნენ
ისე ამბობენ, რომ ბილი ბოროტი, ჩრდილოელი მეზობლის პროექტია
ასევე ამბობენ, რომ ბილი ვერ იტანს ოჯახს, რადგან ახალგაზრდობაში ოჯახმა ის ვერ დაინახა, დაცინა, რომ ბილიც მისი წიაღიდანაა
ოჯახი ყველას აკრიტიკებს სიტუაციის გამო, გარდა ბილისა
ოჯახი უმღერის წარსულს, როცა ბილი არ იყო
ოჯახი ამაყობს წარსულით
ოჯახი წარსულის ( რომელიც ვერასდროს დაბრუნდება ) და ბილის მონაა
ოჯახი ბილის აგინებს, ან ,, აქებს '' ( აქებენ ბაგასდაწაფებულები )
ბილის სიამოვნებს, რომ აგინებს ოჯახი, რადგან ეს გინება ოჯახის პროტესტზე აფსამს
ბილის სიამოვნებს, რომ აქებენ, იმიტომ, რომ ბილი ტიპიური კონფორმისტია და საკვებად ქება ჭირდება
ბილის კრიტიკის ეშინია, რადგან უპასუხოდ დარჩენილ კრიტიკას კომბალი მოსდევს
ოჯახში ყველა ხვდება - ბილის მიერ გადაბირებულიც და ჯერ გადაუბირებელიც, რომ მთავარი პრობლემა ბილი არაა, პრობლემა მათშია
რომ ამ პრობლემის შესახებ ბილიმაც იცის და გამუდმებით მუშაობს მის მისაფუჩეჩებლად
ყველამ იცის, რომ ეს ოჯახი ბილის არაა! ბილი ოჯახმა დაიქირავა
მაგრამ ოჯახი დააუძლურა ბილიმ, ოჯახი არჩევს თბილ ნეხვს
ოჯახმა იცის, ახსოვს, რომ ოჯახი მშვენიერად ცხოვრობდა და იცხოვრებს ბილისა და მისნაირების გარეშე, მაგრამ გაურბის ამ ფიქრს
ოჯახმა იცის, რომ იოლია, მაგრამ ძნელია - აღიარება
ვისი - შეცდომის, ვისი - დანაშაულის, ვისი - გულგრილობის
ოჯახს დიდხელა ოხროხინე ჭირდება, რომ შემოულაწუნოს
ოხროხინე დიდი ხნის წინ გადაბირებულია
ოჯახი გამოსავალს არ ეძებს
ოჯახი ლპება და იშლება ნაწილებად
გამოსავალი კი არსებობს
P.S. გამოსავალზე ზეგ ვილაპარაკებ
წყარო This post has been edited by jorjone on 23 Apr 2020, 21:18