კარგი, 2019 წლის მონაცემები არ იცოდი, ამიტომ ადარებ 2018 წელს, მაგრამ რატომ 2014 წელთან და არა 2012-თან, როგორც ეს თემის ავტორმა გააკეთა?
ე.ი. მეც შემიძლია შევადარო, მაგალითად 2009 წელი (მშპ 10.8 მილიარდი) 2008 წელს (მშპ 12.8) მილიარდი და ამით დავამტკიცებ, რომ 2012 წელს 2003 წელთან შედარებით ნომინალური მშპ 4-ჯერ კი არ გაზრდილა, არამედ პირიქით შემცირდა?
ამას ეძახი თეთრზე თეთრის თქმას?

რატომ გგონიათ, რომ ვინაიდან თქვენი პოლიტიკური სიმპათიების თუ ანტიპათიების გამო მიკერძოებულები ხართ, ყველა ესეა?

რეალური სურათი მიიღება არა ნომინალური, არამედ მსყიდველუნარიანობით დათვლილი მშპ-ს ზრდით და ბოლო შვიდ წელში, ჯამში იყო 30%-ზე მეტი, ხოლო ცალკე აღებული ყველაზე დიდი ზრდა გვქონდა შარშან - 5.1%, რაც ჩემი აზრით ცოტაა.
მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვიქნები, როდესაც წლიური ზრდა გვექნება 7-8%, ხოლო კმაყოფილი თუ ზრდა იქნება ორნიშნა.
მაგრამ მე რა მომწონს ან რა მინდა, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ თემა დეზინფორმაციულია და სინამდვილეში 2019 წელს 2012 წელთან შედარებით ნომინალური მშპ არ შემცირებულა.
ასეთივე დეზინფორმაციული იყო რამდენიმე თვის წინ გახსნილი თემა, რომ თითქოს 2019 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-თი სომხეთმა საქართველოს გადაასწრო, მაგრამ მეორე მხრივ ფაქტია, რომ სომხეთს უფრო მაღალი ზრდის ტემპი აქვს და თუ ესე გაგრძელდა, უახლოეს მომავალში გადაგვასწრებს.
This post has been edited by net on 23 Apr 2020, 22:22