როდესაც მეგრულის შენარჩუნებაზე დაიწყება ლაპარაკი, ხშირად დაახლოებით ასეთ ფრაზებს გავიგებთ/წავიკითხავთ ხოლმე:
„რუსეთს ჩვენი დაშლა უნდა და...
ვინც ენად თვლის მეგრულს და მისი შენარჩუნებისთვის ნაბიჯების გადადგმა უნდა, მტრის საქმეს აკეთებს“
„თუ ენაა, საკუთარი დამწერლობა რატომ არ აქვს“
„რა საჭიროა რაიმეს შექმნა, თუ ძველად არ ქმნიდნენ, ახლა რაღატომ უნდა შეიქმნას“
„თუ აქამდე არ გამქრალა, აწი რაღა გააქრობს“
„დღეს თუ ნაბიჯები გადაიდგმება მის შესანარჩუნებლად, ხვალ ავტონომიას მოითხოვენ და ზეგ დამოუკიდებლობას;
აფხაზებმაც მასე დაიწყეს“და ა.შ.
====
„რუსეთი არის მეზობლად, ჩვენი დაშლა უნდა და...
ვინც ენად თვლის მეგრულს და მისი შენარჩუნებისთვის ნაბიჯების გადადგმაუნდა, მტრის საქმეს აკეთებს“-------
რა ვქნათ ახლა, მგლის შიშით ფარა დავხოცოთ?!
რუსეთს ჰქონდა ჩვენი გახლეჩვის მცდელობები.
თან მაშინ, როდესაც მთლიანად კლანჭებში ჰყავდა საქართველო მოქცეული.
მაგრამ რა მოხდა?
წინ აღუდგა სამეგრელოც და დანარჩენი საქართველოც.
კოვზი ჩაუვარდა ნაცარში რუსეთს.
ანუ, სამეგრელოში არ დახვდა რუსეთს ნიადაგი სეპარატიზმის გასაღვივებლად.
რუსეთი მტერია, მაგრამ მემკვიდრეობა არ უნდა გავაქროთ მისი შიშით...
თან, თუ ჩვენი სახელმწიფო გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს ენის შესანარჩუნებლად, რუსეთს აღარ ექნება საფუძველი, ვითომ „მეგრელებზე და მეგრულზე“ ზრუნვის განზარხვით გადადგას ჩვენთვის მიუღებელი, მზაკვრული ანტიქართული ნაბიჯები.ან, რატომ უნდა თვლიდე, რომ ადამიანი რუსების მიერაა მართული, თუ ენის შენარჩუნება უნდა.
როგორ ვერ უნდა გაარჩიო ერთმანეთისგან გალში მეგრული გაზეთის დამაარსებლის და ვთქვათ, „ჭიჭე მაფასქირის“ მთარგმნელის, ან მეგრული ვიკიპედიის შემქმნელის მიზნები?
ერთნი თუ სეპარატიზმის გაღვივებას ცდილობენ, მეორენი ენის შენარჩუნებაზე ზრუნავენ.
თუმცა, გარკვეულ კატეგორიას რაც არ უნდა აუხსნა ეს, ურჩევნია მტერზე ილაპარაკოს სულ და ჩირქი მოსცხოს იმ ადამიანებს, ვისაც არ ეთანხმებიან, მაგრამ სინამდვილეში არანაირი ანტიქართული მიზნები არ გააჩნიათ.
====
„თუ ენაა, საკუთარი დამწერლობა რატომ არ აქვს?“-------
მეღიმება ხოლმე, როდესაც მეგრულის დიალექტობის დასამტკიცებლად საკუთარი ანბანის არქონა მოჰყავთ ხოლმე.
სულ 14 ძირითადი დამწერლობა არსებობს, მაგრამ ენა 6 000-ზე მეტია.
რა გამოდის ახლა, მხოლოდ 14 ენა არსებობს დედამიწაზე? 
ან, ანბანის შექმნამ აქცია ქართული ენად?
გვაქვს ყველა ქართველისთვის საყვარელი ქართული ანბანი.
ამ ანბანით შეიძლება წერა მეგრულადაც მშვენივრად.
რამდენიმე ასოა უბრალოდ დამატებული, რომლებიც ქართულში არაა.
ასე რომ, არაფერში გვჭირდება ახალი ანბანის შექმნა მეგრულისთვის.
====
„რა საჭიროა რაიმეს შექმნა, თუ ძველად არ ქმნიდნენ, ახლა რაღატომ უნდა შეიქმნას“-------
ასევე მეღიმება ხოლმე, როდესაც ამბობენ, რომ თუ დადიანები არაფერს ქმნიდნენ მეგრულად, ახლა რაღატომ უნდა შეიქმნასო.

გონიათ დიდი არგუმენტი აქვთ

ამ საკითხზე რომ სერიოზულად დაფიქრდე და გამოიკვლიო, ხუთტომეული გამოვა, ალბათ.
დადიანები რა, ღმერთები იყვნენ?
დადიანებს თავიანთი მისწრაფებები და შეხედულებები ქონდათ.
დადიანებს მივბაძოთ 21-ე საუკუნეში?

ყველა ენაზე სხვადასხვა დროს დაიწყო წერა.
ზოგ ენაზე ანტიკურ ხანაში,
ზოგ ენაზე შუა საუკუნეებში,
ზოგ ენაზე მე-19 საუკუნეში
ზოგ ენაზე მე-20 საუკუნეში
და ა.შ
ნაბიჯები უნდა გადაიდგას დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით.
დადიანებზე, ქუჯიზე და აიეტზე ლაპარაკი ბევრი არაფრისმომცემია, ამ კუთხით.

====
„თუ აქამდე არ გამქრალა, აწი რაღა გააქრობს“-------
დღეს გლობალიზაციის ხანაა. ექსპერტების ვარაუდით, მსოფლიოში არსებული 6 000-ზე მეტი ენიდან, უმეტესობა გაქრება 21-ე საუკუნეში.
იუნესკოც ადასტურებს, რომ გაქრობის საშიშროების წინაშე დგას ენა და definitely endangered - ასეთ კლასიფიკაციას აძლევს.
http://www.unesco.org/culture/languages-atlas/index.phpსამეგრელოს მთელ რიგ დასახლებებში ან აღარ ისმის უკვე ეს ენა, ან ნაკლებად ისმის (აბაშის რ-ნის დიდ ნაწილში, ფოთში, ქალაქ სენაკში, ასევეა მარტვილის რაიონის ნაწილიც, უფრო მის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებებში)...
რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად გადაეცემათ ენა ახალგაზრდებს.
მეგრული აღიქმება მხოლოდ სახლის, ბირჟის, ბაზრის ენად.
სწორედ ამითაა გამოწვეული ის, რომ სულ უფრო ნაკლებად გადაეცემა ენა ახალ თაობებს.
ასევე, იმ მრავალ უბედურებასთან ერთად, რაც რუსეთის აგრესიამ დაატეხა თავს საქართველოს, აფხაზეთიდან რამდენიმე ასეული ათასი ეთნიკური ქართველის საკუთარი სახლებიდან გამოდევნამ დიდი დარტყმა მიაყენა მეგრულ ენასაც...
თუ არაფერი შეიქმნა, თუ პოპულარიზაცია არ მოხდა, ეს ენა გაქრება...
თბილისში ძირითადად ვაგზალზე, ელიავას ბაზარზე და მსგავს ადგილებში თუ ისმის ენა, არ ნიშნავს, რომ პრესტიჟი აქვს.
====
„დღეს თუ ნაბიჯები გადაიდგმება მის შესანარჩუნებლად, ხვალ ავტონომიას მოითხოვენ და ზეგ დამოუკიდებლობას“;
„აფხაზებმაც მასე დაიწყეს“-------
ზოგიერთი ამბობს ხოლმე, რომ თუ ნაბიჯები გადაიდგმება ენის შესანარჩუნებლად, „მადა ჭამაში მოვა“ და ხვალ და ზეგ დეზინტეგრაციული პროცესები დაიწყება სამეგრელოში.
გამაღიზიანებელია, როდესაც ამას ამბობენ ხოლმე.
ვერ გამიგია, უნდობლობით და ეჭვის თვალით რატომ გვიყურებენ...
როდის იყო, მეგრელები საქართველოდან გამოყოფაზე ფიქრობდნენ?!
ოდესმე ყოფილა სეპარატიზმი სამეგრელოში?
თვით ფეოდალური დაშლილობის ჟამსაც სამეგრელო რჩებოდა ქართულ კულტურულ სივრცეში.
მაშინაც ერთ-ერთი ქართული პოლიტიკური ერთეული იყო.
ჰოდა, ახლა რაღა ღმერთი გაგვიწყრება, როდესაც კიდევ უფრო ინტეგრირებულნი ვართ ქართველი ერი?
ხოლო, აფხაზეთის მაგალითს რაც შეეხება...
აფხაზების და მეგრელების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ერთია?!
ხომ ვიცით, რომ 80-იან წლებიდან არ გაღვივებულა აფხაზეთში სეპარატიზმი და ანტიქართული განწყობა?
რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა ნაღმს აფხაზეთში, რაც აამოქმედა კიდეც 90-იანებში...
ხომ სურდა რუსეთს სეპარატიზმის გაღვივება სამეგრელოშიც, მაგრამ როგორც დასრულდა და როგორ უპასუხეს მეგრელებმა, ხომ ვიცით.
. .