thugნაღდი რათქმაუნდა მაგრამ შეიძლებოდა რომ ამდენი ტესტი საერთოდ არ დაჭირვებოდათ
შევეცდები აგიხსნა, ყველა ფაქტი არის სტატისტიკაზე დაყრდნობით და მხოლოდ ობიექტურად დაკვირვების შედეგი.
პირველივე დღიდან ვუყურებ კორონას ამბებს, მართალია აქ არ ვპოსტავ, უბრალოდ არ შემიძლია რომ ამ პოლიტიკურ სიბეცეში და ერთმანეთის დაკნინებაში პარტიების გამო ჩავერიო და რამე დავწერო.
მაგრამ შეიძლება არის აქ ადამიანები ვისაც მხოლოდ კორონა აინტერესებთ და არა პარტიულობა
დავწერ ჩემს აზრს.
მოკლედ რასაც ვუყურებ აღმოჩნდა რომ არის ორი სახის სტრატეგია, აგრესიული ტესტირება და ტესტირება წერტილოვნად.
წერტილოვან ტესტირებას შემდეგი ქვეყნები ეწევიან
1. იაპონია - მოსახლეობა 126 მილიონი - ტესტი მილიონ ადამიანზე 1075 - ინფიცირებული 12,368
2. ფილიპინები - მოსახლეობა 109 მილიონი - ტესტი მილიონ ადამიანზე 702 - ინფიცირებული 7,192
3. ტაილანდი - მოსახლეობა 69 მილიონი - ტესტი მილიონ ადამიანზე 2043 - ინფიცირებული 2,854
5. ტაივანი - მოსახლეობა 23 მილიონი - ტესტი მილიონ ადამიანზე 2,478 - ინფიცირებული 428
6. ვიეტნამი - მოსახლეობა 97 მილიონი - ტესტი მილიონ ადამიანზე 2,119 - ინფიცირებული 270 გარდაცვლილი 0
7. ჩვენ - მოსახლეობა 3,9 მლნ - ტესტი მილიონ ადამიანზე 2,099 - ინფიცირებული 444
თვალთახედვაშია მისაღები ის ფაქტი რომ ჩვენს გარდა ყველა ეპიდემიის გავრცელების არეალში ძალიან ახლოსაა, ფაქტობრივად ზედ საზღვარზე.
ნახე ახლა რა მოხდა, აქ და ზოგადად ამბობენ რომ ბევრი ტესტი საწინდარია უფრო დიდი რიცხვის, რაც რათქმაუნდა სწორია, მაგრამ არ ამბობენ მთავარს რომ ბევრი ტესტი მას შემდეგ რაც ოფიციალურად გავრცელდა ვირუსი და გავრცელებამდე არცერთი მექანიზმი არ გქონდა, რათქმაუნდა გავრცელებულ ქვეყანაში, ბევრ ტესტს ბევრი ინფიცირებული მოყვება.
ახლა ნახე ეს 7 ქვეყანა, რა იყო ჩვენი და იმათი ტაქტიკა, ვირუსის პირველივე შემთხვევიდან, თითოეული კონტაქტის ენა გადმოგდებული ძებნა, მაქსიმალური შეზღუდვა, მაქსიმალური არ დაშვება გავრცელების, არა მიშვება, არამედ არ დაშვება.
როცა როგორღაც მოხერხდა რომ შიდა მასიური გავრცელება არ წავიდა, იმიტომ რომ წერტილოვნად მიდიოდა ტესტირება ამან მისი ორი შედეგი გამოიღო
1. არ გავრცელდა მასობრივად
2. ტესტების და რესურსის დახარჯვა არ მოხდა ჰაერში, ანუ მხოლოდ ისეთ შემთხვევებში როცა საჭირო იყო და საჭირო არ იყო ძალიან ბევრჯერ იმიტომ რომ შეკავების და ვირუსის აბუჩად აუგდებლობის სიტუაციამ ძალიან ბევრი რამე გააკეთა სასიკეთოდ.
არც ჩვენ და არც წვრილთვალებებს ვირუსი არ აუგდიათ და არ დაუკიდებიათ, მაქსიმალურად ნებისმიერ 1 შემთხვევას გაყვნენ, მისი იზოლაციით, კარანტინით და ტესტები აკეთეს მხოლოდ იმ დროს როცა საქმე ეხებოდა კონტაქტებს, კონტაქტების კონტაქტებს და ა.შ
დანარჩენ მსოფლიოში რა მოხდა რატომაც ახლა მილიონობით ტესტი ჭირდებათ და აქიდან 40% ხშირად დადებითია.
ამ ქვეყნებში დაიკიდეს ვირუსი, რომ არაფერი არ არის, რომ არ დაგვემართება, არ გავრცელდება, არ შევიზღუდოთ, ისევ ვიტასავოთ და ამან გამოიწვია რომ მასიურად მოედო იქამდე სანამ ტესტს გააკეთებდნენ
ჩვენთან რომ 1 შემთხვევა იყო და მისი გაყოლა და მაქსიმალურად შებოჭვა მოხერხდა იქ დანარჩენ მსოფლიოში დღეში 1000 რომ მოდიოდა იმის გამო რომ არ შეაფასეს ვირუსი მაგიტომ იყო რომ ფაქტობრივად ყველამ დაიკიდა კონტაქტებზე გაყოლა და მაქსიმალურად მეტი ტესტი აკეთა.
ხოდა აქიდან ის მინდოდა მეთქვა რომ ის ქვეყნები რაც დავწერე მაქსიმალურად აჩვენებს იმას, რომ შეიძლებოდა ვირუსის რაღაც დონეზე დაჭერა, რაც რეალურად მართლა მოხერხდა, ოღონდ ძალიან დიდი შრომით და ბოდიალით რომ ვის გქონდათ სად გქონდათ, სად იყავი და სწრაფი ქმედებით.
სულ ეს მინდოდა რომ მეთქვა ამ ტესტებზე
ანუ ბევრი ტესტი კარგია, მაგრამ ყველაზე კარგი და შედეგიანი აღმოჩნდა თითოეულ კორონიანის კონტაქტებზე 24 საათი სირბილი და მაქსიმალურად სერიოზულად შეხედვა სიტუაციაზე.
ესაა და ეს.
ვინმემ უმორჩილესად გთხოვთ, რომ უაზრო გიორგი ვაშაძის სწრაფი ტესტები არ მომიყვანოთ მაგალითად და ნიკა გვარამიას სიდებილე რომ პსრ ტესტები არ მუშაობს და ცრუ პასუხს იძლევა. რადგან მსოფლიოში ოქროს სტანდარტია და დანარჩენი ყველა სწრაფ ტესტს აქვს მისი მინუსი, რომელიც უზუსტობებშია ასახული და უამრავი შემთხვევა იპარება მასეთ დროს, რაც არაერთხელ თქვა, იტალია, ამერიკა, ესპანეთმა, ინგლისმა და ა.შ

და კიდევ ერთი მასობრივად რომ გავრცელდა და მასობრივი ტესტი გააკეთეს ამ მხრივ ყველაზე მაგრად გერმანია მუშაობს, ფაქტობრივად უფრო კარანტინმა უშველათ, მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ რომ კარგი ერია, ამან კიდევ ერთი დიდი საქმე გაუკეთა, თან მთავრობამ თუ უთხრა იყავი სახლში არიან სახლში, ზედმეტის თქმის სურვილი არცერთს არ აქვს და არც სიგიჟეები იციან როგორც სხვა ერებმა.
მოკლედ ესაა რაც მინდოდა ამ აგრესიულ და წერტილოვან ტესტირებებზე მეთქვა.
This post has been edited by FromSydneyToLA. on 25 Apr 2020, 04:07