რამოდენიმე მიზეზი იყო, ვეცდები რიგის მიხედვით დავალაგო:
1. რევანშისტული ძალები ოქრის წესია: რეფორმებს (მასაში) ყოველთვის ყავს გაუბედავი მხარდამჭერები და დარწმუნებული მოწინააღმდეგები.
მიშას და მისი გუნდსაც ყავდა საკმაოდი დიდი მტრული ბანაკი, ისინი ვინაც დაკარგა ძალაუფლება, გავლენა, ფული, კავშირები, თანამდებობები,... ნაცების რეფორმების შედეგად. ეს ბანაკი ჯამურად საკმაოდ დიდი და ძლიერი იყო საქართველოში, მაგრამ კიდევ უფრო დიდი იყო საქართველოს გარეთ.
მაგალითი:
ჯერ მარტო კრიმინალური სამყარო, დიდი მასაა: გახსოვთ იმ ქურდის სიტყვები? მევიდა ხო თქვენი პრეზიდენტი? ყოველთვის არ იქნება ბიძია მასე, დავბრუნდებით და დედებს მ####თო, ხო გახსოვთ ამ ხალხმა როგორ აღნიშნა კარანტინას გაპრეზიდენტება ქუთეისის ციხესთან? ისინი მას ტავის პრეზიდენტად თვლიდნენ... ეს ტრაგედიაა ერისთვის, როდესაც კრიმინალი არჩევნებს ზეიმობს.
ყველა ეს ჯგუფი ნელნელა მოძლიერდა და მოკავშირეობა დაიწყეს. ბოლოს საერთოდ ისეთი სიტუაცია იყო, რომ მარტო პრობაციონერებს (ხაზს ვუსვამ მე სპეციალურად ვიხმარე აქ პრობაციონერი, იმიტომ რომ კრიმინალი სხვა რამეა) და მათ ახლობლებს მიეცათ ხმა ნაცების წინააღმდეგ - საკმარისი იყო დიდი პრობლემების შესაქმნელად. ისე ამ რეაქციონერთა ერთობამ უკვე 2007-08 წლებში დადო სერიოზული შედეგი.
და ამ დროს კრიმინალები ზემოთხსენებულ ინტერესთა ჯგუფებში მე-4-ე, მე-5-ე ადგილს თუ გაქაჩავდნენ, პირველზე რა თქმა უნდა პუტინის ხელისუფლებაა.
მოკლედ ბევრს არ გავაგრძელებ:
ამ ჯგუფებს 1,5 - 2 წელი დასჭირდათ აზრზე მოსასვლელად და ნელნელა დაიწყეს მოქმედება, პირველი დესანტი პატარკაციშვილი იყო,... ივანიშვილი ბოლო კოზირი.
2. არასწორი სტრატეგია რევანშიზმის საწინააღმდეგოდ.
მაგრამ თავისთავად ამ ძალების არსებობა არ განსახღვრავდა 2012 წლის სცენარს, მთავარი იყო მათ წინააღმდეგ დაშვებული შეცდომა -
ამ ძალების წინააღმდეგ ძალიან ფრთხილი და გათვლილი პოლიტიკა იყო საჭირო, ჩემი აზრით ერთადერთი სწორი გზა იყო რეალური პროექტები რომელთა პარალელური ამოცანა იქნებოდა ხალხის ფართო მასებში მხარდაჭერის შენარჩუნება, მიშამ არასწორი გზა აირჩია: მათ ჩასარეცხები დაარქვა და ძალისმიერი მეთოდებს მიაწვა. სავარაუდოდ იგი ხელმძღვანელობდა სინგაპურის ამაყვავებლის ლი კუ ან იუს ფრახით: "დემოკრატიული არჩევნების გზით ხალხი 10 წელიწადში ნებისმიერ ხელისუფლებას გადაირჩევს, უბრალოდ იმიტომ რომ მობეზრდება ერთიდაიგივე", და მიშამაც ოპოზიციის გადადგურება და მართვა აირჩია, ეს შეცდომა იყო: ჯერ ერთი ა) საქართველო არ არის სინგაპური და ზოგაფგად აზია, ბ) ლი კუან იუმაც კი ეგ რომ დაიწყო, ყველა ძლიერი მოწინააღმდეგე მოცილებული ყავდა (ზოგი ფიზიკურად, ზოგი გაძევებული).
3. სისტემის ცვლილება.
დასავლურ კაპიტალისტურ სისტემაზე გადასვლას (ამერიკული და არა ევროპული მოდელი, რასაც აწვებოდნენ ნაცები) აქვს ერთი ნაკლი: კარგად რომ იყო სახის ახევამდე უნდა დაიღალო, ნუ ხალიავაზე არაფერი არ მოდის. ხალიავა აზროვნება კი (მტავრობამ უნდა მაჭამოს) ჩვენ სუსურუკუდან მოგვყვება და ჯერ უმრავლესობაშია, "უფასო ფულის" და "ხუთი მილიონი ყველა სოფელს" ეს დებილიზმი მათზე იყო გათვლილი. არ ვიცი რაოდენობით ეს მასაა მეტი თუ ჯამური პირველი (პირადი ინტერესები) მაგრამ მნიშვნელობით მეორეზე იმიტომ გავოყვანე, რომ პირველი პრობლემის მოხსნის შემთვევაში, ესენი არ იქნებოდნენ საშიში.
4. თავში ავარდნა, შიდა დაპირისპირება.
უშუალოდ მიშას და მერე მის გუნდს, ძალიან აუვარდათ თავში წარმატებები, ვერ მოერივნენ დიდებას. და ზედმეტის უფლება მისცეს თავს ბევრჯერ. რიგ შემთვევებში კი გაბედეს და თავი კანონზე მაღლაც დააყენეს. ამას მოჰყვა უნიჭო სამეფო კარის თამაშები და ინფორმაციით მანიპულირება, ამბობენ ნაცების ელიტაში რამოდენიმე შოკში იყო როდესაც ოცნების მიტინგის კადრები დაუდეს თავისუფლების მოედანზე, შოკში - რაოდენობიდან გამომდინარე, ანუ მათ რაღაც დროით ადრე დაკარგეს რეალობის კონტროლი.
ამ უკანასკნელის თავიდან აცილების ორი გზაა:
1. სამართლიანობა და კანონის უზენაესობა ყველასთვის, რომლის მაგალითი პირველი პირი უნდა იყოს.
2. ტოტალური რეპრესიები და მოწინააღმდეგების მუდმივი თავიდან მოცილება.
მიშამ პირველი ვერ გაქაჩა, მეორის შანსიც არ ჰქონდა საქართველოში, მარწუხების მოჭერა - რაც სცადა ეგ გაფართხალება იყო.
შედეგად: პირველი წლების მერე გუნდი დატოვა ძლიერი მოთამაშეების უმეტესობამ, მე ყველაზე მეტად ბენდუქიძეს გამოვყოფდი.
დღევანდელი გადმოსახედიდან სწორი გზა ასე ჩანს:
- წინასწარვე გათვლა, რომ 8-10 წელიწადში მომხადრიყო ხელისუფლების შეცვლა;
- და ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს მომზადება ამისთვის;
ნაცვლად ამისა ნაცებმა სცადეს როზგები და საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელისუფლებაში დარჩენა, ეს უდიდესი შეცდომა იყო... ისტორიული.
რაც მათ არ გააკეთეს, გააკეთა სოციალურმა კანონებმა უკვე სტიქიურად - და ხელისუფლება გადაიბარა ძალამ რომელიც რამოდენიმე წელი საერთიოდ აზზრზე ვერ მოვიდა რა გადაიბარა და რა უნდა ეკეთებინა...
ნუ მე ზრდილობიანად ვამბობ
This post has been edited by Data_TuTashxia on 26 Apr 2020, 23:59
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას ...© კ. გამსახურდია
სიცილი მონის უკანასკნელი ბასტიონია. © ნიცშე.