
ე.ი. 4 ჯ და 5 ჯ ერთიდაიგევეს ასხივებს და რა წაპეპლეთ ტვინი , შესწავლილია 4 ჯ და ვიცით რომ მავნე არაა ,სასარგებლოც კიაო ?
ცოტა გავალამაზე

ამიტომ გითხარი - არ ვარ მე სპეციალისტი და მინდა ავტორიტეტული სპეცების (ბევრის და სხვადსხვა ინსტუტუტებიდან) დასკვნა...აქ შენი და ბერმუხას დისპუტით ვერ ვისწავლი ტალღების ფიზიკას...
თანაც საფუძველი არ მაქვს ეჭვი შევიტანო ბევრი მეცნიერის მოსაზრებაში 5ჯ -ს მავნეობის შესახებ
რატომ ასე ჯიუტად არ უნდათ კვლევების ჩატარება, ფული არ აქვთ?
გეცოდინება რომ წამალი რომ ჩაუშვა მიმოქცევაში წლეების კვლევა და ათასი ტესტ-დაკვირვება სჭირდება ...
სამაგიეროდ კანონმდებლობა(უმეტესი ქვეყნების) ვაქცინას არ განიხილავს წამლად და მისი ქსელში ჩაშვებაზე 100 ჯერ გალაითებულია მოთხოვნები...დღეს გამოგონილი ვაქცინა სიმბოლური (წამლის პროცედურასთან შედარებით) ტესტის შემდეგ1 თვეში შეგიძლია გაუშვა ქსელში...
რაღაც მასეთს მაგონებს 5ჯ -ს სპონსორების სიჯიუტე ...
ვერაა ეს ტექნოლოგია აცრასავით გამარიაჟებული- კეთილი ინებონ გაისარჯონ და კვლევები დაუკვეთონ...5 წელიწადში მიიღებენ ლიცენზიებს...ამასობაში 6 ჯ -ს გამოვა
* * *
აქაც იყოს :
WHO : შვედეთი სამაგალითოა და ყველამ უნდა მიბაძოსო lol.gif
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ შეზღუდვების შემცირების შემდეგ ის მსოფლიოსთვის "მოდელი" უნდა გახდეს იმისა, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ კორონავირუსს მინიმალური აკრძალვებით.
"ვფიქრობ, თუ სიტუაციის ნორმალიზებას მივაღწევთ, შვედეთი მრავალი თვალსაზრისით მომავლის მოდელს წარმოადგენს — თუ ისეთ საზოგადოებაში დაბრუნება გვსურს, სადაც იზოლაცია არ გვქონდა", — განაცხადა რაიანმა.
მისივე თქმით, შვედეთის ჯანდაცვის სისტემამ სწორი ნაბიჯები გადადგა:
"ისინი აკეთებდნენ ტესტირებას. მათ გაზარდეს სამედიცინო სფეროს უნარიანობა და ჯანდაცვის სისტემას ყოველთვის რჩებოდა იმის შესაძლებლობა, რომ იმ შემთხვევების რაოდენობას გამკლავებოდა, რომელიც მათ ჰქოდათ" — განაცხადა რაიანმა.
"ის, რაც ამ ქვეყანამ განსხვავებულად გააკეთა არის, რომ ის ძალიან ენდობა მოქალაქეებს, მათ უნარს, რომ საკუთარი ნებით შეძლონ თვითრეგულირება და დაიცვან სოციალური დისტანცია", — ამბობს ის.
შვედეთმა პანდემიასთან საბრძოლველად ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებული გზა აირჩია. მაშინ, როცა ევროკავშირის მასშტაბით ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად კარანტინის მკაცრი ზომები შემოიღეს, ჩაკეტეს საზღვრები, დახურეს ბევრი ბიზნესი, შვედეთში მაღაზიები, რესტორნები, ბარები და სკოლები კვლავ ღიაა. ქვეყანას არც საზღვრები ჩაუკეტავს.
"ჩვენ მომავალში ვანხავთ, რამდენად სწორი გამოდგა ეს მიდგომა", — ამბობს მაიკლი.
ბოლო მონაცემებით, შვედეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 092 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 2 586 და გამოჯანრთელებულია 1 005 ადამიანი.
განახლება: დაზუსტდა, რომ მაიკ რაიანი შვედეთს სამომავლო მოდელად განიხილავს, როგორც ქვეყანას, რომელსაც ვირუსთან მინიმალური აკრძალვებით ბრძოლის გამოცდილება აქვს. ის ამბობს, რომ ამ გაგებით, შვედეთისგან მსოფლიოს ბევრი რამ ექნება სასწავლი.
ამის შემდეგ მცირე ცვლილებები შევიდა ტექსტში, შეიცვალა სტატიის სათაურიც. პირვანდელი ვერსია იყო: შვედეთის კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია მსოფლიოსთვის მოდელი უნდა იყოს — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
https://on.ge/story/55324-შვედე This post has been edited by ბესიკის26 on 1 May 2020, 09:22