გვაქვს ორი ვიდეო, ესენი
მანამდე რა მოხდა არ ვიცი
დავიწყოთ განხილვა. მხოლოდ ფაქტები
1 ვიდეო
0:01 ქუჩაში ზემოდან მოდის კობიაშვილი, მის შესახვედრად მიემართება სამი კაცი
0:09 ერთმანეთს რომ გაუსწორდებიან, სამიდან ერთერთი ხელს უქნევს კობიაშვილს, კობიაშვილი აიცდენს და აგრძელებს გზას
0:17 კადრში კიდევ ორი მამაკაცი გამოჩნდა
0:18-0:30 იწყება ჯგუფური ჩხუბი, ოთხი ადამიანი ურტყამს ამ კობიაშვილს
0:40 კადრში ჩანს კობიაშვილი რომელიც თავისი ფეხით მიემართება სადღაც
0:44 კადრში გამოჩნდება ადამიანი რომელიც მისდევს კობიაშვილს
0:48 ეს ადამიანი იწყებს კობიაშვილის ცემას, ამავე დროს მასთან მირბის ორი კაცი (რამდენადაც შეიძლება ვივარაუდოთ ამ მოჩხუბარის გამოსაყვანად, იმიტომ რომ მივარდნიდან 2-3 წამში მხარეები იშლებიან)
0:56 მათ გამოყავთ ეს ადამიანი (აქ კადრი წყდება მაგრამ სხვა ვიდეოში ჩანს რომ კობიაშვილი ისევ აგრძელებს სიარულს)
2 ვიდეო. ეს ვიდეო განვიხილოთ ბოლოდან თან განვიხილოთ ადვოკატის კომენტარები
ინციდენტი მომხდარია, კობიაშვილი ერთხელ ცემეს ჯგუფურად ოთხმა ადამიანმა, მეორედ ერთმა ადამიანმა.
კობიაშვილი თავისით გადის რაღაც მანძილს, როგორც მერე ირკვევა მიდის საკუთარ მანქანასთან და იღებს ცეცხლსასროლ იარაღს
1:55 კადრში ჩანს კობიაშვილი რომელიც მიემრთება გარკვეული მიმართულებით
2:12 მას ჩაუვლის ვიღაც ადამიანი (ალბათ ერტერთი თავდამსხმელი)
გადმოვახვიოთ წინ
0:01 კადრში ჩანს უკვე შეიარაღებული კობიაშვილი და ორი თავდამსხმელი
0:07 ადვოკატი: კადრში ჩანს ორი პირი რომელიც ეძებს მას და შემდეგ მირბის მიმართულებით რომ განახორციელოს თავდასხმა
კითხვა ადვოკატს: სად ჩანს რომ ორი კონფლიკტის შემდეგ თავდამსხმელები კვლავ განაგრძობენ კობიაშვილის მიმართ ძებნას და დევნას?
0:30 ადვოკატი: კობიაშვილი ახორციელებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხთან ახლოს (

)
ადვოკატის საყურადღებოდ - გამაფრთხილებელი გასროლა ხორციელდება ჰაერში და არა ფეხთან ახლოს
0:38 "გამაფრთხილებელი" გასროლა, ერთერთი თავდამსხმელი იჭრება ფეხში
1:41 დაჭრილი მამაკაცი მივარდება კობიაშვილს
3:13 დაჭრილი პირის ჭიდაობა და ძიძგილაობა კობიაშილთან
3:31 დაჭრილის მეორე თანმხლები პირი ჩანს კადრში რომელიც "მოჭიდავეებთან" მირბის
3:38 ადვოკატი: და შმედეგ ხდება ძალიან საინტერესო რამ, სხვებიც მიდიან, სხვა ადამიანებიც მიდიან და ახორციელებენ თავდასხმას (

) მერაბ კობიაშვილის მიმართ
კითხვა ადვოკატს: დაჭრილი და შეუიარაღებელი ადამებანების მხრიდან აწუკვე თავმდამსხმელის მიმართ გამოყენებულ ქმედებას რატომ ქვია თავდასხმა და არა თავდაცვა?
3:56 ხდებ გასროლა კობიაშვილის მხრიდან. იღუპება ერთი ადამიანი
აი ესაა მთელი სტენოგრამა
რამე წერია არასწორი ან ზედმეტი და მოგონილი?