იმდენი თეორიები დაიწერა, ზოგს მემგონი უკვე ისიც არ ახსოვს, ადრე რას წერდა

მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენმა წინაპრებმა ჯერ კიდევ ორნახევარი ათასწლეულის უკან შეიმუშავეს/შემუშავდა კონცეფცია ამ საკიხის ირგვლის და რატომ ცდილობთ ახალი ველოსიპედის გამოგონებას ეგაა საინტერესო?

სეპარატიზმის განვითარება სახელმწიფოში შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ როდესაც სახელმწიფოს პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრ სტაგნაციაშია. მიზეზი ძირითადად სამი ფორმის შეიძლება იყოს
1. რეგიონალური სეპარატიზმი როდესაც რეგიონალურ დონეზე ხდება სხვადასხვა კლასების დიფერენციაცია, მაგ ფეოდალური სეპარატიზმი, პოსტ კოლონიალური და ა.შ.
2. კულტურულ-ეთნიკური სეპარატიზმი (მათ შორის რელიგიური), სადაც გარკვეულ ეთნიკურ (კულტურული) ჯგუფს საფრთხის შემთხვევაში, მის კულტურულ, ენობრივ ან რელიგიურ ღირებულებებზე უჩნდება თავდაცვის აუცილებლობა ან იბადება სხვა ჯგუფის მიერ მასზე არსებული უპირატესობისადმი პროტესტი
3. ეკონომიკური სეპარატიზმი, განსხვავებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის მქონე რეგიონში, ერთი ჯგუფის ეკონომიკური და პოლიტიკური დომინირება მეორეზე, მაგალითად მდიდარი ნაწილის ღარიბთან მიმართებით, სადაც პირველში იკვეთება საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების გაუფასურების ტენდენციები. მაგრამ ამ ფორმის სეპარატიზმი ქართულ და ზოგადად კავკასიურ რეალობაში წარმოუდგენელი "ფუფუნებაა"

შუა საუკუნეებში და მის ადრეულ პერიოდში ქართველი იყო ის ვინც აღირებდა ბაგრატიონების გვირგინს (ქართულ სახელმწიფოს), რაც იმართებოდა ფეოდალური იერარქიით, ეკუთვნობა ქართულ სამოციქულო ეკლესიას და სადაც ქართული ენა იყო ოფიციალური საკანცელარიო და სასულიერი ენა (თუმცა ამან ფესვები ცოტა მოგვიანებით გაიმყარა), რაც არ უნდა ზღაპრები მოყვნენ აქ ზოგიერთებმა ქართული ენის მნიშვნელობაზე... უმცირესობების ენა და კულტურა მაშინ ბუნებრივად იყო დაცული, მაგრამ ის თავის მხრივ სეპარატიზმის მიზეზი ვერ გახდებოდა, რადგან ეთნიკურობა ენაზე არ იყო მიბმული, რისი გააზრებაც დღეს საქართველოში უმრავლესობას მაგრად უჭირს

სწორედაც აქ გამოყო თავი ფეოდალურმა სეპარატიზმმა, რისი წყალობით (მიზეზების ჩამოწერა მეზარება) დაიწყო ქვეყნის რღვევის პროცესი, ხოლო ამის მიზეზი კი, გარე ძალების მიერ ქართული სახელმწიფოს დასუსტება იყო და არა კუთხური იდენტობის მომძლავრება, ვითომდა ერთიანი ქართული იდენტობის არ არსებობით... ყველაზე ახლოს ამ პროცესთან ოსმალეთი აღმოჩნდა, რამაც არ გაუშვა შანსი ხელიდან და დაიწყო აფხაზეთს და მესხეთის სეპარაცია, ფეოდალურს დამატებული კულტურულ-რელიგიური სეპარატიზმის გამოყენებით, აფხაზეთში ამ პროცესმა უფრო მწვავე სახე მიიღო მოსახლეობის თითქმის სრული განადგურება, გადაჯიშებით, რაშიც დიდი როლი ითამაშეს ადგილობრივმა ფეოდალებმაც, მოკლედ მოღალატე ელემენტების მთელი ბუკეტი და წყობა შეიკრა....
ამის შემდეგ XIX ს. შემოდის რაღაც პრიმიტიული ნაციონალიზმის ცნება, რასაც არ იცნობა ქართული სახელმწიფო თავისი 3 000 წლოვანი ისტორის მანძილზე, რისი აპოლოგეტებიც ჩვენთან რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, აღმოჩნდნენ რუსი იმპერიალისტები (დაყავე და იბატონე პრინციპით). მოკლედ, მოხდა მესხების საბოლოო სეგრეგაცია, რახან მუსლიმები იყვნენ, იმ პერიოდში გართულდა მათი "რე-ქართველიზაცია", რადგან მაშინ რელიგია იდენტობის ერთერთი მძლავრი იარაღი იყო, თუმცა ამაში გადამწყვეტი როლი რუსეთმა ითამაშა, რადგან მაგალითად ბევრი მათგანი ჯერ კიდევ აღნიშნავდნენ მარიამობა/გიორგობას და დაჟე მათი უხუცესების ნაწილმა (ადრიანოპოლისის ზავის შემდგომ) განაცხადა მზაობა წინაპრების რელიგიაზე დაბრუნებაზე, მაგრამ რუსებმა ისინი ხან თურქებად გააფორმეს და ხან აზერბაიჯანლებად, ანალოგიურ მდგომარეობაში ჩაყარეს 1977/78 წლების შემდგომ აჭარა/კლარჯეთის მოსახლეობაც. თუმცა საინტერესო ისაა, რომ მიუხედავად განსახვავებული რელიგიისა ქართული სახლემწიფოს ერთიანობის ცნობიერი მემკვიდრება მაინც არსებობდა მათში და XIX ს. დასაწყისში ჩვენს რეალობაში გამოჩნდა ახალი ფენომენი, მუსლიმი ქართველი. აქ სულ ერთი ადგილობრივი ქობულეთელი მუსლიმის წერილი მახსენდება, რომელმაც რუსეთის ხელისუფლებაზე განაწყენებულმა, ორჯერ მისწერა ილია ჭავჭავაჭეს, სადაც ეკითხებოდა ბოლობოლო თურქი ვარ თუ ქართველიო, რაც ილიამ ივერიის ფურცლებზე დაბეჭდა მაშინ

მოკლედ ამ პერიოდში ეთნიკურობის მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა ენა, რასაც რუსეთის იმპერია დიდის პარადით უწყობდა ხელს და მოსახლეობის ცნობიერებაში გაჩნდა ცნება, თუ ერია, მაშინ სხვა ენაც უნდა ჰქონდეს ან პირიქით, რაც დღემდე მოგვყვება. ამიტომცაა საშუალო სტატისტიკურ ქართველს ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება იყოს ამერიკელი სხვა ერი, როდესაც ისინი ინგლისურად ლაპარაკობენ და მათი წინაპრები ევროპელები იყვნენ

გამოსავალი?
გამოსავალი ისე იქ დაბრუნებაა რაც 2400 წლის უკან დაიწყო

მართლია XXI ს. გლობალიზაციის, ტექნიკური პროგრესის და სეკულარიზმის ეპოქაა, რომელსაც თუ ფუკუიამას დავესესხებით, შეიძლება საერთოდ შეიცვალოს პოსტადამიანური მომავლით, ამიტომ ბაგრატიონები და კონფესიანური კუთვნილება ვერ გაქაჩავს

მაგრამ ცნება ქართველობა უნდა მოექცეს საერთო პოლიტიკურ-კულტურული ელემენტების ჩარჩოში, სადაც ქართველი იქნება ამ სახელმწიფოს ყველა მოქალაქე, ხოლო მისი გინდაც ქვე-ეთნოსი დაარქვით და რაც გინდათ ის, იქნებიან ამ ერის შემადგენელი ნაწილი და მათი კულტურა იქნება ამ ერის კულტურის ნაწილი, სადაც შევლენ მეგრელები, იმერელები, სვანები, უდიელები, ქართველი აზერები, ქართველი სომხები და ა.შ. ანუ აზერი კი არ იქნება, იქნება ლორელი ქართველი, ან ბორჩალოელი, რომელიც გახდება ქართული ერის ნაწილი და ა.შ. ამ სახელმწიფოში კი, მეგრულისა და სვანურისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, სახელმწიფო ენა იქნება მხოლოდ ქართული... რაც რათქმაუნდა არ გამორიცხავს იმას, რომ თუნდაც მეგრული, აფხაზური და სვანური გამოყენებული იქნას განთლების გარკვეულ ეტაპებზე სხვადასხვა რეგიოენებში, ან ჰქონდეთ რეგიონალური სტატუსი, რადგან თუ ეს და სხვა ენა მშობლიურია ვინმესთვის, არავის აქვს მისი ძალით შეცვლის უფლება, მაგრამ სახელმწიფო ენა უნდა იყოს მხოლოდ ქართული... სახელმწიფოში, ერთიანი იდენტობის დამკვიდრება უნდა მოხდეს ბავშობიდანვე, მაგალითად უნდა შეიქმნას ბოის სკაუტების მსგავსი ორგანიზაციები (ერთი კულტურული მოძრაობის სახით და არა როგორც მინი სამხედრო სასაწავლებელი), სადაც ბავშობიდანვე საქართველოს ყველა რეგიონებიდან 6-7 წლიდან ჩაერვებიან სხვადასხვაგვარ კულტურულ-სოციალურ აქტივობებში, პატრიოტთა ბანაკები კაი იდეა იყო, თავის დროზე მაგრამ უფრო მასშტაბურია საჭირო... მოკლედ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ეგ არაა პრობლემაა

მთავარია მიზნის დასახვა და მასზე მიჰყოლა და არა გაუთავებელი კამათი, რა როგორ უნდა იყოს
This post has been edited by death85 on 7 May 2020, 22:05