თბილისიდან წალკის, ახალქალაქის და ახალციხით ჩასული ვარ აჭარაში, იგივე გზითაც დავბრუნდი, ნუ არ მეჩქარებოდა, მეგობრებთან ერთად ვიყავი გზაში რამდენიმე დღე გავატარეთ. გოდერძიზე მიდიხარ 10-ით, ისეთი დანგრეულია. გოდერძიდან ბათუმამდე ვიწრო ხეობებში გიწევს. ძაან ლამაზი გზაა და კარგი ალტერნატივაა ვისაც ნაკლებად დატვირთულ გზაზე უყვარს სიარული. ჩემთვის სიამოვნებაა როცა არ გეჩქარება. მაგრამ რელიეფიდან გამომდინარე ავტობანი ვერ გაკეთდება, დაჯდება მილიარდები, რიკოთის მონაკვეთზე გაცილებით ძვირი. ამიტომ საჭიროა არსებული გზის მოდერნიზება, გოდერძის და ფარავნის უღელტეხილებზე გვირაბების გაყვანა. მთიან აჭარაში პატარ-პატარა გვირაბების და ხიდების გაკეთება. მაგრამ ეს ალბათ 2050 წელს მოხდება, როცა წითელი ხიდი-სარფის ჩქაროსნულ მაგისტრალს ოფიციალურად გახსნის საქართველოს პრემიერი ბერა ან უტა ივანიშვილი
This post has been edited by Giorgi Gabrichidze on 13 May 2020, 15:19