ამდენი მუშაობაც არ შეიძლება.
https://netgazeti.ge/news/395300/ახალი ამბები
ნინო ჩიჩუა - 02.10.2019
თეიმურაზ მურღულიამ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დატოვა
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ მურღულიამ თანამდებობა დატოვა.
“მინდა იმ ადამიანებს, ვინც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩემი საქმიანობის შესახებ მეკითხებოდა, ვუთხრა – მიმდინარე წლის 27 ივლისს მივმართე განათლების მინისტრს, რომ მომხდარიყო აკადემიური რექტორის კანდიდატურაზე ჩამოყალიბება. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი წარმატებით დასრულდა და გადაწყდა, რომ ამ ფუნქციას ნამდვილად კარგი მეცნიერი ალეკო თევზაძე შეასრულებს, სექტემბერში კიდევ ერთხელ მივმართე 1-ელი ოქტომბრიდან გადადგომის შესახებ”, – წერს მურღულია სოციალურ ქსელ Facebook-ში.
მისი თქმით, პირველი ოქტომბერი კარგი დღეა პარადიგმის ცვლილებისთვის.
“2012-ში, ამ დღის შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა საშუალება, ცხოვრება პრაქტიკულად თავიდან დაეწყო. ვინ გამოიყენა და ვინ არა, ეს რთული, მაგრამ მაინც მეორე საკითხია. 2019-ის პირველი ოქტომბერი პირადად ჩემთვის ასევე მნიშვნელოვან დღედ დარჩება – პარადიგმის კიდევ ერთ ცვლილებად. ვფიქრობ, რომ ძველ ფორმატში ნაკლებად დარჩა ჩემთვის საინტერესო მიზნები და ამოცანები, ამიტომ გადავწყვიტე ახალი ფორმატის შექმნა”, – წერს მურღულია.
მისი თქმით, ახალ ფორმატში საშუალება ექნება, მეტი ყურადღება დაუთმოს ოჯახს; გააგრძელოს მისი ოცნების პროექტი, რომელსაც Develometrics ჰქვია; იმუშაოს საუკეთესო მმართველობის იმ საკითხებზე, რომლებიც ყურადღების მიღმა დარჩა საჯარო სამსახურში ყოფნისას; ყურადღება დაუთმოს მნიშნელოვან პრობლემას – სახელმწიფო მოხელეთა უსაფუძვლო ბულინგს და დისკრედიტაციას, რომელსაც საჯარო მოხელეები ვერ პასუხობენ და საბოლოო წარმატებამდე მიიყვანოს ერთი სასამართლო დავა, რომელზეც ცალკე და დეტალურად სხვა დროს ისაუბრებს.
“არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებაში არ ვგეგმავ, არ ვაპირებ და არც არასდროს განვიხილავ იმ ძალებთან არათუ თანამშრომლობას, არამედ რამე ფორმით თანაკვეთას, ვინც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ წარმატებით გააპანღურა და შემდეგ, სამწუხაროდ, გარკვეულ უბნებზე მაინც შემოჟონეს”, – აცხადებს მურღულია.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 18 სექტემბერს თბილისში გაიმართა და მას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესქრებოდნენ.
“საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად”, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი 2016 წლის სექტემბერშიც წარადგინა.
2017 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაფუძნდებოდა.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობა მართვის ორგანოების არჩევამდე თეიმურაზ მურღულიას დაეკისრა.
* * *
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სარკინიგზო ხაზი გახსნა, რომელიც მისი თქმით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დააკავშირებს.
https://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/ar...i-kvirikashvili ახალი ამბები
"ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაწყებულია“ - გიორგი კვირიკაშვილი
13:56 / 04.04.2017
ქუთაისში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტზე ისაუბრა.
მისი თქმით, უნივერისტეტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია, ახალ იმპულსს შესძენს ქალაქს.
"ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერისტეტი, რომლის მშენებლობაც დაწყებულია და რომელიც, თითქმის მილიარდიანი პროექტია, თბილისის მაღალტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად იქნება ერთიანი კომპლექსი, საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც სრულიად ახალ იმპულსს შესძენს ქუთაისს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სარკინიგზო ხაზი გახსნა, რომელიც მისი თქმით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დააკავშირებს. ახალი სარკინიგზო ხაზი პირდაპირ აეროპორტში შემოვა და მგზავრები თბილისიდან ქუთაისში ჩამოსვლას 2 საათში შეძლებენ.
რა ხდება მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უნდა აშენდეს ნახეთ, მალე ქუთაისიპოტზე
* * *
დაპირება არა ღლისთავი

https://on.ge/story/40265-%E1%83%A5%E1%83%A...%83%91%E1%83%90ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის ახალი სადგური აღარ აშენდება
ფოტო: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
4,910
წაკითხვა
1
კომენტარი
1,132
გაზიარება
http://go.on.ge/15izქუთაისის საერთაშორისო აეროპორთან დამაკავშირებელი ახალი რკინიგზის სადგური აღარ აშენდება. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ახალი სადგურის აშენების ნაცვლად აეროპორტთან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სადგური გარემონტდება.
"უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მთავრობას ჩვენს ხედვას. გერმანულმა კომპანია აერჯიმ უკვე დაასრულა კვლევა და გვექნება სარკინიგზო კავშირი აეროპორტთან. ე.წ. შატლს დანიშნავს აეროპორტები, გზების დეპარტამენტიდან ჩვენ გვაქვს დაპირება, რომ გზას გაარემონტებს და არსებულ სარკინიგზო სადგურზე გააჩერებს ყველა მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და პირიქით", — განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა 2017 წლის აპრილში დააანონსა. მაშინ პრემიერი ამბობდა, რომ "ზუსტად 364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა ახალი სარკინიგზო მაგისტრალით იქნება შესაძლებელი". ამ კომენტარის მიცემიდან ორი წელზე მეტი გავიდა.
გაიგეთ მეტი: ეკონომიკის სამინისტრო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
This post has been edited by moen29 on 11 May 2020, 01:19