https://ge.usembassy.gov/ka/statement-of-th...hd9mc5uJzRWzJlIსტატიის ბოლოს მიბმულ დოკუმენტებშია:
"
ურთიერთგაგების მემორანდუმი
ამ დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს
კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს.
საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და
მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციული არჩევნებისთვის
საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს.
ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების
40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო
მანდატების უმრავლესობა. მანდატების პროპორციული განაწილების წასახალისებლად,
დამატებითი ჩამკეტი მექანიზმები და შეზღუდვები დადგინდება საარჩევნო
კანონმდებლობით.
30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები განისაზღვრება საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის
რეკომენდაციის თანახმად. ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების
გადახრა მათი საერთო საშუალო მაჩვენებლიდან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს.
უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოლქების საქართველოს რეგიონების ფარგლებში
ფორმირებას, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო
ოლქების განსაზღვრის ზემოაღნიშნული წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნეს
არაუმეტეს სამი გამონაკლისისა უმცირესობათა და მაღალმთიანი მოსახლეობის
წარმომადგენლობის წასახალისებლად ან უნიკალური გეოგრაფიული საჭიროებების
გასათვალისწინებლად.
საპარლამენტო უმრავლესობა საჯაროდ წარმოადგენს საარჩევნო ოლქების განაწილების
თაობაზე მის წინადადებას საკონსტიტუციო ცვლილების პარლამენტში ინიცირებიდან
არაუგვიანეს 10 დღისა.
2020 დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის
შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული
წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული
სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული
წესის მიხედვით.
8 მარტი, 2020
ჩვენ, ხელისმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების
თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, რაც საქართველოს ხალხის
ნებას ასახავს.
ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი
სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული
აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა
აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და
მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის
წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და
გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
"
მე მგონი ყველა გვეღადავება, ოპოც, პოც და ელჩებიც. არადა ამ ელჩებს ამ თითქოს ყველაფრის და თან - არაფრის მთქმელი ტექსტის ჩახუჭუჭებაში იმდენი დრო ექნებათ დახარჯული...
ანუ, რიგითმა ამომრჩეველმა ახლა მე უნდა ვარკვიო, ზემოთ რა იგულისხმება და რაზე შეთანხმდნენ ამ ტექსტით? მით უფრო - იურისპრუდენციული თვალსაზრისით თუ მივუდგებით, ჩემთვის აი აქ - არაფერი არ წერია. საერთოდ არაფერი. ჩვეულებრივ, წერილობით ხელშეკრულებაში ყველაფერი უნდა იყოს გასაგები და ნათელი ენით უნდა ეწეროს.
ხოდა, თუ რამე არ/ვერ ჩაწერეს ამ ე.წ. შეთანხმებაში და ისე შეთანხმდნენ - მაშინ თქვან პირდაპირ, რომ ზეპირად შეთანხმდნენ რაღაცაზე და არ უსრულებენ, ხოლო ელჩები ნუ გვეტყვიან, რომ "საზოგადოებისთვის" არის თან - "კარგად" ცნობილი რაღაც. თქვან რომ - შეთანხმების მხარეთათვის არის ეს რაღაც კარგად ცნობილი და ეს უნდა შეასრულონ მხარეებმა.

ინაშვილი ყველაზე ჭკვიანი და ლოგიკური რომ გამოვა, ის სიტუაციაა.... ვერ გავიგე რა ეწერა მეორე განცხადებაში და ამიტომ არც მოვაწერე ხელიო.
This post has been edited by შავლეგა on 11 May 2020, 21:19