#56287564 · 13 May 2020, 09:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
IG2006
| QUOTE | | და თქვენ სკოლაში გითხრეს რომ მზის გამოსხივება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის...? |
სკოლაში მასწავლეს თუ რა არის ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება, მისი სპექტრი, თვისებები, მატერიასთან ურთიერთმედება და ა.შ. კიდევ რაღაცეები მერეც ვისწავლე.
ელექტრო-მაგნიტურ გამოსხივებას გადააქვს ენერგია და მის გარეშე სიცოცხლე ვერ იარსებებს. ინფრაწითელი ტალღები, რომელიც შეადგენს დედამიწის ზედაპირამდე მოღწეული მზის ელექტრო-მაგნიტური გამოსხივების 50%-ზე მეტს ათბობს დედამიწას, ხოლო ხილულ სინათლეს (დედამიწის ზედაპირამდე მოღწეული მზის გამოსხივების 40%-ზე მეტი) მხოლოდ მხედველობის ორგანოები კი არ იყენებენ, არამედ ის აუცილებელია მცენარეების მიერ ენერგიის ათვისებისთვის ანუ ფოტოსინთეზისთვის. ულტრაიისფერი გამოსხივების შუა ნაწილი (UVB) საჭიროა ადამიანის მიერ D ვიტამინის გამომუშავებისთვის, თუმცა მაიონეზებელი ეფექტის გამო მისი დიდი დოზა მავნებელია. ელექტრო-მაგნიტური სპექტრის ამ ნაწილის 99.9%-ს ბლოკავს დედამიწის ატმოსფერო, კერძოდ ოზონის შრე. უფრო მაღალი სიხშირის, რენტგენის და გამა მაიოზებელი გამოსხივებები დედამიწის ზედაპირამდე ვერ აღწევს, რადგან მათ ბლოკავენ ატმოსფერო და მაგნიტური ველი.
|