როცა ქვეყანაში მანქანა ცოტაა ფიზიკურად. გინდა ორჯერ გაყიდე და გინდა ოცჯერ. მაინც ცოტა იქნება.
ვისაც ყავდა, უმრავლესობა 10 წელი ელოდა ?
სხვა საბჭოთა ქვეყნებიდან, ნახმარი მანქანები არ შემოდიოდა ?
იყო ხოლმე ათასში ერთი. ისიც აი მაგალითად, რომელიმე ქვეყნის საელჩომ რომ გაყიდა და რაღაც ასეთი გზებით.
მანქანა რომ ცოტა იყო, შესაბამისად, ნაავარიებ მანქანებს, რაც არ უნდა დაზიანებული ყოფილიყო მაინც აღადგენდნენ, ამ საქმეში სასწაულებს ახდენდნენ

დაკუჭულ მანქანებს წელავდენ და ასე შემდეგ.
მანქანებზე მეტი დეფიციტი საბურავების იყო. საბურავებზე ნადირობდა მთელი საბჭოთა კავშირი. იპარავდნენ და და რავი რას არ შვებოდნენ. აი "მიმინოში" ხო გახსოვს, ორი ცალი საბურავი რომ აქვთ გასაყიდი

თან საბჭოთა საბურავი უნდა გენახა რა იყო

ჯერ ერთი ძალიან ცოტას გადიოდა, მერე არც ერთი არ ვარგოდა. ახალი საბურავიც რომც გეყიდა "რაზვალს" ვერ დააყენებდი ისე იყო დაღუნული.
ჟიგულების საჭეს სახსარი არ ჰქონდა, პირდაპირ უკავშირდებოდა "რულევოი რეიკას" რამდენიმე ათეული წელი გამოდიოდა და არავინ გაუკეთა. შესაბამისად, ავარიის დროს ეს რული სალონში შემოვარდებოდა ხოლმე და მძღოლს კლავდა. იმდენი ადამიანი არც ერთ ომს არ მოუკლავს საბჭოთა კავშირში, რამდენიც ჟიგულებმა დახოცა.
This post has been edited by Old City on 26 May 2020, 05:00