konti
bruno konti

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4902
წევრი No.: 21847
რეგისტრ.: 20-July 06
|
#56287817 · 13 May 2020, 11:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი თემა სტალინზეც გაგეხსნათ.. რატო დაგავიწყდათ....
მოკლედ ფორუმზე რო შემოვდივარ სულ გინების ხასიათზე ვდგები...
ფეოდალიზმი ჯობია.. ერთი დარეხვილი ფაშისტი ხელმწიფე რო ცვლის მეორეს..
თქვენ მარტო ცუდს იხსნებთ როცა არასწორი მიმართულებები დაიწყო... ჩინეთიც ფეოდალიზმიდან სიღატაკიდან განვითარდა და მილიარდ ნახევარ ხალხს აპურებს და ჩვენ 3 მილიონი მშიერი გვყავს... არ გინდათ გაიგოთ როდიდან დაიწყო და ვინ დაიწყო... 300%-იანი ინდუსტრიული ზრდა ეკონომიკის 10 წლედში და სოფ. მეურნეობაში 60%-იანი ანი წლეიწადში 5%-იანი როდის იყო.. მექრთამეობა როდიდან დაიწყო.. კაი დავანებოთ თავი სსრკს და ქვემოთ რაც წერია იმას რა ეშველება... კარგად წაიკითხეთ... არადა სოციალური მიმართულებები მსოფლიოში მეტნაკლებად კონსერვატორულია და სოციალიზაციისკენაა მიმართული... მალე დაიწყება ბაზრების დაპყრობა სადაც ჩინეთი იქნება დომინანტი... ვნახოთ როგორ იმღერებთ..
1. ადგილობრივი ბაზარი კონკურენციისათვის ძალიან მცირეა და რამდენიმე მსხვილ კომპანიას არ ჰყოფნის რა, საქართველოს ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებში არსებული სივრცეები, მას სრულად ისრუტავს. კაპიტალის დაბანდების ალტერნატიული სივრცე ამ ბაზარს არა გააჩნია. ანტიკორუფციული სამსახურის არარსებობა ან/და იმპოტენცია, სწორედ ამან გამოიწვია. საშუალო ფენის შექმნაზე და მცირე მეწარმეების სტიმულირებაზე საუბარი წყლის ნაყვაა და საარჩევნო აბი - „გლუკოზა“. ბაზრის სიმცირე ძვირადღირებული დანადგარების შემოტანის კუთხითაც გამოხატულია, რაც ყველა სფეროს ეხება, სამედიცინოს, სამრეწველოს და ა.შ. იმისათვის, რომ კონკურენტული პროდუქტი შეიქმნას და ექსპორტის გზით უცხოური ვალუტის შემოდინება გაიზარდოს, სწორედ ის ძვირადღირებული დანადგარებია საჭირო, რომლებმაც კონკურენტული პროდუქტი უნდა შექმნან. ასეთი დანადგარები იმდენად ძვირია, რომ აღნიშნული ბაზრის სიმცირე, მათ ღირებულებაში გადახდილი სახსრების ამოგების შესაძლებლობას ვერ იძლევა. შესაბამისად, მსოფლიოს წამყვანი ბაზრებისთვის საჭირო კონკურენტული პროდუციის წარმოება არ ხორციელდება. მით უმეტეს, შემოტანილი ნედლეულიდან, მსოფლიოს წამყვან ბაზარზე გასატანი კონკურენტული პროდუქციის შესაქმნელად საჭირო მეორადი პროდუქციაც კი, ვერ იწარმოება. ასეა, პოლიგრაფიის მიმართულებით, შესაფუთი მასალების კუთხით, საშენი მასალების წარმოებაში, მედიკამენტების წარმოებაში და ა.შ. თან აღსანიშნავია, რომ საექსპორტო პროდუქციის შემქმნელი წარმოებების ხვედრითი წილი ძალიან მცირეა და მათი მხრიდან საბიუჯეტო შევსება გადასახადების სახით ფაქტიურად 15%-ზე მეტი არ არის. ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური პოტენციალი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულად სახსრებზეა დამოკიდებული. 2. ქვეყანაში სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ნება არ არსებობს, ხოლო ვინაიდან აშკარაა ქვეყნის განვითარების უპერსპექტივობა, მთავრობის წევრთა უმეტესობა საკუთარი კაპიტალის დაგროვება-გადარჩენაზეა გადასული. ქვეყნის მთლიანი ფულადი პოტენციალი, კერძო ინტერესს არ სცდება და არც არის იმის საშუალება, რომ აღნიშნული კერძო ინტერესის პარალელურად თავისუფალი ფული გაჩნდეს. იმის გამო, რომ თავისუფალი ფულის წარმოშობის პოტენციალი ბაზრის მახასიათებლების მიხედვით, რეალობასთან ახლოსაც არ არის, ეგრეთწოდებული სამრეწველო კაპიტალიზმიდან წარმოებული თავისუფალი კაპიტალი საქართველოში, ფაქტიურად არ იქმნება. აქედან გამომდინარე, რადგობრივი მეურნეობის განვითარება არ მოხდება. ამასთან, ლარს საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის დაგროვებითი ფუნქცია საერთოდ არ გააჩნია, რათა მოსახლეობას გარკვეული მცირე კაპიტალი დაუგროვდეს. მცირე საწარმოების შექმნის პოტენციალიც დაკარგულია, ხოლო დარგობრივი ეკონომიკის განვითარების საკითხზე საუბარიც ზედმეტია. საშუალო ბიზნესის სტიმულირების რეფორმები, მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებებივითაა, რადგან საშუალო კაპიტალდაბანდებების კერა, მონოპოლიების გაზრდილ მოთხოვნებს ბაყბაყდევივით აქვს გადაყლაპული.
3. მთელი სამრეწველო პროცესი მონოპოლიური ორგანიზაციების დომინანტობით მიმდინარეობს. ამის წინაპირობას, ისევ და ისევ ზემოაღნიშნული კონკრეტული დანადგარების სიძვირე და განსაკუთრებით ბაზრის სიმცირე იძლევა, რომელშიც ალტერნატივის საშუალება პრაქტიკულად არ არსებობს. მონოპოლიას სამრეწველო საქმიანობის 95%-ზე მეტი მისაკუთრებული აქვს, მშენებლობაში, წამლების ბიზნესში, იმპორტული საქონლის შემოტანაში და სხვა. საქართველოში აწგარდაცვლილი, კახაბერ ბენდუქიძისეული ღია ბაზრის წესი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, იმ დოზით არ ახდენს, რომ კორუფციიდან გამომდინარე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის და ამავე დროს, ბაზრის მაქსიმალური სტიმულირებისთვის საკმარისი იყოს (საქართველოს ოლიგარქიულმა ვეშაპებმა, მოქმედმა პარტიებმა და მთავრობამ 2008 წლის ხანმოკლე კონფლიქტში წარმოშობილი ლტოლვილებისათვის გამოყოფილი 4 მილიარდი ამერიკული დოლარი თვალისდახამხამებაში გააქრეს). უცხოური ინვესტიცია, რომელშიაც ქართველი საქმოსნების გაზრდილი აპეტიტი არ არის გათვალისწინებული, საქართველოში პრაქტიკულად არ ხორციელდება. ამასთან, საკანონმდებლო დონეზე ყოველგვარი სამართალდარღვევის გადალახვა დასაშვებია. აშკარაა, თაღლითი ელემენტების გააქტიურება ბაზარზე, დოკუმენტაციის გაყალბების ჩათვლით, რაშიც ადგილობრივი ჩინოვნიკებიც აქტიურად მონაწილეობენ. მიწების უცხოელებზე გაყიდვის ყოვლად დაუშვებელი დანაშაულებრივი ტენდენცია, რომელსაც ბოლო არ უჩანს უწყვეტად მიმდინარეობს. გარკვეული ინვესტიციები, მხოლოდ ენერგეტიკის მიმართულებითაა დაფიქსირებული, თუმცა ეს წილი მასშტაბური არ არის და უმნიშვნელოა. ამასთან ერთად, შექმნილია უშუალო დაპირისპირების კერები, რაც მწირი არჩევანის პირობებში გასაკვირი არ არის. ამ კონტექსტში, არ ერიდებიან შანტაჟს, დივერსიას და შესაძლოა უფრო მძიმე შედეგებსაც მიუახლოვდნენ. ერთმანეთის ჩაძირვა და გაკოტრება ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ადგილი აქვს ფრიად ნიშანდობლივ ფაქტს, რაც ყოველგვარ ადამიანურ ფარგლებს სცილდება (თუმცა კაპიტალიზმი, ხომ ყველანაირ დანაშაულს იყენებს მიზნის მისაღწევად), კერძოდ ადგილი აქვს შემოტანილი სასურსათო პროდუქტების საბაჟო კონტროლის პუნქტებში გაჩერებას, რათა მოხმარების ვადა გაუვიდეს და კომპანია საბოლოოდ ჩაიძიროს. მრავალი მიზეზის გამო, ასეთი ფაქტების გასაჩივრებაც აზრს მოკლებულია. ადგილობრივი ბიზნესგარემოს გამარტივების პროპაგანდას ადგილობრივი ჩინოვნიკები ყველა, დასაშვები და დაუშვებელი საშუალებებით, რასაც კანონმდებლობა და ადმინისტრაციული რესურსი იძლევა, ამბრაზურსავით ეღობებიან. განსაკუთრებით მედიკამენტების მსოფლიო ბაზრის ფასებსა და საქართველოში შემოტანილი მედიკამენტების ფასებს შორის კონსტრასტული სხვაობაა აღმაშფოთებელი. ქვეყანაში მედიცინა დანაშაულებრივი სინდიკატის მრავალსეგმენტურ ორგანიზაციად არის გადაქცეული, სადაც დაზღვევისა და მედიკამენტის საბაზრო ფასს, ერთიდაიგივე კომპანია და პატრონაჟი ადგენს. ნებისმიერ სახელმწიფო რეფორმას კერძო ინტერესი ახლავს, ხოლო მათი ხელმძღვანელობის მანძილზე დროებით დანიშნული (ძირითადად ახალ არჩევნებამდე) ჩინოვნიკები მაქსიმალური სარგებლის მიღებას, ხანდახან კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების ცვლილებებითაც კი მთელი ძალისხმევით ცდილობენ (ამის მაგალითები მრავლადაა). ქართულ ბიზნესში ადგილობრივი პარტნიორების მხრიდან, ბიზნესის წართმევისა და ბაზრიდან გაგდების ისტორიები ჩვეულებრივი მოვლენაა და ტრადიციად გადაიქცა. კერძოდ, როგორც კი ბიზნესკრედიტორების მხრიდან გარკვეული ინვესტიციის საშუალებით ბიზნესრეალიზაცია იწყება, წარმატებული ბიზნესწყარო სამთავრობო მოხელეებისა და კონკურენტების მხრიდან, ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი იერიშის ობიექტი ხდება. სამართალდამცავი ორგანიზაციებიდან თავიანთი ფინანსური წყაროს საწინააღმდეგო, დანაშაულის აღმოფხვრისკენ მიმართული საკანონმდებლო ქმედებების მოქმდებაში მოყვანა არ ხორციელდება. 4. რამდენიმე ოლიგარქის მიერ შექმნილი საბანკო მახეები, მოსახლეობას ძარცვავს და აყაჩაღებს. ოლიგარქების ეგოცენტრისტული დამოკიდებულება ვლინდება წარმოსახვებში, რომ მომავლის „დიადი“ პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებას მოიპოვებს და ყველაფერი ნორმაში ჩადგება. ამ ეგოცენტრული ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებენ. ჯერჯერობით „ბაზარი დაარეგულირებს“ ჯანსაღი ტერმინია და საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთების მცირედით შემცირებაც კი არ ხდება (მაშინ როცა სსრკ-ში წელიწადში 1 %-ზე მეტი არასდროს არ ყოფილა). ოლიგარქებს ზოგადად სხვა იმედებიც აქვთ, რაშიც მათი ძალისხმევით მთელი ლიბერასტული პოლიტიკური ელიტაა ჩართული. ეს გახლავთ, საერთაშორისო ამერიკული გლობალიზმი, რომლის ფარგლებშიაც მომავლის პერსპექტივები ეიმედებათ, თითქოს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა მათ მიზნებში შედიოდეს. 30 წელია ამ წარმოსახვებში ვცხოვრობთ. ამასთან, ნებისმიერი მსხვილი რეფორმა ჩინური და ამერიკული დაპირისპირების არეალში ექცევა და პოლიტიკური მნიშვნელობა უფრო აქვს, ვიდრე სახელმწიფოებრივი. აღნიშნული, ანაკლიისა და ფოთის პორტების მშენებლობების დაუმთავრებელ გაწამაწიაში, საკმაოდ მკაფიოდაა გამოხატული, სადაც ამერიკას, აშკარად არ სურს ევროპაში გასასვლელი დერეფანი ჩინეთს დაუთმოს და ცდილობს თავისი საომარი ან ახალი ტერორიზმის პლაცდარმისთვის გამოიყენოს.
5. საქართველოში შემოტანილი, თითქმის ყველა პროდუქცია უდაბლესი ხარისხისაა. თვითღირებულებების მაღალი მაჩვენებლის პროდუქცია, რომელიც ხარისხიანია ჩვენს ბაზარში პრაქტიკულად არ ხვდება, ვინაიდან მომხმარებელი არ ჰყავს, ან თითქმის არ ჰყავს. ზემოაღნიშნული კონკურენცია ხარისხის კონტექსტში ვლინდება, მხოლოდ სოფლის სამეურნეო ადგილობრივ პროდუქციაში, თუმცა მათი ღირებულება თითქმის ერთნაირად იზრდება. ვალუტის მუდმივი გაუფასურების გამო კომუნალური გადასახადები ძვირდება, ვინაიდან ქსელურ სამომხმარებლო კომპანიებში მოკალათებული პირები და მათი პატრონაჟი შემოსავლების მაქსიმალურ დინამიურ მდგომარეობას ვერ ინარჩუნებს. სამთავრობო დანიშნულების ღონისძიებების გაძვირებაც ამას უკავშირდება. არჩევნების მოახლოებაც გადასახადებისა და ჯარიმების მუდმივი ზრდის ტენდენციისათვის ერთერთი სტიმულატორია. ადმინისტრაციული ჯარიმა, ხშირად აბსურდულ დონემდეა გაზრდილი, მაგ. ავტომანქანების არასწორი პარკირების ჯარიმა 50 ლარს შეადგენს, რაც საშუალო პენსიის მესამედზე მეტია და ა.შ.
6. ქვეყანაში საერთოდ მოშლილია ფასების ვალუტასთან და თვითღირებულების ცვლილებებთან დაკავშირებული კონტროლი. ფრაზა - ბაზარი დაარეგულირებს, ყოვლად უსინდისო გამონათქვამი გახდა, ვინაიდან საქართველოს არათანაბარ და უღარიბეს ბაზარს ყოველგვარი უღირსი კონტრასტი ახასიათებს, რაც ყველასთვის თვალსაჩინო გახდა. მშრომელი ადამიანი თავისი შრომის შესაბამის შემოსავალს ვერ იღებს, მაშინ როცა გადამყიდველმა შესაძლებელია ორჯერ მეტი მიიღოს. ნებისმიერ მწარმოებელსა და მაღაზიათა ქსელს შორის საკმაოდ ანტაგონისტური მგდომარეობა ჩამოყალიბდა, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ მსხვილმა მაღაზიათა ქსელმა (ძირითადად ჩვენი „მამა-მარჩენალის“ კარფური) საშუალო და პატარა მაღაზიები ფაქტიურად მოსპო, რამაც მისცა საშუალება ფასთა ცვლილებები თავისი შეხედულების მიხედვით ცვალოს. ამ შემთხვევაში ფასების ცვლილების კვოტა გადამყიდველ მაღაზიას უფრო მეტი აქვს, ვიდრე მწარმოებელს. გადამყიდველს შეუძლია უარიც კი უთხრას უკმაყოფილო მწარმოებელს და მწარმოებელიც გაკოტრებისკენ გაექანება. ქვეყანაში არ მუშაობს ანტიკორუფციული სამსახური (ახლანდელმა რამდენიმე აქტის განხორციელება კი სცადა, მაგრამ როგორც კი ჯანდაცვისა და მედიკამენტების სფეროს შეეხო დაატერორეს და ჩამოაშორეს კიდეც. ძალიან საეჭვოა ბატონი ნოდარ ხადურის უეცარი გარდაცვალებაც), არ იქმნება ე.წ.ცეკავშირის მსგავსი შუამავალი რგოლი გლეხსა და მაღაზიას შორის, რაც სავსებით შესაძლებელია და ა.შ.
7. ქვეყანაში ტურისტული მიმართულების განვითარების კუთხით ტოლერანტობის უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს. გართობის ყველანაირი უკიდურესად გარყვნილი ფორმა დასაშვებია, ნარკოტიკების, პორნოგრაფიის მაქსიმალური ჩართულობით, რამაც ლამის ინდუსტრიული სახე მიიღო. საქართველოს ოდითგანვე ცნობილი სახელი, რომელიც ადამიანურ სისუფთავეს უკავშირდებოდა, წარსულს ბარდება. ადგილობრივი ჩინოვნიკები აღნიშნულ პროცესში მთლიანად ჩართულია და მაქსიმალურ სარგებელს იღებს. უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყნის ვერცერთი პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ინდუსტრიას საერთოდ ვერ შეეხო, ვინაიდან ძირითადი ინდივიდუალური შემოსავლის წყარო, რომელსაც არანაირი დამატებითი სტიმულირება არ სჭირდება და თითქმის მუქთ შემოსავალს წარმოადგენს, მთლიანად არსებული ელიტის ხელშია. ამასთან აშკარაა, რომ გამონაკლისის სახით ნებისმიერი სამთავრობო პოლიტიკას (რაც ჯერჯერობით არ მომხდარა), რომელიც აღნიშნულის აღმოფხვრას შეეცდება ქვეყანაში, არსებულ დომინანტ კლასთან უთანასწორო ბრძოლა მოუწევს, რასაც რასაკვირველია ერიდება. ნარკომაფიასთან მიმართებაშიც ანალოგიური მდგომარეობაა (აღნიშნულ კონტექსტში, შეიძლება გავიხსენოთ იტალიური მაფიის წინააღმდეგ მთავრობის ცალკეული წევრების უშედეგო ბრძოლა).
8. ქვეყნის ბაზრის სტიმულირება, ძირითადად რამდენიმე ქვეყნის ბაზრიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ხორციელდება. ყველა ჩამოთვლილ ქვეყანასთან აშშ-ს ეკონომიკური ომი აქვს გამოცხადებული. ამ ქვეყნებიდან ნებისმიერი ქვეყნის ვალუტის გაუფასურება და ბაზრის რყევები ჩვენი ვალუტის გაუფასურებას იწვევს. ლარს გამყარების არანაირი კლასიკური საშუალება არ გააჩნია. გაუფასურების პროცესის ხანმოკლე შეჩერება, მხოლოდ პერმანენტული აქციებით ხდება, რაც თვალთმაქცობაა მთავრობის მხრიდან და სხვა არაფერი.
9. სახარბიელო მდგომარეობა არც იმპორტის მხრივ არის. შესაბამისი დანადგარებისა და ნედლეულის არარსებობის გამო იმპორტული საქონელი ქვეყანაში, თითქმის არ იქმნება. მათ შორის, ქართული ღვინოს წარმოება რამდენიმე მსხვილ საწარმოოს აქვს პრივატიზირებული, ხოლო კახეთის მოსახლეობის 90% მეღვინეობის პროცესში ჩართული საერთოდ არ არის. მათმა ნაწილმა, ოდითგანვე დიდი შემოსავლით ცნობილი ვენახი მათი არარენტაბელურობის გამო გაჩეხა.
10. საქართველოს მოსახლეობის 99%-ს (მეტ-ნაკლები სიმძიმითა და პერიოდულობით) პოსტტრავმული ფსიქიური ავადმყოფობა აღენიშნება, რასაც შესწავლის მიზნით ფსიქიატრების ჩართულობა არც კი სჭირდება. აღნიშნული მდგომარეობა, მუდმივი უიმედობის განცდით, შიშის სინდრომით, აზროვნების დეგრადაციით, საზოგადოებაში გამეფებული ცინიზმითა და დამცირებითაა გამოწვეული, რაც ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, არაადექვატური და ჩვენი მენტალობისათვის სრულიად შეუსაბამო პოლიტიკოსების რეპერტუარით, მთავრობაში და ოპოზიციაში და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ფსიქიურად მოშლილი და განადგურებულია.
11. გაეროს მიერ, ჩატარებული კვლევისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგია უახლოეს მომავალში არ შეიცვალება, 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 2 500 000-მდე შემცირდება (რაც ჩემი პირადი სტატისტიკის მიხედვით უფრო სავალალო და მძიმე იქნება). სოფელი პრაქტიკულად გარდაცვალების პროცესშია და მკვეთრი გაუარესების დინამიკით, რეანიმაციულ დისპანსერშია მოთავსებული. ყველაზე დამახასიათებელია, მოსახლეობის ინტენსიური გადინება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ფინანსურად, მორალურად ახალი სისტემის ნაწილი ხდება (მრავალ ჩემს ნაცნობს საერთოდ არ უნდა ჩამოსვლა, ხოლო აქ დარჩენილები მათთვის ფსიქოლოგიურად და მატერიალურად ყველაზე კომფორტულ გარემოს ესწრაფვიან, ესპანეთში, გერმანიაში, ბენისლუქსის ქვეყნებში, კანადაში და.ა.შ.) და საქართველოში დაბრუნებას მომავალში საერთოდ არ აპირებს. დარღვეულია ოჯახების შექმნის ტრადიცია, რომელსაც საქართველოში დიდი თურქობის დროსაც კი სტაბილურობა ჰქონდა. აღნიშნული გამოწვეულია ახალგაზრდობის შემოსავლების მკვეთრ, კატასტროფულ შემცირებასთან ერთად, მოთხოვნილებების საყოველთაო ზრდის გამო, რომელიც მთელ პროგრესულ მსოფლიოშია. ამასთან, სოფლის მოსახლეობას არ აქვს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები, ახალი ტექნიკისადმი წვდომა, ყველაზე ელემენტარულშიც კი, კერძოდ კვების კუთხით, სამომხმარებლო პროდუქტების ფასების განუწყვეტელი ზრდის პირობებში ხალხს საყოველთაო შიმშილი ემუქრება და ა.შ. ზემოაღნიშნული მდგომარეობიდან გამოსვლა ძალზედ რთულია, რადგან საბაზრო ეკონომიკის პირობებში ოპტიმალური განვითარება არ არსებობს. გასათვალისწინებელია დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტეკონომიკური მოვლენები, რომლის დინამიკის გააზრება მარტივი არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბევრი რამის სისტემატიზაციაა საჭირო და ერთ მთლიან უწყვეტ პროცესში ყველაზე ოპტიმალური და უმტკივნეულო პოლიტიკის შერჩევა.
იმ პირობებში, რაშიაც დღევანდელი საზოგადოება იმყოფება წარმოადგენს გვიან ფეოდალურ პერიოდს, როცა სახელმწიფო ბურჟუაზიაც კი სუსტად იყო განვითარებული, ხოლო ქვეყნის ეკონომიკური სადავეები მთლიანად ხელმწიფეს ეპყრო. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაც, რომლებიც ფეოდალური წყობის ქვის ხანამ შეაკავშირა. დღევანდელ მდგომარეობაშიც კი სოციალური პრობლემებისკენ მიმართული ბურჟუაზიაც დღევანდელ მოცემულობაზე უფრო პროგრესულია, მაგრამ აქედან გამოსვლის არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს. საქართველოში მხოლოდ ერთი ხელმწიფე მეორეს ცვლიდა და დანაშაულებრივი სინდიკატის მოწილე ხდებოდა. მსოფლიოში პროგრესული სოციალური ცივილიზაცია სხვადასხვა დონეებზე იმყოფება. ამ მხრივ საქართველო ძალიან ჩამორჩა და მხოლოდ აფრიკის ყველაზე განუვითარებელი ქვეყნის დონეზე იმყოფება. ასეთივე მდგომარეობაა რუსეთშიაც, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა და ცვლილება ჩვენს საზოგადოებაზეც მოქმედებს. ეს გამოიწვია ერთ დროს მსოფლიო ბაზართან ინტეგრირებული ქვეყნის საწარმოო საშუალებებზე უარის თქმამ და განიავებამ. თუ დროზე არ გამოჩნდება აღნიშნულის გამოსწორების გზები საქართველო სხვადასხვა მაჩვენებლებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება.
This post has been edited by konti on 13 May 2020, 11:03
|