2020 წელს

არ ვაპირებ ახლა დავას, მარა თუ პოლიტიკოსების ნარატივით არ გაქვს მარტო აზრი და სტატისტიკებსაც ადევნებ თვალს მიხვდები რომ 2020 წელს
ვინ ბიჭო, ვინ ააშენებს ქვეყანას
ამათი აშენებული ქვეყანა #####ან მე
2014 წელს, ფონდი ღია საზოგადოების მიერ ჩატარებული კვალიფიციური კვლევის ფარგლებში გამოკითხული პატიმრების:
64%-ის თქმით, პატიმრებს ყოველ დღე აწამებდნენ
75% ამბობს, რომ ფიზიკური წამების მსხვერპლი იყო
39% ამბობს, რომ ყოველ დღე აწამებდნენ
84% საუბრობს ფსიქოლოგიურ წამებაზე
პატიმრების 71%-ის თანახმად, ყველა კატეგორიის პატიმარს აწამებდნენ და არა მარტო კრიმინალური ტრადიციების მიმდევრებს
პატიმრების 8%-ის თქმით მათ წამებას ფოტო და ვიდეო ფირებზე აფიქსირებდნენ
75% -ის თქმით, მათ მუშტითა და წიხლებით სცემდნენ.
63% საუბრობს რეზინის ან ხის ხელკეტების გამოიყენებაზე
42% ადასტურებს, რომ სცემდნენ საკნის გასაღებებით, რკინის საწოლის რიკულებით და სხვა ლითონის საგნებით
62% აცხადებს, რომ მათ სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ადგილებში ურტყამდნენ (მაგალითად, მაჯებზე, ხელის გულებზე, უკვე დაზიანებულ ადგილებში)
52% ასახელებს ყურებზე ან ყურის სიახლოვეს დარტყმას, როგორც ცემის განსაკუთრებულ სახეობას
35% ამბობს, რომ უარს ეუბნებოდნენ სასმელ წყალზე
51% ამტკიცებს, აუტანელ სიცივეში ან სიცხეში გამოკეტვას წამების მიზნით;
37% ადასტურებს იძულებით პოზაში დგომას, როგორიცაა ეგრეთ წოდებული “ფუქსი” ანუ 1 კვადრატულ მეტრიან გალიაში გამოკეტვა
რეპონდენტების 2.3% ახსენებს სექსუალურ ძალადობას. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ “ეს ციფრები დიდ სიფრთხილეს მოითხოვს შეფასებისას, რადგან სექსუალურ ძალადობას ხშირად ჩქმალავენ და ბოლომდე არ ამჟღავნებენ ხოლმე”
75% ამტკიცებს, რომ მათ საკნებში ლაპარაკს უკრძალავდნენ
67% აცხადებს, რომ მათ ეკრძალებოდათ ციხეში სეირნობა.
45% აცხადებს, რომ ისინი დაკავებული ჰყავდათ სადამსჯელო საკნებში ხანგრძლივი პერიოდით, განსაკუთრებულ პირობებში (მაგალითად, შიშვლები, უწყლოდ და უტუალეტოდ, ან საწოლის გარეშე).
50% ამბობს, რომ ძილს უფრთხობდნენ
46% აცხადებს, რომ ძილის დროსაც ეკრძალებოდათ შუქის ჩაქრობა
39% ამბობს, რომ მათ ემუქრებოდნენ მათი ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით
69% აღნიშნავს, რომ მათ სხვა პატიმრების წამების ხმებს ასმენინებდნენ
47% აცხადებს, რომ ისინი სხვა პატიმრების წამებას
ესწრებოდნენ
პატიმრების 4% აცხადებს, რომ მათ აიძულებდნენ, ეყურებინათ/მოესმინათ წამების აუდიო-ვიდეო ჩანაწერები;
8% აცხადებს, რომ მათ ემუქრებოდნენ მათზე განხორციელებული წამების სხვებისთვის ჩვენებით
რესპონდენტთა 10% ამბობს, რომ სცადეს თვითმკვლელობის ჩადენა წამების და არაადამიანური მოპყრობის გამო
This post has been edited by GRAZU on 13 May 2020, 12:41