სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია – გალერი
13:06; 13-05-2020
1088
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მორიგი ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ეხმიანება და ამბობს, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია.
„ყველა პარტიამ უნდა დაიცვას რვა მარტს მიღებული შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება. ეს იქნება ლაკმუსის ტესტი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეალური მიზნების გამოსავლენად. ისინი ტესტავენ საქართველოს დასავლელი მეგობრები ელოდებიან თუ არა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. დიახ, ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს”,- წერს ტვიტერზე გერმანელი ევროპარლამენტარი.
http://newsreport.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1...3%A1-%E1%83%A9/მომრავლდნენ ნაცები ევროპარლამენტში