ჩვენთან საზოგადოებრივი ტრანპორტი აკრძალეს, ისრაელში დაამატეს ტრანსპორტი და უფასო გახადეს, კონტროლიორს არ შეექმნესო საფრთხე.
ჩვენთან ღამით კომენდანტის საათია და ყველაფერი იკეტება, ისრაელში ბევრი მაღაზია 24 საათიან მუშაობაზე გადავიდა, რომ ადამიანს ჰქონდეს საშუალება მივიდეს როცა არ არის ხალხმრავლობა.
ჩვენთან სწრაფი მასობრივი ტესტირება პანაცეა არ არის, ისრაელში არის.
ჩვენთან ქუჩას კამერაზე ხეხავენ საპნით კორონასთან ბრძოლისთვის, ისრაელში არ ვიცი ამას თუ აკეთებენ, არ მოვიტყუებ ნამდვილად.

ორივე მთავრობა ხალხზე ფიქრობს? რატომღაც ისრაელის ხალხზე ზრუნვის უფრო მჯერა.
თავიდან ეს ვირუსი რომ შემოვიდა მეც ვიყავი მომხრე ცოტა სიმკაცრის, რომ არ შემოეშვათ ყველა ვინც ჩინეთ-ირანში იყო ბოლო 2 კვირის განმავლობაში და თუ საქართველოს მოქალაქეა წასულიყო კარანტინზე. მაგრამ დღეს უკვა ნამდვილად უაზრო შეზღუდვები გვაქვს.
დისტანციის დაცვა, ნიღაბის გაკეთება და ხელების დეზიფენქცია არის ის, რაც არის მოსახლეობის მოვალეობა. და ისედაც იცავს უმრავლესობა ამას, ყველა უფრთხილდება საკუთარ თავსს.
თუ იცის მოქალაქემ რომ ეს ვირუსი საფრთხეა არ ჩაჯდება ტაქსისთან წინ და არ ჯაჩდება ნიღაბის გარეშე.
რატომ ფიქრობთ რომ მოქალაქე ცხვარია და თვითონ ვერ მიხვდება ამას? რათ უნდა აკრძალვა და 3000 ლარი ჯარი? თან რომ ოჯახზეც ვრცელდება, აბა პატრული როგორ გაარჩევსო.

მთავრობის მოვალეობა არის მასობრივი ტესტირება, საავადმყოფოების, ექიმების მომზადება და სოც. დახმარება ახლა და არა 6 თვის მერე. ერთადერთი რასაც კი გვთავაზობს არის უაზრო, არაფრისმომტანი შეზღუდვები.
3 კაცზე მეტი მანქანაში აკრძალვა მითხარით კი კიდევ რომელ ქვეყნებშია შემოღებული. ოღონდ იქვე დაწერეთ, აკეთებენ თუ არა მანდ განსხვავებას ტაქსებს და პირად მანქანებს შორის.
This post has been edited by Asuka on 15 May 2020, 13:45