იტალია იმიტომ იხსნება რომ ინფექციის გავრცელება და გადაცემის კოეფიციენტი შემცირებულია საგრძნობლად და ტრენდი დაღმავლობისკენაა.
ეპიდემიის დასასწყისში ტესტების 20-25% პოზიტიური იყო, დღეს რეკორდულ 1.1%-მდე დაეცა.
სხვადასხვა ქვეყნებში ეპიდემიას სხვადასხვა განვითარება ქონდა, რაც ბევრ ფაქტორზე იყო დამოკიდებული.
იტალია და ესპანეთი მჭიდროდ დასახლებული ქვეყნებია, მოხუცი მოსახლეობით და ფიზიკურად ძალიან კონტაქტური, რაც კორონასთვის სწრაფი გავრცელების ძალიან ნოყიერი ნიადაგი იყო.
ამ ორ ქვეყანას ლოქდაუნი რომ არ გამოეცხადათ დღეს გაცილებით სავალალო მდგომარეობაში იქნებოდნენ მეტი დაღუპულით და გავრცელების უფრო მაღალი კოეფიციენტით. სწორედ ლოქდაუნის დმასხაურებაა დღეს იტალია რომ იხსნება.
შვედებს უკეთესი წინაპირობა ქონდათ, უფრო გაშლილადაც ცხვორობენ და არც კულტურულად არიან სოციალურად ჩახუტულები, მაგრამ სიკვდილიანობით ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში მეექვე ადგილზე არიან, მაშინ როცა სამივე კულტურულად ახლო მეოზბლებს ეს კოეფიციენტი სამჯერ ნაკლები აქვთ.
დღეს დანია ისეთივე გახსნილია როგორც შვედეთი, გავრცელების გაცილებით დაბალი კოეფიციენტით და შვედებს ცოფიანებივით უფრთხიან, ყველა მეზობელთან აპირებენ საზღვრების გახსნას, შვედებთან ჯერ ვერაო.
არც ეკონოიკა დაზარალებულა მეტად, სავალუტო ფონდის პროგნოზით შვედეთში მეტი ვარდნაა მოსალოდნელი ვიდრე დანიაში.
არც ბრაზილიაში ამართლებს "შვედური" მოდელი.
ის რომ ბელორუსიაში ან კონგოში მიშვებამ კატასტროფა არ გამოიწვია არ ნიშნავს რომ ეს სტრატეგია ყველგან ამართლებს, რადგან მანდ სხვა წინაპირობა უწყობდა ხელს ვირუსის გავრცელებს შეზღუდვას.
მოკლედ, ამ ლიბერტარიანელებს რაც არ უნდა უტყუარი ფაქტი დაგიდოთ დოგმებს არ ღალატობთ არაფრის დიდებით
This post has been edited by ასიდი on 17 May 2020, 22:08