ძალიან ბევრი დაგროვდა ისეთი გამონათქვამები, რომლებიც ძალიან მოკლე დროში გაირკვა, რომ იყო ტყუილი“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისეთივე სიმართლე იყო ის ფაქტი, რომ ტელევიზორებიდან გაიგეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ, როგორც ის, რომ 14 ნოემბერს თავისით მოხდა ჩავარდნა და მაჟორიტარების ამბოხებამ ჩააგდო ცვლილებები.
„ძალიან ბევრი დაგროვდა უკვე ისეთი გამონათქვამები, რომლებიც ძალიან მოკლე დროში გაირკვა, რომ იყო ტყუილი. დაწყებული როგორი სიმართლეც იყოს ის, რომ 14 ნოემბერს თავისით მოხდა ის ჩავარდნა და მაჟორიტარების ამბოხებამ ჩააგდო ეს ცვლილებები. როგორი სიმართლეც იყო ის, რომ 8 მარტის შეთანხმებაში არ შედიოდა ორი ნაწილი და არ შედიო საერთოდ სისხლის სამართლის საქმეები. ასეთივე სიმართლე იყო ეს კონკრეტული ამბავიც, რომ ტელევიზორებიდან გაიგეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ის, რომ პრეზიდენტი ამ ორ პირს იწყალებდა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
სამარკო ნიშნად იქცა ასეთი მოკლევადიანი ტყუილების თქმა ივანიშვილის გუნდის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
როგორც ბოკერია აღნიშნავს, „ეს მაგალითი გვაჩვენებს, თუ როგორ გადაუვიდა ხასიათში ამ პოლიტიკურ გუნდს სიცრუის თქმა საკუთარი საზოგადოებისთვის“.
„გაუგებარია, რაში სჭირდებოდათ ეს? რას ცვლიდა ეს? ყველას გვესმის, რეალური ვითარება როგორია. სამარკო ნიშნად იქცა ასეთი მოკლევადიანი ტყუილების თქმა ივანიშვილის გუნდის მხრიდან. ჩემთვის პირადად და ჩემი გუნდისთვის არაფერს არ ცვლის ეს მორიგი სიცრუე. ქვეყანას სჭირდება სწორი ნაბიჯები, თუ უნდათ კიდევ მოიტყუონ ბევრი, ოღონდ გადადგანის ნაბიჯები, რაც სჭირდება ქვეყანას. ეს არის დარჩენილი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება, მერე საკონსტიტუციო ცვლილებები, მერე შედარებით ნორმალური კამპანია და შეგუება ამომრჩევლების გადაწყვეტილებასთან“, - განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, ზურაბიშვილის არჩევანი იყო შეატყობინებდა თუ არა შეწყალების შესახებ მმართველი პარტიის წევრებს.
„არ არის არაფერი არანორმალური თუ ეტყოდა სახელმწიფო ინსტიტუების ხელმძღვანელებს თავის გადაწყვეტილებას. მაგრამ გაუგებარია, ფორმალურად რომელი ინსტიტუციის ხელმძღვანელია ივანიშვილი? რა ნიშნით შეარჩია ან რატომ მთელ საპარლამენტო სპექტრს არ უთხრა? ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ეს განცხადებაც არის კიდევ ერთი შეხსენება იმის, როგორ არანორმალურ ვითარებაში ვართ, რომ დე-ფაქტო მმართველი, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული პარლამენტის და საზოგადოების წინაშე, პრეზიდენტის მხრიდანაც აღიქმება, როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ასეთ ფრაზას ხმარობს, ეს პრობლემაა დიდი და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ამ ხელისფლების მშვიდობიან არჩევნებში დამარცხებაში“, - განაცხადა ბოკერიამ.
ბოკერიას განცხადებით, ქვეყნის ამოცანაა განიმუხტოს არსებული ვითარება.
„ჩვენ ვმუშაობთ არა იმაზე, რომ ცუდად მოიქცეს ივანიშვილი და მერე მკაცრად დაისაჯოს, ეს არ არის ქვეყნის ამოცანა. ქვეყნის ამოცანაა, რომ სანამ ამის შანსი გვაქვს და გვაქვს ამის შანსი, განიმუხტოს ვითარება და არ გაიზარდოს რისკები, მით უმეტეს ქვეყანას ახლა სჭირდება საერთაშორისო დახმარება. საქართველოს ყველა მეგობარს და ქართულ საზოგადოებას აქვს მოლოდინი და მოთხოვნა, რომ ნათქვამი სიტყვა შესრულდეს, ეს სჭირდება ქვეყანას და აქედან გამომდინარე, საქართველოს მეგობრებიც თვლიან, რომ პრაგმატულად მათ ინტერესშია, რომ საქართველოში ვითარება იყოს ნორმალური. აქედან მოდის წნეხი და ეს სისულელე, რომ გარედან რატომ ერევიან ჩვენს საქმეებშიო, ამოიგდონ თავიდან, არავინ არ ერევა ჩვენს საქმეებში. ჩვენი საზოგადოების არჩევანია, რომ ვიყოთ იმ სამყაროს ნაწილი, სადაც არის თამაშის წესები და სადაც ადამიანები ცხოვრობენ უფრო ღირსეულად, თავისუფლად და კეთილდღეობით, ვიდრე პუტინის რუსეთში ან მითუმეტეს, ჩრდილოეთ კორეაში“, - განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს წინასწარ შეატყობინა.
ფასილიტატორების განცხადება საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შესახებ (8 მარტი)
ვულოცავთ პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებს დღევანდელ წარმატებულ შეთანხმებას, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მიღწევაში, წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში.
დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
შეთანხმებას თან ახლავს მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უფრო ზოგადი მიზანია, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს – ხალხისა და ქვეყნის – საკეთილდღეოდ.
იხილეთ: ურთიერთგაგების მემორანდუმი (PDF 32 Kb)
ურთიერთგაგების მემორანდუმი
ამ დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს
კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს.
საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და
მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციული არჩევნებისთვის
საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს.
ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების
40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო
მანდატების უმრავლესობა. მანდატების პროპორციული განაწილების წასახალისებლად,
დამატებითი ჩამკეტი მექანიზმები და შეზღუდვები დადგინდება საარჩევნო
კანონმდებლობით.
30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები განისაზღვრება საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის
რეკომენდაციის თანახმად. ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების
გადახრა მათი საერთო საშუალო მაჩვენებლიდან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს.
უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოლქების საქართველოს რეგიონების ფარგლებში
ფორმირებას, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო
ოლქების განსაზღვრის ზემოაღნიშნული წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნეს
არაუმეტეს სამი გამონაკლისისა უმცირესობათა და მაღალმთიანი მოსახლეობის
წარმომადგენლობის წასახალისებლად ან უნიკალური გეოგრაფიული საჭიროებების
გასათვალისწინებლად.
საპარლამენტო უმრავლესობა საჯაროდ წარმოადგენს საარჩევნო ოლქების განაწილების
თაობაზე მის წინადადებას საკონსტიტუციო ცვლილების პარლამენტში ინიცირებიდან
არაუგვიანეს 10 დღისა.
2020 დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის
შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული
წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული
სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული
წესის მიხედვით.
იხილეთ: ერთობლივი განცხადება (PDF 18Kb)
8 მარტი, 2020
ჩვენ, ხელისმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების
თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, რაც საქართველოს ხალხის
ნებას ასახავს. ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი
სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული
აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა
აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და
მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის
წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და
გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
https://ge.usembassy.gov/ka/statement-of-th...hd9mc5uJzRWzJlI This post has been edited by merooo on 20 May 2020, 16:15