#56305616 · 17 May 2020, 11:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნავთობზე დამოკიდებულების ცვლილება ძირითადად ისეთ სახელმწიფოებს დაარყამს, რომელთა ეკონომიკებიც ნავთობსა და გაზის ექსპორტზე იყვნენ დამოკიდებულნი. გლობალური ძვრები ყოველთვის იწვევდა რესურსების მოთხვონის ცვლილებას. რა თქმა უნდა ერთ წელიწადში და არც ხუთ წელიწადში ნავთობზე მოთხოვნა არ გაქრება, როგორც ქვანახშირზე არ გამქრალა ძალიან მალე, მაგრამ აშაკარად ახლოვდება ცვლილებების დრო და კორონავირუსმა მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესი.
ჩვენნაირი სახელმწიფოსათვის ნავთობის ჩანაცვლება შესაძლოა სულაც არ იყოს ცუდი, რადგან სწორედ ნავთობმწარმოებელი ქვეყნები ხდებიან მსოფლიო კრიზისების წყაროები, მათ შორის კი უპირველესი რუსეთი და ახლო აღმოსავლეთია. თუმცა ჩვენთვის აღნიშნული ცვლილებების უმთავრესი შეედეგი შემოსავლების დივერსიფიკაცისაკენ სწრაფვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც ისევ მთელი რესურსების ტურიზმში მობილიზაცია გვინდა.
ანაკლიის პორტი და ზოგადად პორტების განვითარება ამომავალი წერტილი უნდა იყოს, ისევე როგორც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და სრულად გამოყენება. ინფრასტრუქტურული პროექტები საკვანძოა. ავტომაგისტრალების ქსელი უნდა არსებობდეს და არამხოლოდ ერთი, არამედ სამხრეთ საქართველოს გავლით აჭარის მიმართულებით მეორე.
და ბოლოს: მე არ მგონია რომ ოქროს სტანდარტზე დაბრუნება აშშ-მ დაუშვას. ამით მის სუპერსახელმწიფოებრიობას აშაკარა საფთხე შეექმნება. დოლარი დარჩება მთავარ მოთამაშედ, მაგრამ ენერგოალტერნატივები ნამდვილად შემოვლენ მთავარ მოთამაშედ.
--------------------
Georgia est pars integralis Europae! რუსეთის იმპერია კაცობრიობის ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი მხარდამჭერები კი მეტასტაზები არიან.
Amicus meus, inimicus inimici mei. მეგობარია ჩემი ის, ვინც ჩემს მტერს მტრობს.
|