არაფერს არ ვეთანხმები, მიუხედავად იმისა რომ საკუთარი აზრის ქონის უფლება ყველას აქვს იმის უფლება არ აქვს არავის საკუთარი აზრი ძალით სხვებსაც მოახვიოს თავს.
1) და ყველაზე უმთავრესი ფაქტი, ვიღაცეებმა თავის დროზე ქართველებს ისე შეაძულეს საკუთარი თავი რომ თვითგვემა ზოგისათვის მისაბაძ საქციელად იქცა რაშიც ზოგზოგიერთებიც მთელი სერიოზულობით სცდილობენ დაწინაურებას და თავის გამოჩენას.
როგორც მთელს მსოფლიოში ისევე საქართველოშიც ბევრი და სხვადასხვანაირი ადამიანი ცხოვრობს, ასე რომ ყველა ერთნაირად "ტოლერანტული" და მებრძოლი ვერ ვიქნებით

ბუნება არ ჰქმნის ერთნაირად ასე ადამიანებს + ეს სიტყვა ტოლერანტობა როგორ გიყვართ მოკლედ, განსაკუთრებით მათ ვისაც სექსუალური უმცირესობების პროპაგანდირება გაქვთ მიზნად დასახული.
ჩემი მხრიდან ვიტყოდი რომ ჩვეულებრივი ერი ვართ, საკუთარი მინუსებით, განვითარების პრობლემებით და უმთავრესი პრობლემა რაცაა არის ის პრობლემა რომ სამშობლო არ გვიყვარს, არც ერთმანეთი, ასე რომ არ იყოს ამდენი მინუსი თავში რტყმას ხომ არ დავიწყებდით?

)) იმის მტკიცება რომ ცუდი ხალხი ვართ ხომ მარტივია? გაკეთდა რამე ამის შესაცვლელად? თუ გგონიათ რომ "ტოლერანტობა" გიშველით ძალიან სცდებით, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის მქონე ერს არ აქვს მსგავსი "უდარდელობის" გამოვლენის უფლება, ყველა მხრიდან გვყავს ის ვისაც ჩვენი გადაშენება უნდა და საკუთარი ეროვნებით ჩვენი ჩანაცვლება, სწორედ ქართველი ხალხის ასეთ მრავალფეროვნებას და მიუღებლობას უმადლოდეთ ახლა მოლა რომ არ დაგჭყავით დილის 5 საათზე თავზე! მაგრამ არა ჩვენ ხომ ცუდი ერი ვართ, ტოლერანტობა გვაკლია...

((((((
არც მე მომწონს ის რაც დღეს ვართ, ბევრი რამეა შესაცვლელი, პირველ რიგში განათლების სისტემაა შესაცვლელი, მასწავლებელს რომ ურჩევნია შენი შვილი ფეხებზე დაიკიდოს და ხელფასის გარდა მომზადებით ნაშოვნი ფულისთვის დაიტანჯოს გვიან ღამემდე თავი ეგაა პრობლემა.
ბევრი რამაა შესაცვლელი მაგრამ ტოლერანტულობის პრობლემით რომ იწყებთ პრობლემების ჩამოთვლას ეგრევე ისეთი გრძნობა ჩნდება რომ ვიღაცას მაგრად ჰკიდია ქართველი ხალხიც და მისი პრობლემებიც, უბრალოდ ხელფასი ირიცხება სპეციფიური თემების განხილვისათვის და ამასვე ემსახურება დასაქმებულიც, ამ თემების ვითომ პრობლემად ქცევას.
მოდით იმ ტოლერანტობას დავუბრუნდეთ ახლა რომ მთელს მსოფლიოს ანაღვლებს, ის ქვეყნები რომლებიც ყოველ თვიურად და ყოველ წლიურად ხარჯავენ თანხებს "ტოლერანტობის" - "ხარისხის" ამაღლებაში სხვადასხვა ქვეყნებში, აკეთებენ ამას ყველაზე ცუდი გზით, ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ მინიმუმ მინიმუმ 80%-ს შეაცვლევინონ დამოკიდებულება 20%-ზე და მათი "ფასეულობების" ამ 80%-ისათვის ნორმალურად გამოცხადებას.
ამ თანხებით, თავისუფლად შეიძლებოდა უდაბნოში სამოთხისავით ქვეყნის აშენება სადაც ამ თქვენს "ჩაგრულ" ხალხს გადაიყვანდით და აცხოვრებდით "სიამტკბილობაში" მაგრამ თქვენ გინდათ რომ უმცირესობის გამო აიძულოთ უმრავლესობა შეიცვალოს, ამას აკეთებთ ძალდატანებით, კანონებით, ჯარიმებით და ა.შ ძალით შექმნილი მშვიდობა კიდევ ყოველთვის დროებითია.
სჯობს ისევ სადმე გადასახლებას შეუწყოთ ხელი და ეს "პროგრესული" თაობები თან წაიყოლოთ.

ჯერ ჯერობით ჩვენ ამ "ბნელებს" გვირჩევნია ამ "სიბნელეში" ცხოვრება, ბევრი ევროპული ქვეყნის მაგალითი გვიდევს უკვე ამ "პროგრესულობამ" და "ტოლერანტობამ" რაც მოუტანა მათ და ეს პირველ რიგში ბავშვებზე აისახება უარყოფითად, თაობები იზრდებიან უკვე შერყეული ფსიკიქით როცა ბიჭმა არ იცის რომ ბიჭია და გოგომ არ იცის რომ გოგოა, ისიც არ იციან რომ განსხვავდებიან და როდესაც ამას მიხვდებიან სავარაუდოთ არც იმაზე დაფიქრდებიან რომ რომელიმე ერთი აირჩიონ უბრალოდ უსქესო თაობის მიღების მცდელობაა, ბავშვები რომლებიც იზრდებიან იდენტიფიცირების გარეშე, მოდით მაშინ რაღაი გგონიათ რომ ამ ყველაფრის სწავლება არ სჭირდებათ, არც წერა კითხვა ვასწავლოთ, გავზარდოთ იმბიცილები რომლებიც ვინც ამ ყველაფერს აფინანსებს ვერაფერში ვერ შეეწინააღმდეგებიან და იხარეთ მერე ერთად "ტოლერანტულობით"
This post has been edited by almaximum on 19 May 2020, 04:10