დავიწყოთ იქიდან, რომ კარგა ხანს, მიზანმიმართულად, შავი ზღვის პირას მცხოვრებ ყველა თურქეთის მოქალაქეს სახელმწიფოს წაქეზებითაც, სავარაუდოდ ნამდვილი ლაზების ასიმილაციის მიზნითაც, ლაზს ეძახდნენ. რეალურად კი, ლაზურად მოლაპარაკე, ლაზური იდენტობის მქონე ავტოქტონი ხალხი ცხოვრობს მხოლოდ სანაპირო ზოლზე ხოფადან ათინას ანუ ფაზარის ჩათვლით. მუჰაჯირი ლაზები, რომელთა დიდი ნაწილიც სხვათაშორის ბათუმელი ლაზია, ცხოვრობენ დუზჯეში,იალოვაში და ა.შ.
თვითშეგნების კუთხით, ავტოქტონი ლაზების დიდი ნაწილი აღიარებს ქართველებთან ნათესაობას, ენის ნათესაობასაც, მაგრამ თავს უბრალოდ ლაზად თვლის. რაც გასაკვირი არაა - გეოპოლიტიკური კონიუნქტურის გამო მათ არ უცხოვრიათ ქართულ სახელმწიფოში და შესაბამისად, ინტეგრაცია არ მომხდარა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ, თუკი ლიტურგიის ენა არ იქნებოდა ქართული და დადიანიც, სხვა ფეოდალების მსგავსად, ერთ დღეს საქართველოს მეფედ გახდომზე არ იოცნებებდა, დიდი ალბათობით დღეს არც მეგრელებს ექნებოდათ ქართული იდენტობა. ანუ რეალურად, მეგრელების ქართველობაც პოლიტიკური კონიუნქტურის შედეგია, ისევე, როგორც სარფელი ლაზების. ავტოქტონ ლაზებში ის ნაწილი, რომელიც თავს შუა აზიიდან მოსულად თვლის ან თავს იგიჟებს, რომ ქართულთან და ქართველებთან სრულიად არანაირი კავშირი არ აქვს, საკმაოდ ცოტაა.
რაც შეეხება პოლიტიკას და რელიგიას, თურქული შოვინიზმი და ისლამიზმი ავტოქტონებზე ბევრად მეტად მუჰაჯირ ლაზებშია გავრცელებული; განსაკუთრებით დუზჯეში და საქარიაში მცხოვრებლებში. ავტოქტონი ლაზები, ზოგადად მემარცხენე პოლიტიკურ სპექტრთან იყვნენ ასოცირებულები და შედარებით მარჯვნივ მხოლოდ ორი რიზელი პოლიტიკოსის - ერდოღანის და მესუთ ილმაზის წყალობით გადაიხარნენ. მანამდე კი... ერქან ესქიჩირაქი, მელექ ჰოშვერი და სხვა ცნობილი ლაზი მემარცხენეები დღემდე ახსოვთ რეგიონში და სხვა პოლიტიკური შეხედულებების მიმდევრებიც პატივს სცემენ. პოლიტიკური მიზეზების გამო არა, ლაზური სოლიდარობა

რაც შეეხება ქაზიმ ქოიუნჯუს, ცნობილი ანარქისტი გახლდათ, ოჯახიანად... მამამისმა, გადმოცემის თანახმად ანდერძიც კი დატოვა, როცა მოვკვდები მოლა არ დამანახოთ, ლოცვაც არ წამიკითხოთ, გუდასტვირი დამიკარით და ისე დამმარხეთო. საინტერესო კი ისაა, რომ თურქული მემარცხენე სპექტრის ორი ცნობილი ფიგურა, რომელიც მთელი თურქეთის მიერ ლაზად მიიჩნევა - კომპარტიის მდივანი ისმაილ ბილენი ანუ ცნობილი ლაზი ისმაილი და 70-იანი წლების ლეგენდარული რევოლუციონერი ჯიჰან ალფთექინი, ლაზურ დასახლებებში გაზრდილი ჰემშილები იყვნენ.
სხვა... ლაზებს არ უყვართ ჰემშილები, რომლებსაც "სუმხეფეს" ეძახიან და მათზე ანეკდოტებს ყვებიან. განსაკუთრებით პოპულარულია, კახელისა და ვირის არ იყოს, ანეკდოტები ჰემშილებზე და ძროხებზე...
რაც შეეხება ერდოს, ქართველი არაა, არც ლაზი. ჩემი გოგო ლაზია და ბიცოლა ჰყავს ერდოს სოფლიდან გამოთხოვილი და როცა დავინტერესდი ერდოს რაობით, თავი გაიგიჟა პოტამიელებს ჩვენ ბერძნებად მოვიხსენიებთო.

საერთოდ, რიზეში, ვინც ლაზი, ჰემშილი ან მეოცე საუკუნეში გადმოსახლებული თურქი არაა, როგორც წესი, განსაკუთრებით ლაზების მიერ, ბერძნად აღიქმება და მართლაც, ნაწილი დღემდე პონტოურ ბერძნულად ლაპარაკობს.
Koyunun olmadığı yerde keçiye Abdurrahman Çelebi derler.
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო.
უენერგეტიკოსო ქვეყანაში ჰესზე ფეხბურთს თამაშობდნენო.