#56330055 · 23 May 2020, 00:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kvipriane
QUOTE | მეგობრებო !!! გვისაუბრია ადრე და არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ წყენა , ცუდი კომენტარები და ა.შ. განსხვავებული აზრის გამო (რომლის გარეშეც ჭეშმარიტება რთულად მიიღწევა) ერთმანეთის მგონი არ გავკიცხავტ იმედია თქვენი პოსტებიდან გამომდინარე , რატომღაც მგონია რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ და იქედან პოსტავთ, რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს : - მოდით შემდეგ კითხვებზე მიპასუხეთ |
მეც გიდასტურებთ პატივისცემას,ვეცდები გიპასუხოთ
QUOTE | 1. საღამოს 9-დან დილის 6-მდე ვირუსი აგრესიული ხდება ??? |
ამ შეზღუდვის არსი ის იყო,რომ მობილობა შეემცირებინათ,სახლში შეკრებები,სადაც დახურული სივრცეა,დავირუსების შანსი მეტია,ამ შეზღუდვამ კი ეს რისკი შეამცირა.
QUOTE | 2. სადაა ეკლესიის კლასტერი ??? |
იყო მასიური შეკრება ეკლესიაში?ამის ეშინოდათ თავიდან,რადგან განვმეორდები და დახურულ შენობაში მასიური შეკრებები საფრთხის მატარებელია,ეს საფრთხეც შეგნებული მრევლის სახლში დარჩებით გამოირიცხა, ვინც მივიდა აღდგომაზე,მათი რაოდენობა არ იყო კრიტიკული და თან ყველა რეკომენდაციის დაცვით ჩატარდა რიტუალი,ამიტომ ავცდით ეკლესიურ კლასტერს.
QUOTE | 3. ავტომობილებით გადაადგილება საერთოდ რომ ავკრძალეთ და ხალხი ჯგროდ დადიოდა ქუჩაში, რომელი უფრო მეტი საშიში იყო |
მობილობის შემცირება იყო ისევ და ისევ მიზანი,,შენ მანქანით შემოივლი მთელ ქალაქს და მიხვალ ათ ადგილზე,ფეხით ამდენს ვერ შეძლებ,გადაადგილების დიაპაზონი შეზღუდეს ამით,ჯგროდ სიარულს რაც შეეხება,ეხლაც დადის ხალხი,მაგრამ ღია სივრცეში დაინფიცირების შანში ნაკლებია,თუ სახეში არ შემოგახველა დაინფიცირებულმა და არ ჩაისუნთქე ვირუსის ბაქტერია.
QUOTE | 4. ავტოავარიებში წელიწადში იხოცება 600-მდე ადამიანი, კორონათი 10 თუ 11-ია გარდაცვლილი, რატომ არ ვკრძალავთ ავტომობილებს საერთოდ ??? |
ავტომობილებს იმიტომ არ ვკრძალავთ,რადგან ავარია გადამდები არაა,ეს ვირუსი კი გადამდებია დასწეაფად ვრცელდება, დღეს ხუთ მილიონზე მეტი დაინფიცირებულია მსოფლიოში,ჩვენი კოვიდით დაღუპულთა დაბალი სტატისტიკა კი ეპიდემიოლოგთა დამსახურებაა,,მათმა პროფესიონალიზმმა ითამაშა დიდი როლი და იმან რომ მთავრობა უსმენდა ამ ხალხს და ატარებდა იმ კურსს,რასაც ეს ხალხი ურჩევდა,ნახე რა ხდება მეზობელ ქვეყნებში და ჩვენსას შეადარე და იპოვი შენივე კითხვაზე პასუხს.
QUOTE | 5. ამიხსენით თუ შეიძლება , რა კავშირი აქვს ვირუსს და ტუალეტის ქაღალდის მასობრივ შეძენას ერთმანეთთან ? |
არანაირი კავშირი არა აქვს,ეს პანიკამ გამოიწვია,როცა ეპიდემიის პირველ დღეებში ყველაფერს უაზროდ ყიდულობდა ხალხი და სახლში ასაწყობებდა.
QUOTE | 6. ვინმემ დადასტურებულად იცის , ის 10 თუ 11 გარდაცვლილი ნამდვილად კორონამ იმსხვერპლა თუ სხვა ქრონიკული დაავადებები ქონდათ |
კორონას გარეშე ეგ ხალხი კიდევ იცხოვრებდა,კორონამ ასე ვთქვათ დროზე ადრე მოუსწრაფა სიცოცხლე მათ.
QUOTE | 7. იტალია, რომელშიც ტვ-დან ვუყურებდით საშინელება ტრიალებდა, რატომ გახსნა ყველაფერი და ჩვენ რატომ ვართ ჯერ კიდევ ჩაკეტილები, ასევე პარიზში საერთოდ არ გამორთულა საზ.ტრანსპორტი (მეტრო) და ჩვენთან რატომ არის ჯერ კიდევ გაჩერებული ??? |
იტალიამ გადაიარა პიკი და იმიტომ გახსნა,საფრანგეთმა სკოლებშიც გახსნა და. მეორე დღეს დაკეტეს,რადგან ეგრევე გაეზარდათ დაინფიცირებულთა რაოდენობა,ანუ რეგულაციების მოხსნა საჭიროა,მარა არა ნახტომისებურად,საზტრანსპორტი ჩვენთან იმიტომაა გაჩერებული,რომ ეგრევე ყველა შეზღუდვის მოხსნამ შეიძლება უკურეაქცია და ეპიდაფეთქება გამოიწვიოს,ესაა ზუსტად ნახტომისებურად ნაბიჯი,მერე ეს ხალხი მასობრივად მიაწყდება მეტროს,გადაიჭედება ავტობუსები და ეს სტატისტიკა ჰაერში რომ ავარდება,გვიანი იქნება,პარიზში და იტალიაში საზტრანსპორტი დახაზულია და მკაცრად კონტროლდება,დისტანციის დაცვა და ნიღაბი სავალდებულოა,აქაც ალბათ ესე იქნება,ივნისის შუა რიცხვებში ალბათ გახსნიან ტრანსპორტს და გაკონტროლება რომ უნიღბოდ არ იმგზავრონ და დისტანცია დაიცვან,თანაც ივნისში ხალხი გასული იქნება სოფლებში და უფრო ხელსაყრელი დროა გახსნისთვის
This post has been edited by არმეძებო on 23 May 2020, 00:19
|