))
საქართველოს, მონღოლთა ბატონობისას, ათეულობით გადასახადი ეკისრებოდა, რომლებიც სხვადასხვა მიზნებისთვის იკრიბებოდა. გადასახადს იხდიდა ყველა, მაგრამ არა ეკლესია, რომელიც დიდ მიწებსა და მრავალ ყმა-გლეხს ფლობდა. შესაბამისად, გადასახადთა მთელი სიმძიმე აწვებოდა ერს. იმდენად დიდი იყო საეკლესიო ფეოდალებისგან გლეხების ექსპლუატაცია და ბოლომდე გაფხეკა, ძარცვა, საერო ფეოდალები თვითონ თხოვდნენ, ნუ აგდებთ ასეთ დღეში გლეხებს, თორემ გადაშენდა ხალხი და ამოწყდაო. ამის მაგალითია შიომღვიმის მონასტრისადმი ძაგან აბულეთისძის თხოვნა (1260 წ.), – სოფელ ანგრონის მოსახლეობა სამონასტრო ვალდებულებებით იმ ზომამდე არ დაბეგრონ, სოფელი ამოწყდეს. ასევე, კახა თორელის მიმართვა რკონის მონასტრისადმი (1290-იანები): – “ვინც წინამძღუარი იყოთ... გლეხთათუის კარგნი იყუენით”.
– აღარ მაქვს ლაპარაკი XVII-XVIII საუკუნეში, მთელ რიგ ისტორიულ წყაროებსა და უცხოელ მოგზაურთა ცნობებში მოცემულ ინფორმაციაზე უმაღლესი, მაღალი თუ დაბალი რანგის საეკლესიო პირების უკიდურეს მავნელობასა და მოღალატეობაზე, რომელთაგან 0.01% დასაწერად არ იქნება საკმარისი ეს პოსტი.
თუნდაც, რამდენიმე წუთში მოგროვებული:
1. „მღვდლები, ეპისკოპოსები, კათალიკოსი ანუ პატრიარქი ვერ ერკვევიან იმ ვალდებულებებში, რომლებიც მათ ეკისრებათ. არ იციან არც კითხვა, არც წერა და სრულიად უმეცარნი არიან ღვთისმსახურებაში"(შარდენი);
2. „სამღვდელოება ლოთობს და გარემოცულია მშვენიერი მხევალი ქალებით, რომელთაგანაც ირჩევენ ხარჭებს; და ამის შემხედვარე, არავინ გრძნობს თავს შეურაცხყოფილად, ვინაიდან ამას ყველგან აკეთებენ და სავსებით მიღებულია"(შარდენი);
3. „იგივე შეიძლება ითქვას ეკლესიის მსახურებზეც, რომლებმაც იმხელა იურისდიქცია მოიპოვეს ხალხზე, რომ მათ შეუძლიათ მიჰყიდონ ადამიანები როგორც თურქებს, ისე სპარსელებს, რასაც ხშირად სჩადიან კიდეც"(ტავერნიე);
4. „ტყვეებით ვაჭრობდნენ...აზნაური და ეპისკოპოსი, მღვდელი..."(შარდენი);
5. „ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი გამოსძალონ ქვეშევრდომებს და მრევლს. უვიცნი და უმეცარნი არიან. არავითარ საბაბს და საშუალებას არ თაკილობენ სიმდიდრის მოსახვეჭად. ყიდიან საეკლესიო თანამდებობებს, იღებენ ქრთამს, სათანადო გასამრჯელოს გარეშე არ სწირავენ, უფასოდ კაცს არ აზიარებენ. ჰყავთ საკუთარი მრევლი, რომელიც ვალდებულია პურით, ღვინით და სხვა სურსათით მოამარაგოს ისინი. ასევე იქცევიან ბერებიც და პაპებიც (მღვდლები), რომლებიც ატყუებენ ხალხს და მათ უკანასკნელ სარჩოს ართმევენ."(შარდენი)
– ეს ყველაფერი არის უკიდურესად უკანა პლანზე გადაწეული და ერთეული ადამიანების მეტი არავინ კითხულობს და იცის. დანარჩენებამდე კი მარტო ის ინფორმაცია მიდის, რასაც თავის თავზე თვითონ ყვება ეკლესია და თავს იდეალურად ხატავს (ეს ბუნებრივიცაა და ამაში გასაკვირი არაფერია).
– ეკლესიის დიდ როლზე, ერის გადამრჩენობაზე და კეთილშობილებაზე როდესაც წერს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, ისტორიული რეალობის აღქმისა და ობიექტურობისთვის, ამ ორგანიზაციის საუკუნოვანი არსებობის დროს, მავნე და ზოგჯერ დამანგრეველ უარყოფით გავლენაზეც უნდა თქვას. ფაქტობრივად არ გვაქვს საქართველოს ეკლესიის ისტორია, რომელიც ობიექტურად, მთლიანად დადებითი კუთხით არ იქნება დაწერილი. არც გაბოროტებული და ეკლესიისადმი სრულად უარყოფითი თვალსაზრისით დაწერილი ისტორია გვჭირდება. თუ ვინმე შეაზავებს ავკარგს და ამას გააკეთებს, თუნდაც, არასრულყოფილ დონეზე, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ქართული ისტორიოგრაფიისთვის. მიხეილ თარხნიშვილისა და ანანია ჯაფარიძის, არც არსებული რამდენიმე წიგნი რომ არაა საკმარისი, განსაკუთრებით ზოგიერთი ზღაპრები, ამას უნდა ვხვდებოდეთ.
– როდესაც ობიექტური ინფორმაცია ადამიანებამდე მივა, განათლების სისტემაში გაივლის, სტატიებში, წიგნებში, სახელმძღვანელოებში გაჟღერდება, დროთა განმავლობაში ბევრს დააფიქრებს, მიხვდება საზოგადოება რომ რეალურ სამყაროში უნდა იცხოვროს და არა ე.წ. ბაბლში; ძალაუნებურად მიიღებს იმას, რაც აუცილებელია საზოგადოების საზოგადოებად ჩამოყალიბებისთვის. ასევე, ხალხის განათლება ეკლესიას უფრო ფრთხილს, ზომიერს და თანამედროვეობისთვის შესაბამისს გახდის; შეაცვლევინებს დრომოჭმულ მიდგომებს, მღვდლებს მოეთხოვებათ მეტი ცოდნა, ეპისკოპოსებს კიდევ უფრო მეტი და ა.შ. ერმა ბერი უნდა მიიღოს როგორც თავისი ნაწილი და არა რაღაც განყენებული, იდეალური, მათზე აღმატებული და ყოველგვარი მიწიერისგან მოწყვეტილი. მე ასე მესმის და მინდა და ვფიქრობ, ისტორიის უკეთ შესწავლა და განათლების სისტემაში ახლებური მიდგომისა და საზოგადოებისთვის საჭირო ცოდნის ნორმალური ფორმით ინტეგრაცია, ბევრ რამეს შეცვლის უკეთესობისკენ...
https://www.facebook.com/nika.khoperia/post...392954294066692 This post has been edited by griankali on 21 May 2020, 15:19
რუსეთი უნდა დაინგრეს.