#56339282 · 25 May 2020, 10:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iviko18
| QUOTE | | გუთურში მკვლელობაზე იძახიან რომ გარდაცვლილის მამის გამო მევალეს სახლს უყიდდნენო და გადავიდა ჭკუიდანო. |
ჭკუიდან გადასულს არა ჰგავს - როგორც ამბობენ, გარდაცვლილს ფოტოები გადაუღო და მის მშობლებს გაუგზავნაო; ასევე ამბობენ, დაურეკა და უთხრა, შური ვიძიეო - ორივე ეს შემთხვევა წინასწარ განზრახულს უფრო ჰგავს, ვიდრე - ჭკუიდან გადასულისას. ვალზე მართლაცაა ლაპარაკი, მაგრამ ფბ-ზე წერდნენ, დეიდამისს ჰქონდა და არა მის მშობლებსო. მეორეც - ვისაც ვალი ჰქონდა, ის მოეკლა, ამას რაღას ერჩოდა; მესამეც - ახლა იმ სახლს არ გაუყიდიან თუ ვალს დაუბრუნებს ვინმე? რაღაც სხვა ამბავი მგონია მანდ. მით უფრო, თუ მართლა დაურეკა და შურისძიება ახსენა.
| QUOTE | | შუა განახლებაში მამა რამ გააგიჟა ეგ გაუგებარია. |
იქვე მეზობელ სოფელში მცხოვრები ახლობლებისგან როგორც ვიცი, მამა ფსიქოლოგიურად ვერ იყო ჯანზე, თან ცოლზე ეჭვიანობდა, ეს ბიჭი კი დედამისს ესარჩლებოდაო. ამის გამო მამა-შვილსაც ხშირად ჰქონდათ კონფლიქტიო და იმ დღესაც მაგ თემაზე მომხდარა ჩხუბი - შვილმა დედის მხარე დაიჭირა და მამაზე ამაზე წაეკიდაო. საწყალს, პატარა ბავშვი დარჩენია. მგონი - 5 წლისო. პ.ს. ორივე მკვლელი დასახვრეტია.
lasha123456
| QUOTE | | გაზს უშვებენ ბანკონატში და შემდეგ ალაბათ კაბელით შორიდან აძლევენ ისკრას |
და კამერები ხომ დგას მაგ შენობაში, ბანკომატში გაზს უჩინმაჩინი უშვებს? Votren
| QUOTE | | სერს ზევით არ ვარ ნამყოფი. |
ზუსტად სერის მერეა ჩემი სოფელი.
JCH
| QUOTE | | მანდ მოსახლე სულ ქვემოთ რო სახლი ჩანს ეგაა, ეგენიც თბილისში არიან. |
და ინტერნატის ბინები ხომ სკოლის გვერდითაა, მაგ შენობის მომიჯნავედ?
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|