ძალიან კარგი მაგალითია სომხეთი რომლებიც ალბათ არ მალავენ სტატისტიკას რასაც სხვა მეზობლებზე ვერ ვიტყვით.
კიდევ იქიდან გამომდინარე რომ პირდაპირ გვესაზღვრება მეტნაკლებად ერთნაირი გარემო პირობები გვაქვს.
ასევე მოსახლეობით 3 მილიონი წერია კოვიდის სტატისტიკაში ჩვენთან 4 რამდენად სწორია არ ვიცი ნეტა ვიყოთ მაგდენი.
ესეიგი დღევანდელ მდგომარეობას თუ ავიღებთ სომხეთზე
ინფიცირებული 9,282 დაღუპული 131
მილიონი კაცის დაინფიცირების შემთხვევაში 1.000.000/9282=107.7
107.7X131=14108
ანუ მილიონ ინფიცირებულზე ამდენი კაცი დაიღუპება.
3 მილიონზე დაიღუპება ანუ მთლიანად ყველას რომ დაემართოს სომხეთში 42.326
ეხლა ავიღოთ და გავამრავლოთ 4 მილიონზე ანუ ჩვენ რაც უნდა ვიყოთ მოსახელობა გამოდის 56.432
ანუ 56 ათასი კაცი დაიღუპება ამ მიმდევრობით ჩვენთან მასეთი უკონტროლო რომ გახდეს სიტუაცია

რა თქმა უნდა ეს ციფრები ზოგადია და შეიძლება რადიკალურად განსხვავებული იყოს, უბრალოდ ელემენტარულია თვალსაჩინოებისთვის რა მაშტაბებზეა საუბარი

ხო კიდევ რაც მთავარია, ეს სიკვდილიანობა მთლიანი ინფიცირებულებიდან დავითვალე ანუ იგივე სომხეთში 5700 აქტიური ქეისია დაახლოვებით 65% ჯერ კიდევ აქტიურია და მთლიანი ინფიცირებულების რაოდენობიდან რამდენიმე ათეული დაღუპული კიდევ შეემატება ალბათ.
ანუ ამ სტატისტიკის მიხედვით კარგად ჩანს რა რისკის წინაშე ვდგავართ, 50.000 პოტენციურ გარდაცვლილზეა საუბარი
ეხლა ზოგს თავი ცისფერსისხლიანი ჰგონია, სხვათაშორის რატიანმაც ეგ თქვა ჩვენი გენებიო და რამეო. სულ მცირე ჩვენი ერიდან მიკროსკოპში მაინც უნდა ჩაეხედა 1 კაცს მაინც სანამ გენებზე და კორონაზე დასკვნას დადებდა მაგრამ მაგ მიმართულებასაც ჰყავს მიმდევრები.
ზოგმა შარშან მოვიხადეთ ზაფხულშიო, ზოგმა არ არსებობსო და ასე შემდეგ.
რეალობა ერთია : რომ არა ასეთი მკაცრი კონტროლი და ძალიან სერიოზული მუშაობა მედიკოსების და ეპიდემიოლოგების (მთავრობისაც), სტატისტიკა სერიოზულად გაგვექცეოდა
სომხეთის მაგალითი კიდევ ყველაზე თვალსაჩინოა რა მოხდებოდა ასეულობით ინფიცირებულზე თუ ავიდოდით დღეში.
ანუ რეალურად კარანტინმა გვიშველა და არა ცისფერსისხლიანობამ და შარშან ზაფხულში გამომუშავებულმა ანტისხეულებმა.
დღეს რაც ვნახე იყო სრული დომხალი გარეთ. ისედაც ვაკვირდები ამდენი ხალხი სკვერებში და სასეირნოდ არ მინახავს და გასაგებიც არის რომ მოენატრა ხალხს. მაგრამ ტრანსპორტში მარტო პირზე გაკეთებული პირბადე და ცხვირი მოშიშვლებული ხანდახან ცხირის ფხანვით რა ვიცი არამგონია ნორმალური იყოს.
მაგას დავუმატოთ ისიც რომ ახალია ეს ტრანსპორტიც 1 კვირაში ყველა დაიკიდებს მაგ რეკომენდაციებს მცხელა ბრად რა ვქნა მიზეზით.
ასე რომ ხალხო საფრთხე რეალურია. ზოგიერთ ექიმს იგივე რატიანს თურმე ჯოგური იმუნიტეტის პროპაგანდა დაუწყია და ჯოგური იმუნიტეტი როგორც დავთვალეთ 50.000 დაღუპულია მინიმუმ ეგეც რამდენი პენსიონერი, ც ჰეპატიტიანი (100.000 ზე მეტი გვყავს რომ მკურნალობდნენ მანდედან მახსოვს) დიაბეტიანი, გულის დაავადებიანი და კიდევ რა ვიცი რა არ გვყავს.
ერთი ნახევარი მილიონი მძიმე ავადმყოფი ისე გვყავს ქვეყანაში როგორც არაფერი, არც ჯანმრთელები უნდა შეხვდნენ ამ ვირუსს მაინცდამაინც ბედნიერად.
ასე რომ სანამ რამეს დაწერთ დაფიქრდით, რაღაც სისულელე სტატიებს ნუ დებთ რაც რეალურად არაფერში გამოგადგებათ და სისულელე თეორიებს ნუ ამტკიცებთ რომ ანტისხეულები გაქვთ და ასე შემდეგ. თან ანტისხეულები გაქვთ თან კორონა არ არსებობს ნუ მოკლედ რა.
ამერიკაში 647.000 დახურული ქეისიდან 106.000 კაცი მოკვდა - ეგენიო მსუქნები არიანო, ჰამბურგერებს და მაკდონალდსებს ჭამენო
იტალიაში 200.000 დახურული ქეისიდან 33.000 მოკვდა - ეგენიო ყველაზე ბებრები არიანო მსოფლიოშიო
ესპანეთში 220.000 დახურული ქეისიდან 27.000 მოკვდა - ეგენიო ტაშფანდურა ხალხიაო, კარნავალები ჩაატარეს მაშ რა ეგონათო? თან ბებრებიც არიანო
საფრანგეთში 100.000 დახურული ქეისიდან 29.000 მოკვდა - მაგათმა წითელას აცრები გაიკეთეს და მაგიტომ არ კვდებიანო
გერმანია 170.000 დახურული ქეისიდან 9.000 მოკვდა - ეგენი ტოპ მედიცინის და დისციპლინის ქვეყანააო დააჩოქეს კორონაო (მილიონ ინფიცირებულზე იგივე შედეგით 50.000 სიკვდილი ექნებოდათ ტოპ ქვეყანას)
რა ვიცი კიდე რაღა ჩამოვთვალო მეტი, ჩვენ რაღა ვართ? აესე გავახრიალეთ კორონა ზამთარში და მორჩა ხო?

და ეხლა გამოდის წამყვანი ექიმი და გვეუბნება ჯოგური იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშავოთო, ანუ 4 მილიონი დახურული ქეისი უნდა დავდოთ და რა მოხდება და რა სცენარი დაიდება თქვენ დათვალეთ
რაღა თქმა უნდა ტაშს უკრავენ აქაც
This post has been edited by buxxx on 1 Jun 2020, 03:20