მაგ ბმულებზე ის წერია, რასაც მე ვამბობდი.

სათაურის გარდა რამე წაიკითხე თუ მხოლოდ სენსაციურ სათაურებს ეკიდები, ლენტა.რუს გაკრეჭილ ტექსტთან ერთად?

While the combined net worth of the world’s 500 richest people has dropped $553 billion this year, it has surged 20% from its low on March 23.
U.S. billionaires saw their fortunes soar by $434 billion during the nation’s lockdown between mid-March and mid-May, according to a new report.
The report is based on Forbes data for America’s more than 600 billionaires between March 18, when most states were in lockdown, and May 19.
1. პანდემიის გამო, 23 მარტისთვის მსოფლიოს უმდიდრესმა 500 ადამიანმა 553 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.
2. 18 მარტის შემდეგ 600-მა ყველაზე მდიდარი ამერიკელი გამდიდრდა 434 მილიარდით.
პირველ შემთხვევაში ლაპარაკია მილიარდერებზე მსოფლიო მასშტაბით, ხოლო მეორე შემთხვევაში მხოლოდ ამერიკის მასშტაბით და ამიტომ ერთი-ერთზე ვერ შევადრით, თუმცა ფაქტია რომ ჯერ მათი ქონების ღირებულება შემცირდა, ხოლო შემდეგ მოიმატა. მაინდამაინც თუ შეადრი, ელემენატრული არითმეტიკის ცოდნაა საჭირო მიხვდე, რომ 434 მილიარდი ნაკლებია 553 მილიარდზე.
შედარება შეიძლება დოუ ჯონსის ინდექსით, რომლითაც ითვლებ, წამყვანი 30 ამერიკული კომპანიის ღირებულება. ეს ინდექსი მეტყველებს იმას, რასაც უკვე მეორე პოსტში გიმეორებ, მილიარდერები გამდიდრდნენ 2 თვის წინანდელთან შედარებით, როდესაც პანდემიამ გააღარიბა, თუმცა დღეს მაინც უფრო ღარიბები არიან, ვიდრე პანდემიამდე იყვნენ.
ასევე ტყუილია შენს მიერ დასახელებული მილიარდერიდან ორის: გეითსის და მასკის გამდიდრების საკითხიც. ბეზოსის ქონების ღირებულებამ კი ნამდვილად მოიმატა, რაც წინა პოსტშიც დაგიდასტურე და ეგ არის გამონაკლისი ცუკერბერგთან ერთად, შესაბამისი მიზეზიც ავხსენი (კარანტინის პირობებში ონლაინ ვაჭრობის და მსგავსი სერვისების განვითარება) და ისიც, რომ მათი ქონების ღირებულება პანდემიის წინა პერიოდშიც იმატებდა.
ასე, რომ შენი შეთქმულების თეორია არ დასტურდება და შეეშვი თეთრზე შავის მტკიცებას.
P.S. ვიდეო ტყუილად დამიდე. რუსულენოვან მასალებს არ ვეცნობი ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურზე ნაკლებად არ ვიცი.
This post has been edited by net on 25 May 2020, 02:05
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)