ხაალხო, 1 ივლისიდან ალბათ გახსნიან სამსახურებს და მოგვიწევს პირბადედბით სიარული ოფისებში.
თქვენ როგორც ბრძენი ერი როგორ ხედავთ ამ გარდაუვალ მომავალს თან აქვე შეგახსენებთ რომ არც წამალია ჯერ და არც ვაქცინა.
ამოცანა:
ერთი ადამიანი ცხოვრობს მარტო.
მისი დღის განრიგია:
8 საათიანი სამუშაო დღე.
დილა: სამსახური
შესვენება: სადილი ( შეკვეთით მიწოდებული პროდუქტის დამუშავება)
საღამომდე :სამსახური
საღამო: მაღაზია - პროდუქტები.
სამსახურამდე ტაქსი ან საზ. ტრანსპორტი, სამსახურის ტრანსპორტი.
სამსახურის შემდეგ სამსახურის ტრანსპორტი და ტაქსი ან მხოლოდ ტაქსი, ან საზ. ტრანსპორტი.
საღამოს - სახლში შეძენილი პროდუქტების გაწმენდა - გარეცხვა, დამუშავება.
+ შაბათ - კვირა : მაღაზია, პროდუქტების დამუშავება.
ყოველი გარეთ გასვლის შემდეგ გასაღების და ტელეფონის დამუშავება.
თხევადი საპონით ხელების დაბანა +უსასრულობა
გამოცანა გვეკითხება: ერთი თვის განმავლობაში, რამდენი ლიტრი სპირტი, თხევადი საპონი და რამდენი ცალი ნიღაბი დაჭირდება ხელთათმანებთან ერთად
(თუ ამ ყველაფერს იშოვის)
იმისათვის რომ არც თავად დავირუსდეს და არც სხვა დაავირუსოს.
როგორც მათემატიკას უყვარს X= იყოს ამ ყველაფრისთვის საჭირო თანხა.
მერე ეს პასუხი გავამრავლოთ მინიმუმ 3ზე.
გვაქვს ქვეყანაში ამხელა მარაგები სპირტის? თხევადი საპნის? ნიღბების და ხელთათმანების?

+ დაიწყებს თუ არა მუშაობას სამსახურები ეგრევე გამოჩნდება ის ხალხი ვინც ყუთებით დაიდებს ნიღბებს, აუვა ჩვენი წარმოება თავიდან გაზრდილ მოთხოვნებს?
ან ისევ შეზღუდვა უნდა დაწესდეს მინიმუმ 5 ცალზე.
This post has been edited by almaximum on 30 May 2020, 06:09