ხუმრობ ხო?
მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, რომლებიც ცხოვრობდნენ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში, მანამდე კი წარმოადგენდნენ ლაზიკისა და ეგრისის (აფხაზეთის) სამეფოს ნაწილს, საუბრობდნენ ქართულ ენაზე, მართავდნენ ანჩაბაძეები და ჰქონდათ დანარჩენ საქართველოსთან იდენტური რელიგიური ჩვეულებები იყვნენ თუ არა ქართველები? იყვნენ.
ბოლოდე აფხაზეთის სამთავროს შარვაშიძეები მართავდნენ.
მეორე ნაწილს კი დადიანები ოქუმიდან.
აფხაზური იდენტობა როგორც ასეთი არ განსხვავდებოდა დანარჩენი საქართველოს იდენტობისაგან.
მეფე ლეონ მეორე, რომელმაც ქუთაისი გამოაცხადა ეგრისის სამეფოს დედაქალაქად - და რუსეთის ზურგგამაგრებული სეპარატისტებიც აღიარებდნენ ამას - იყო იდენტობით ისეთივე ქართველი, როგორც ტოს ან ქართლის ქართველობა. მაშინ კახეთის ქორეპისკოპოსები იყვნენ მთავარი სეპარატისტები მაგრამ არ იყვნენ ქართველები? გაერთიანებული საქართველოს პირველი მოწინააღმდეგე კახეთის მეფე აღსართანი იყო მაგრამ ახლა, რომ შეხედო იგი და მისი მთელი აზნაურობა, არმია და მოსახლეობის ნაწილი არ იყო ქართველი? იყო.
უბრალოდ ისტორიის ინტერპრეტიაცია სრულიად ცვლის იდენტობას.
რუსეთმა ეს წარმატებით მოახერხა. აფხაზები განაცალკევა ქართული იდენტობიდან, ამას ახორციელებდა მეგრელბთან, სვანებთან, აჭარლებთან, იმერლებთან,ჯავახებთან და ლაზებთან მიმართებითაც, მაგრამ ვერ მოახერხა საბედნიეროდ. თუმცა დღემდე ამას ცდილობს.
მოვიყვანე უკვე მაგალითი როგორ აქცია ანჩაბაძეების დინასტია აჩბების დინასტიად.
თანდართულ რუკაში კარგად ჩანს, თუ როგორ უყურედნენ 1886 წლის საქართველოს მოსახლეობას რუსები და როგორ ცდილობდნენ ხელოვნურად გაეჩინათ განსხვავებული ეროვნული იდენტობები.


ხოდა ჩვენი პრობლემა ყოველთვის ის იყო რომ სეპარატიზმის ნაცვლად ეროვნული იდენტობის მთელს საქართველოზე გავრცელება ვერ მოვახერხეთ. ნაცვლად იმისა, რომ სრულიად გაგვექრო საქართველოს მოსახლეობაში რუსეთის მიერ თავსმოხვეული განსხვავებული ეროვნული იდენტობების არსებობა პირიქით, გულხელდაკრეფილები რუსეთს ვაჯიჯგნინეთ მთელი ქვეყანა.
აფხაზეთში კი პრობლემა რუსეთის გარდა ოსმალეთის დიდი ზეგავლენის არსებობაც იყო, პლუს ამას საქართველოს ძირითადი ბედიღბალი ქართლ-კახეთსა და იმერეთის სამეფოებში წყდებოდა და ისეთი შორეული რეგიონები, როგორიც ტაო და აფხაზეთი იყო უცხო ძალების სრულ ზეგავლენის სფეროებად იქცა. ხოდა მივიღეთ ის, რომ ქართული იდენტობა ჩანაცვლდა, გაჩნდა თავსმოხვეული აფხაზური იდენტობა თითქოს განხვავებული დანარქჩენი საქართველოსაგან. თუმცა შარშვაშიძეებს ვერაფერი მოუხერხეს რუსებმა, მაგრამ ყველგან ცდილობნენ ქართული კვალის წაშლას.
მერე ამას დაერთო არამხოლოდ რუსეთის მხრიდან აფხაზების ხელოვნური დაახლოება ჩრდილოკავკასიურ მოსახლეობასთან, რომელთაც ნაწილ-ნაწილ სპობდა რუსეთი. რაც უფრო მეტად გაანადგურებდა რუსეთი ქართულ იდენტობებს მით უფრო ადვილად დაიკავებდა აქაურობას სამუდამოდ. ტაოელები თურქებად გამოაცხადა, აფხაზები ადიღეელებად, ჩერქეზები, რომელთა ნაწილს შუა საუკუნეებში ქართული იდენტობაც კი შეიძლებოდა ქონოდა, თურქებად მონათლა და გენოციდი მოუწყო. სადაც ჩრდილოეთ კავკაშიაში ხალხი ხევსურული გვარების დაბოლოებებით არსებობდნენ იქ რუსული დაბოლოება გამოაცხადა, იქ ამის გაკეთება არსად გაუჭირდებოდა. მაგ. დუდაური დუდაევად იქცა. მაგრამ რა გასაკვირია სადაც ბარათაშვილი ბარათოვად აწერდა ზოგჯერ ხელს.
ხოდა მოკლედ საქმე არაა მარტივად, თუმცა ერთადერთი ჭეშმარიტება რაც ამ ისტორიაშია არის ის რომ: რუსეთი იყო საქართველოს მტერი, არის და სანამ მისი იმპერია არსებობს - კვლავ იქნება.
თუკი გაერთიანება გვინდა რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან უნდა წავიდეს. ამის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს თითქმის ყველა პრობლემა სრულიად მოუგვარდება და რეგიონალურ ძლიერ ძალად ჩამოყალიბდება. ესაა აქსიომა. ზოგადად სეპარატიზმი სხვა არაფერია თუ არა რუსეთის იმპერიალიზმისა და საბჭოთა მემკვიდრეობის თესლები რომლის შედეგებსაც ახლა ვიმკით.
პ.ს. იმასარავინ უარყოფს რომ აფხაზმა სეპარატისტებმა ძალიან მიჰქარეს საქართველოს წინააღმდეგ და ამის გამო ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ნომერ პირველი მტრის, რუსეთის, მეორე პლანზე გადაწევის მცდელობას ჰგავს ამ თემის პირველი პოსტის პათოსი, რასაც არ ვეთანხმები.
This post has been edited by Foreign-Affairs on 25 May 2020, 11:04